• რეკლამა
  • კონტაქტი
00:42, ხუთშაბათი, 18 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იყიდა ივანიშვილმა, და ისეა გაპარტახებული, გველები, ვირთხები, მაჩვები და ცოტა ხანში ტახები ირბენენ” – ელისაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:01 10-11-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
263

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილი განაცხადა:

„დღეს გადავწყვიტე „ქართული ოცნების“ შეუსრულებელი დაპირებების და გადაგდებების ურბანული ტური მომეწყო. დავიწყეთ იპოდრომიდან, რაზეც მთელი რიხით და დიდის ამბით თქვეს, რომ ცენტრალ პარკს გააკეთებდნენ. გადათხარეს, გადმოთხარეს იქაურობა, გამოშიგნეს და მიაგდეს. ერთადერთი პატარა ტყის ტევრიღა დარჩა, სადაც ადრე თავლები იყო, ასევე, ძალიან ცნობილი და ყველასთვის საყვარელი რესტორანი იყო. იმ ადგილას, რეკრეაციულ ზონას სტატუსი შეუცვალეს და აპირებენ, რომ არათუ პარკი გააკეთონ, შვიდი უზარმაზარი კორპუსის აშენებას აპირებენ. ყველაზე დაბალი კორპუსი 21-სართულიანი იქნება და ყველაზე მაღალი 79-სართულიანი. ამ ტყის გაჩეხვას და კორპუსების აშენებას „ვისოლი ჯგუფი“ აპირებს, ყველა მთავრობას მორგებული ფხაკაძეები. გვპირდებოდნენ პარკს, აშენებენ კორპუსებს.

„ლაგუნა ვერე“, არაჩვეულებრივი ისტორიული სივრცე, სატივე ჰქვია იმ ადგილს, არაჩვეულებრივი სივრცე იყო, დახურული აუზები, ღია აუზი, ვარჯიშობდა ხალხი, ისვენებდა, საოცარი ადგილი იყო, სპორტული, დასასვენებელი, რეკრეაციული. იყიდა ბიძინა ივანიშვილმა, და ისეა გაპარტახებული იქაურობა, რომ გველები, ვირთხები, მაჩვები და ცოტა ხანში ტახები ირბენენ იქ. კალაძემ ჯერ კიდევ 2017 წელს კლიპი გააკეთა, წყალი ჩაასხა და აჩვენა, რომ აქ აღვადგენთ საწყლოსნო-სპორტულ კომპლექსსო. შარშან კი კალაძე გამოვიდა და თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი ქალაქს გადასცემს „ლაგუნა ვერეს“ და აღვადგენთო. დღეს მივედი და გაპარტახებულია.

სამგორის მეტროდან მიწისზედა მეტროს გაკეთება იგეგმებოდა, „იუთუბშიც“, რომ აკრიფოთ რუსთავის მიწისზედა მეტრო, ნახავთ კლიპს, რომლის მომზადებაშიც კალაძემ უზარმაზარი ფული გადაიხადა წლების წინ და შინაარსი იყო, რომ მიწისზედა მეტრო უნდა აშენებულიყო, რომელიც სამგორს რუსთავთან დააკავშირებდა. 2022 წლიდან შვიდი სადგური მიწისზედა მეტროსი უნდა ამოქმედებულიყო, სამგორის მეტროდან ლილომდე და შემდეგ ლილოდან რუსთავამდე. 2 წლის ამოქმედებული უნდა იყოს შვიდი სადგური და თან დაამატეს, რომ სამგორის მეტროს მასშტაბური რეაბილიტაცია მოხდებოდა. 2024 წელია და სად არის აბა, რეაბილიტაცია? აბა, ასად არის მიწისზედა მეტრო? აბა, სად არის შვიდი სადგური? – რა თქმა უნდა, მორიგი ტყუილი და აფერისტობა, წინასაარჩევნოდ სჭირდებოდათ, პრეზენტაცია მოაწყვეს და მერე ხელი ყველაფერზე ჩაიქნიეს.

ვარკეთილის მეტროში მთავრობის ან პარლამენტის რომელიმე წევრი ნამყოფია ბოლო წლებში? ნარმანია იყო და შეკიდული ჭერი ჩამოკიდა მეტროში. რა უნდოდა მეტროში შეკიდულ ჭერს? რომ ჩამოვარდებოდა რად უნდოდა ამას ფილოსოფია? ჩამოვარდა, და ასე გაოხრებული არის ეს ჭერი ვარკეთილში, ან ავლაბრის მეტრო როგორ გამოიყურება, ან ღრმაღელე როგორ გამოიყურება, ან სარაჯიშვილი, ან გურამიშვილი. არ დადიან მეტროთი, არ ურთიერთობენ ხალხთან და ფეხებზე ჰკიდიათ ეს ყველაფერი. აქვთ პროპაგანდისტული არხები და არჩევნებიდან არჩევნებამდე გვატყუებენ, დაგვპირდებიან და არაფერს არ აკეთებენ.

იმასაც გაგახსენებთ, 2018 წელს თქვეს, რომ შვეიცარიულ კომპანიას „შტადლერს“ ქარხანა საქართველოში უნდა აეშენებინა, სადაც მატარებლები უნდა ეწარმოებინათ. სად არის „შტადლერის“ ქარხანა? – ექვსი წელი გავიდა მაგ დაპირებიდან. მატყუარები და ქოსატყუილები არიან და ესენი უნდა გამოვცვალოთ 26 ოქტომბერს, ეს არის ფაქტი“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

თიბისის წინასასკოლო შეთავაზებებით 60 000 მომხმარებელმა ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის წინასასკოლო შეთავაზებებით 60 000 მომხმარებელმა ისარგებლა

15:24 09-17-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა  – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება

15:57 09-16-2025
თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო

13:45 09-16-2025
PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

16:13 09-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved