ჟურნალისტი, ლალი მოროშკინა:
ვზივარ კაფეში და ველოდები ჩემს რიგს,სანამ მანქანას გარეცხავენ…ამ დროს შემოდის თანამშრომელი წითელი,სურნელოვანი გულით…– ლალი, ეს მამაკაცმა დაგიტოვათ, აქ ყვავილები არ იყიდება და ეს მაინც გადაეცითო,2012 წელს ციხეზე რომ შემოვიდა სიკვდილს გადამრჩინაო…ვზივარ, ცრემლები მომდის ღაპა-ღუპით და ვფიქრობ, ესაა პასუხი მობულინგეებზე, ბოროტებზე, შურიანებზე, რომლებიც ყველა მხრიდან მიტევენ.მადლობა ღმერთო, ამ შესაძლებლობისთვის და ამ სახალხო სიყვარულისთვის

კომენტარები