• რეკლამა
  • კონტაქტი
16:43, შაბათი, 26 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საჭესთან მღვდელი იჯდა, ლუქიდან ორი ტიტველი კაცი იქნევდა მუშტებს…”

ალია ავტორი - ალია
21:05 05-18-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

ასოციაცია “ბროწეულის” დირექტორის, გოჩა გაბოძის მანიფესტი:

„2011 წლიდან ყველა 17 მაისს გადავურჩი. 2013 წლის პოგრომისას მღვდელკრუიზერზე ამხედრებული სასულიერო პირები მოგვდევდნენ ყვითელ ავტობუსში მსხდომ სამოქალაქო აქტივისტებს.

მღვდელი საჭესთან იჯდა, ლუქიდან ორი ტიტველი კაცი იქნევდა მუშტებს. გეები ჩვენ ვიყავით, ისინი ოჯახის სიწმინდეს იცავდნენ. ინტერნალიზებული ჰომოფობია მძიმე მენტალური მდგომარეობაა.

არც სახლებია ჩვენთვის უსაფრთხო სივრცე. 2015 წელს 17 მაისს დისკრიმინაციული ნიშნით ჯგუფური თავდასხმის მსხვერპლი გავხდი, საკუთარ სახლში.

5 მოძალადიდან 1 დაიჭირეს, სასამართლომ დისკრიმინაციის ნიშნები ვერ დაინახა, მობილური ტელეფონის ქურდობისთვის გაასამართლეს, 5 ადამიანიდან 1.

17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეა. ამ დღეს 1990 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა დაავადებების სიიდან ამოიღო.

დღეს ასევე აღვნიშნავთ შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღეს. დაავადებას 1987 წლამდე G.R.I.D.(Gay.Related.Immune.Defiance) “გეი ასოცირებული იმუნოდეფიციტი” ერქვა. აივ ვირუსი რომელიც იწვევს შეძენილ იმუნოდებიციტის სინდრომს ბიოლოგიური სითხეების გაცვლით ვრცელდება.

ჰომოსექსუალი მამაკაცები დაავადების ყველაზე მაღალი რისკ ჯგუფი იყვნენ და დღემდე ასეა. პირველი შემთხვევები სწორედ გეი მამაკაცებში გავრცელდა.

პოლიტიკურმა ჰომოფობიამ და გეებში მიმდინარე ახალი დაავადების უგულებელყოფამ 25 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. აივ/შიდსის სამკურნალო მედიკამენტები დიდი ხნის განმავლობაში არ არსებობდა.

ჰომოფობიამ პანდემია გამოიწვია, რომელიც უკვე 40 წელია გრძელდება.

აივ/შიდსის პანდემიის დასრულებამდე ჯერ დიდი გზაა გასავლელი. მსოფლიოში 38 მილიონი ადამიანი ცხოვრობს აივ ვირუსით, რომელიც უკვე მართვადი ქრონიკული დაავადებაა და მედიკამენტების ხელმისაწვდომობის ფონზე, არაგანსაზღვრადი ვირუსი არაგადამდებია.

საქართველოში შიდსით 1 674 ადამიანი გარდაიცვალა, ყოველი მეხუთე ვისაც დიაგნოზი დაუსვეს. აივ ინფიცირებულთა სავარაუდო რიცხვი ქვეყანაში 9 400 ადამიანის შეადგენს, მათმა 42% მა ჯერ კიდევ არ იცის მისი აივ სტატუსი.

თბილისში გეი ასოცირებული იმუნოდეფიციტის კვლევითი ცენტრი ა.კ.ა შ.პ.ს ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრი 1984 წელს გაიხსნა. საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკა საქართველოში.

სტალინის მიერ 1938 წელს მიღებული საბჭოთა სისხლის სამართლის კოდექსით ჰომოსექსუალობა 5 წლიანი პატიმრობით ისჯებოდა.

საბჭოთა კავშირში შიდსის დიაგნოზის მქონე ადამიანი პატიმრობაში თბილისში მდებარე გეი ასოცირებული იმუნოდეფიციტის კვლევით ცენტრში ხვდებოდა.

რომლის კედლებს გულაგის სუნი დღემდე ასდის. შიდსის პანდემიისას იყო სლოგანი #დარჩიგულაგში. ტოტალიტარული “დრაკონული” მეთოდებით საბჭოთა კავშირმა შიდსის ეპიდემია აიცილა თავიდან.

დღეს მსოფლიოში მრავალი ადამიანი ცხოვრობს ვინც შიდსის კრიზისს გადაურჩა. საბჭოთა მოქალაქეებიდან არავინ არის ცოცხალი.

მათი სიკვდილი სტატისტიკაშიც არ ასახულა. მათი ჯალათები ყოველ დილას და საღამოს ტელეეკრანებიდან მოგვიწოდებენ #დარჩითსახლში.

იყო სლოგანები – არის ადამიანი არ არის პრობლემა! საბჭოთა ავადმყოფი, ყველაზე ჯანმრთელი ავადმყოფი“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved