• რეკლამა
  • კონტაქტი
07:10, შაბათი, 8 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ იხურება სალონები ისევ? რას ჰყვებიან სტილისტები და მფლობელები

ალია ავტორი - ალია
18:19 05-18-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
371

ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად დაწესებული შეზღუდვების გამო, სალონების თანამშრომლების გარკვეულმა ნაწილმა სამსახურების დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

ქეთი დალაქიშვილი ხუთ წელზე მეტია, თელავში, ერთ-ერთ სალონში მუშაობს. სტილისტი თვლის, რომ ახალი რეგულაციების გამო, ის სალონში გადასახდელ ქირას ვერ შეაგროვებს.

„ფართის მეპატრონემ უკვე დაიწყო საუბარი ქირის მომატებაზე.

გვაქვს კომუნალური გადასახადები. უსაფრთხოების წესების დასაცავად, აღჭურვილობაა საჭირო, რომელიც ძვირია და კვირაში ერთხელ მაინც განახლება სჭირდება.

ხალხი ისედაც ნაკლები იქნება და საფასურის გაზრდა კიდევ უფრო მძიმედ დაგვარტყამს. ამიტომ დავტოვე სალონი და სახლში ვიმუშავებ“, – განაცხადა დალაქიშვილმა.

დღეს დილით, სამმა თანამშრომელმა დატოვა სამსახური, ერთ- ერთ სალონში, სადაც სტილისტი მარინა იმედაშვილი მუშაობს.

„დილით სამი თანამშრომელი წავიდა. აქ ყოფნის აზრს ვეღარ ხედავენ. ახლა შემოწმებასაც ველოდებით, საერთოდ მოგვცემენ თუ არა, მუშაობის უფლებას ეგეც არ ვიცი, იმდენი წესის შესრულებაა აუცილებელი. იქნებ ყველას ტესტირება ჩაგვიტარონ, რომ ამდენი რეგულაცია საჭირო აღარ იყოს“, – თქვა იმედაშვილმა.

რეგულაციებით გამოწვეულ სირთულეებზე საუბრობს სალონის თანამშრომელი მანანა მამულაშვილიც.

„ჩვენი სალონის ფართობი იმდენად პატარაა, რომ ხუთ კვადრატულ მეტრში, ერთ კლიენტზე მეტს ვერ მოვემსახურებით.

ისედაც გაზრდილ ქირას ვიხდით. პატარა სალონს, რომელსაც არ აქვს მრავალპროფილური მომსახურება, დიდი ან სულაც საკუთარი ფართი იმდენად გაუჭირდება, შესაძლოა დაიხუროს კიდეც.

Xatuna Guliashvili-ს ფოტო.

მომსახურებას ჯერ ვერ გავაძვირებთ, ხალხს ფული არ აქვს“, – უთხრა “პრაიმტაიმს ” მამულაშვილმა.

კორონავირუსმა საფრთხის წინაშე, მრავალპროფილიანი სილამაზის სალონებიც დააყენა.

ერთ-ერთი ასეთი სალონის მფლობელი, რუსუდან ფირანიშვილი ამბობს, რომ შესაძლოა მომსახურების ფასების მატება გარდაუვალი გახდეს.

„ადამიანების უსაფრთხოება უპირველესია, მაგრამ წესების დაცვა, ძვირი ჯდება. რაღაც ეტაპზე, შესაძლოა ფასი გაიზარდოს. ეს კი კლიენტს დაგვაკარგინებს. ცუდი ვითარებაა“, – განაცხადა ფირანიშვილმა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, რამდენიმე დღეში, კახეთში სილამაზის სალონების თანამშრომლების სავალდებულო ტესტირება დაიწყება.

Xatuna Guliashvili-ს ფოტო.

„რაკი სალონების იხსნება, მოქალაქეების უსაფრთხოებისათვის წესების დაცვა აუცილებელია. ამ დღეებში პსრ მეთოდით, სალონების თანამშრომლების ტესტირებას დავიწყებთ, რადგან ისინი, ახლა უკვე რისკ-ჯგუფში შედიან“, – განაცხადა ხიზანიშვილმა.

შეგახსენებთ, სალონებისა და ესთეტიკური ცენტრების გახსნის გადაწყვეტილება , მთავრობის სხდომაზე, 14 მაისს მიიღეს.

მოქალაქეთა უსაფრთხოებისათვის სალონებს მთელი რიგი წესების დაცვა ევალებათ.

პრაიმტაიმი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved