• რეკლამა
  • კონტაქტი
18:10, ხუთშაბათი, 11 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს 2 სუბიექტი გადალახავს ბარიერს”– პრემიერი

ალია ავტორი - ალია
13:49 10-10-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
735

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა:

„ჩვენ სხვადასხვა მეთოდით ვახდენთ ჩვენი კვლევის შედეგების გადამოწმებას. არიან კომპანიები, რომლებიც მუშაობენ ჩვენთვის საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მიმართულებით, ასევე ტარდება კარდაკარი, წინასაარჩევნო პერიოდში რამდენიმე კარდაკარი ტარდება, რითაც ვამოწმებთ დამატებით საზოგადოების აზრს და ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ ექნება დაახლოებით 60%-იანი შედეგი საპარლამენტო არჩევნებზე. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ეს მაჩვენებელი მოიმატებს. ეს არის საბოლოო ჯამში საზოგადოებაზე დამოკიდებული.

რაც შეეხება ოპოზიციის შანსებს, უკვე გამოიკვეთა 2 სუბიექტი, რომელიც სავარაუდოდ შეძლებს ბარიერის გადალახვას. რაც შეეხება კიდევ 2 პრეტენდენტს, ეს იყო „ლელო“ და გახარიას პარტია, მათ უკვე ბარიერზე დაბალი მაჩვენებელი აქვთ, ზღვარზე მკვეთრად დაბალი, რეალურად, უკვე გამოკვეთილია, რომ გახარიას  არავითარი შანსი არ აქვს, „ლელოს“ თეორიული შანსი შეიძლება ჰქონდეს, თუმცა, ერთი ტენდენცია არის ხოლმე ყოველთვის არჩევნების წინ, რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო მეტად იმატებს ხოლმე შედარებით მსხვილი პარტიების რეიტინგები და იკლებს პატარა პარტიების რეიტინგები.

აქედან გამომდინარე, თუ მცირე პარტიას, როგორიც არის „ლელო“, არჩევნებამდე 1 თვით ადრე აქვს დაახლოებით 4.5% რეიტინგი, ამ შემთხვევაში კლებისკენ უფრო რეალურია ამ რეიტინგის წასვლა, ვიდრე მატებისკენ. ამიტომ, ყველაზე რეალური არის ის, რომ სავარაუდოდ 2 ოპოზიციური პარტია გადალახავს ბარიერს.

რაც შეეხება ამ 2 პარტიას, ჯამში გამოდის 24% დაახლოებით მათი ჯამური რეიტინგები. ის, რომ „ნაცმოძრაობას“ და გვარამიას პარტიას ჯამში აქვთ 24% რეიტინგი, ეს არის ტრაგედია, ისეთი მრავალსაუკუნოვანი კულტურის მქონე ქვეყნისთვის, როგორიც არის საქართველო. რომ ავიღოთ იგივე გვარამიას პარტია, რომელსაც ჰყავს რამდენიმე ლიდერი, რით გამოირჩევიან ეს ადამიანები – ბილწსიტყვაობა, ეკლესიის გინება, პატრიარქის გინება, ლგბტ პროპაგანდა და ა.შ. ეს ყველაფერი არის ამ პოლიტიკური პარტიის ლიდერების მთავარი ხელწერა. ეს ადამიანები 10%-ს რომ იღებენ, ეს არის მართლა ტრაგედიაა პირადად ჩემთვის. ელემენტარულად ამოიღეთ მათი განცხადებები და უკვე თამამად შეიძლება ამაზე საუბარი, რომ ერთი ხმის მიღებაც კი ამ პოლიტიკური პარტიის მიერ არის აბსოლუტურად გასაკვირი.

„ნაცმოძრაობაზე“ ბევრი საუბარი აღარ მინდა, ვიცით რა წარსული აქვს ამ პოლიტიკურ პარტიას, მათი მხრიდან 13.5%-ის მიღებაც არის ცალკე აღებული ტრაგედია, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გერმანიაში რომ ჩაგეტარებინათ არჩევნები იმ პირობებში, რომ რჩებოდა ნაციონალ-სოციალისტური პარტია პოლიტიკურ სისტემაში, ალბათ ისინიც აიღებდნენ დაახლოებით 20-25%-ს. ეს არ არის ქართული მოვლენა. ძალიან ხშირად, ყოვლად უვარგის პოლიტიკურ ძალებს აქვთ ხოლმე, საკმაოდ ხშირად, სხვადასხვა ქვეყანაში, ასეთი ტიპის რეიტინგები. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად ჩამოვაშოროთ ეს ძალები პოლიტიკურ სისტემას და ეს არის ერთ-ერთი მთავარი დაპირება საზოგადოების წინაშე. ჩვენ თუ გვინდა თავი დავაღწიოთ პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეს, ასეთი პოლიტიკური ძალები აღარ შეიძლება დარჩნენ პოლიტიკურ სისტემაში და ყველაფერი მიდის ამ მიმართულებით“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
ბინის დაქირავება
ახალი ამბები

5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ბინის დაქირავების დროს

19:15 06-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება

14:30 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved