• რეკლამა
  • კონტაქტი
11:30, სამშაბათი, 14 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ფანქარს, კარს ან მაისურს თუ არ აწარმოებ, რას მიედ-მოედები საერთოდ” – ანა დოლიძე

ალია ავტორი - ალია
20:26 10-10-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,370

კოლიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერები თელავში მოსახლეობას შეხვენენ, თავიანთი გეგმები გააცნეს და მათი პრობლემები მოისმინეს.

ანა დოლიძემ საზოგადოებას ერეკლე მეორის გაკეთებული სიკეთეები შეახსენა და აღნიშნა, რომ ამ ხელისუფლებას მის ქმედებასთან საერთო არაფერი აქვს.

“არ შეიძლება ერეკლე მეორე არ ვახსენოთ, როდესაც მის ქალაქში ვართ. მთავარი, ბევრ რაღაცასთან ერთად, რაც გამოარჩევდა ერეკლე მეორეს არის ის, რომ ერეკლე იყო სახალხო მეფე. დიდი გადაწყვეტილებებისა და დიდი მხედართმთავრობის გარდა, ქართველ ხალხს უყვარდა ის. ყველანაირი, ლექსი თუ ფილმი ამას აღნიშნავს. ის იყო ხალხის გვერდზე, ხალხთან ერთად და მისი სასახლეც, რაც დარჩენილია, აჩვენებს, რომ ამ ადამიანს არ აინტერესებდა ავლა-დიდება, ქონება. როგორც დავით აღმაშენებელია იმ ერთი ქვის ქვეშ, ერეკლე მეფისთვის მთავარი იყო ხალხი. ამის სრულიად საწინააღმდეგო ფასეულობების ხალხი გვყავს დღეს ხელისუფლებაში.

2013 წლის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი ხალხში არ უნახავს არავის. ახლა,  გამაგრებებით გადაადგილდება, ერთი ქალაქიდან, მეორე ქალაქში. ამას თავი დავანებოთ, ვინმე მოსულა შესამოწმებლად? წყალი გაიყვანეს ქალაქებსა და სოფლებში?! წესით, ჩვეულებრივი ამბავია.

ის, რასაც ჩვენ გავაკეთებთ, როცა დაიდება გეგმა, რომ წყალი 21-ე საუკუნეში უნდა ჰქონდეს, ყველა სოფელსა და ქალაქს, შემდეგ ეს ვინმემ უნდა შეამოწმოს. ასე კი არ უნდა იყოს, შარშანდელი თოვლივით რომ გაქრნენ, საერთოდ. ბევრი რამის გამო არის საპირისპირო ეს ხელისუფლება, ერეკლეს ფასეულობებისგან. ისიც უნდა აღვნიშნო, რომ, სადაც ჩვენ მთავრობას არაფერი არ გაუკეთებია და ჩვენ გვაქვს დიდი რწმენა, რომ ეს გამოგვივა. გინდ სამუშაო ადგილების შექმნა, გინდ გაქცეულ ფასეულობებთან გამკლავება.

ზოგადად, ქართული საქონელი ბაზარზე არ არის, რადგან რუსული იაფია. არც ვეტერინარი არ არის, არც ლაბორატორია, არც მაცივარი, მიაქვს იმპორტულ რუსულ საქონელს ქართული ბაზარი. ჩვენ რომ გვინდა, რომ ემიგრაციაში არ წავიდეთ, ნორმალური ხელფასი გვქონდეს და კარგი ფასები იყოს, ბელგიაზე ძვირი კი არა, შეიძლება, რომ ხელფასი იყოს 10-ჯერ ნაკლები, ევროპაზე და ფასი იყოს ბევრად მეტი?! ასეთ სამყაროში არ ვცხოვრობთ ჩვენ. ამისთვის, საამაყო უნდა გავხადოთ ერთი რამ – “დამზადებულია საქართველოში”. ჩვენ ეს შეგვიძლია, ეს ყველაფერი ძალიან ბევრ რამეს მოაგვარებს.

ფანქარს, კარს ან მაისურს თუ არ აწარმოებ, რას მიედ-მოედები საერთოდ, ევროკავშირის დროშებს რომ ეფერები. აქ შევქმნით ჩვენ სამუშაო ადგილებს, ჩამოვიყვანთ ინვესტორებს, აქ გავასწორებთ სასამართლოს, აქ მოვუვლით სისტემას ისე, რომ ადამიანი ჩამოვიდეს და ქარხანა დახვდეს, აქ. ბოლო და უმნისვნელოვანესი საკითხი არის სტუდენტები და ახალგაზრდობა, სულ გვავიწყდება, რადგან ძალაინ ბევრი პრობლემაა, რომელს მივადგეთ, არ ვიცით

ტრანსპორტის პრობლემაა საქართველოში, სტუდენტი როგორ უნდა ჩამოვიდეს. ელემენტარული, გასაკეთებელია ის, რომ ღირსების შემლახავი არ იყოს ტრანსპორტი, რომელშიც ხალხი უნდა ჩასხდეს და შაბათ-კვირას სახლში ჩამოვიდეს. რას გავს ის გაჩერებები, სადაც სტუდენტები არიან, რა ფასი აქვს მას?! შეადარეთ ევროპას, რატომ გვინდა ევროპა? იმიტომ, რომ რეალური სერვისები, მომსახურებაა ხალხისთვის იქ და ნახეთ ევროპული სახალხო ტრანსპორტი, ვიღაცის კერძო კი არა.  იქ უნდა ჩაიდოს, ზუსტად, ფული, ამას გავაკეთებთ ჩვენ“,- განაცხადა დოლიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო

16:31 07-13-2026
ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved