• რეკლამა
  • კონტაქტი
12:38, სამშაბათი, 14 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დაჯდეს ტვ იმედის ტრენდზე” – რა ეწერა იმ ცნობილ წერილში, რომელზედაც ხაზარაძე ამტკიცებს, რომ გახარიასგან მიიღო

ალია ავტორი - ალია
16:44 10-10-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,075

ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია, იმედს და რუსთავი2–ს მიმართავს და აცხადებს, რომ თუ ისინი ახლა მას არ დაუჭერენ მხარს, ნაციონალური მოძრაობის რევანშს უნდა ველოდოთ.

გიორგი გახარია:

მინდა მივმართო პარტიულ მედიებს, „იმედს“, „რუსთავი 2-ს“, მათ თანამშრომლებს, მათ მაყურებლებს: მეგობრებო, თქვენ თუ მართლა გაქვთ ის გაცხადებული სურვილი, რომ არ დაუშვათ „ნაციონალური მოძრაობის“ რევანში, იცოდეთ და შეხედეთ ამ უსუსურ „ოცნებას“, რომელსაც არაფრის თავი აღარ აქვს, უკვე გუნდურებიც აღარ არიან, ერთმანეთს ებრძვიან  თვითგადარჩენისთვის. თქვენ თუ მართლა გაქვთ ეს გაცხადებული მიზანი და ეს სიმართლეს შეესაბამება, მაშინ გაგვიხსენით ეთერები და გაუშვით ჩვენი წინასაარჩევნო რეკლამა თქვენს ეთერებში. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ჩვენ ყველამ ერთად არ დავუშვათ „ნაციონალური მოძრაობის“ რევანში, რაც მე მჯერა, რომ არის თქვენი მიზანიც, ისევე როგორც ჩვენი, რომელიც ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია და ყოველთვის ვადასტურებთ. ყოველთვის ვიქნებით იმ პრინციპის მომხრეები, რომ ჩვენ 26 ოქტომბერს უნდა დავამარცხოთ „ოცნება“ და უნდა დავამარცხოთ „ნაციონალური მოძრაობა“ ერთდროულად; რომ არც ერთმა ადამიანმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთი პროცენტი რევანშისტული იდეები არ დაუშვას. ამის გაკეთება შეგვიძლია დღეს მხოლოდ ჩვენ. მოგვეხმარეთ ამაში, თუ თქვენი სურვილი გულწრფელია და თქვენ ემსახურებით ქართველ ხალხს.

ვგონებს, ბევრს დაავიწყდა, რომ იმ ცნობილ წერილში, რომელიც პოლიტიკოსს მამუკა ხაზარაძის მტკიცებით, გიორგი გახარიასგან მიიღო, ეწერა:

  • წერილის ერთ-ერთი მოთხოვნა უკავშირდება ტელეკომპანია „პირველის“ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას – „უახლოეს 5 დღეში TV1 უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე. გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე (ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაქციო პოლიტიკიდან)“;

აღმოჩნდება, თუ არა, გიორგი გახარიას ანაბეჭდები წერილზე, ეს კითხვა ჟურნალისტებმა მას 2019 წლის 21 ოქტომბერს დაუსვეს.

მისი პასუხი ასეთი იყო:

“არ ვიცი უკვე ამას როგორ ვუპასუხო… ისე ვითარდება ეს ყველაფერი… ერთხელ ვთქვი, რომ ჯერ დაველოდები-მეთქი – რას იტყვიან და მერე გავაკეთებ კომენტარს-მეთქი… ახლა ისეთი სიტუაცია გამოდის, რომ ყველაფრისთვის მზად ვარ”.

ბოლო პერიოდში ეს წერილი თითქოს დავიწყებას მიეცა, თუმცა, როგორც უნდა იყოს ეს კონკრეტული შემთხვევა, ფაქტი ერთია, პრემიერობის პერიოდში, გახარია ღიად არ გამოხატავდა უკმაყოფილებას ტვ იმედის და რუსთავი2–ის მიმართ, ისევე, როგორც, ეს ტელევიზიები არ აკრიტიკებდნენ იმჟამინდელ პრემიერს. 

 

“ჩვენ ყველაფერი დავთმეთ… ჩვენდა სამწუხაროდ, მეორე მხარემ შიდა კონსესუსს ვერ მიაღწია” – გახარიას პარტია

თეგები: გიორგი გახარია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო

16:31 07-13-2026
ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved