• რეკლამა
  • კონტაქტი
09:20, პარასკევი, 18 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ComCom–მა „ფორმულა“ საქართველოს „საარჩევნო კოდექსის“ დამრღვევად სცნო

ალია ავტორი - ალია
16:24 10-11-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
212

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ფორმულა“ საქართველოს „საარჩევნო კოდექსის“ დამრღვევად სცნო და მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა.

ComCom–ში მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს შემოვიდა „ფორმულას“ წერილი პოლიტიკური გაერთიანების – „გახარია საქართველოსთვის“ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსის მინიჭების შესახებ. „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, მაუწყებელი უფლებამოსილია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიაროს ის პოლიტიკური პარტია, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, კანონით დადგენილი პირობებით, არჩევნების წელს ჩატარებული არანაკლებ ხუთი, ან არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში ჩატარებული ერთი საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, სარგებლობს ამომრჩეველთა არანაკლებ 4%-ის მხარდაჭერით. ამასთან, მაუწყებელი ვალდებულია გადაამოწმოს, რომ კვლევა ჩატარებულია „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად. წერილში ტელეკომპანია „ფორმულას“ გამოგზავნილი ჰქონდა კვლევითი ორგანიზაცია „ედისონ რისერჩის“ მიერ მიმდინარე წელს ჩატარებული 5 კვლევის შედეგი, რომლითაც პოლიტიკურ გაერთიანებას „გახარია საქართველოსთვის“ 4%-ზე მეტი მხარდაჭერა ჰქონდა.

მაუწყებელს კომისიისთვის არ წარმოუდგენია შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება, რომ მან შეისწავლა ან გადაამოწმა საზოგადოებრივი აზრის კვლევა და დარწმუნდა, რომ ის აკმაყოფილებდა კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიამ დაადგინა, რომ მაუწყებელმა საარჩევნო სუბიექტს კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი კანონდარღვევით მიანიჭა, რითიც დაარღვია „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“. შესაბამისად, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ComCom–მა მაუწყებელი სამართალდამრღვევად სცნო და მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა, – წერს უწყება.

“გაფრთხილებ, პირადად მე, გიორგი გახარია” – გახარია ბექაურს

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს
ახალი ამბები

Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს

12:41 09-17-2026
გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!

11:28 09-17-2026
ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved