• რეკლამა
  • კონტაქტი
07:49, პარასკევი, 8 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ უნდა განვითარდეს არჩევნების შემდეგ ქვეყანა და რა უნდა გაკეთდეს პირველ რიგში – “ძლიერი საქართველოს” პროგრამა

ალია ავტორი - ალია
21:48 09-30-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
294

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერები ამომრჩევლებს ხვდებიან – მამუკა ხაზარაძე, ლევან ცუცქირიძე, ალეკო ელისაშვილი და საბა ბუაძე მოქალაქეებს კოალიციის გეგმას აცნობენ, თუ როგორ აპირებენ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქვეყნის განვითარებას.

როგორც კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, “ძლიერი საქართველოს” გეგმა არის 200 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა, პენსიების გაზრდა, კურსდამთავრებულებისთვის გარანტირებული სამუშაო ადგილების შექმნა, რუსული ოკუპაციის და რუსული ზეგავლენის შემცირება და იმ 9 პუნქტის შესრულება, რომლითაც საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება.

“თქვენ იცით, რომ 12 წელი და მანამდე 9 წელი, 20 წელი ამ ქვეყანას მმართავდა ორი პოლიტიკური ძალა და დროა, რომ რეალურად ჩვენი ქვეყანა მართოს, იმ ახალგაზრდა პროფესიონალმა ძალებმა, რომლებსაც არ აქვთ ისეთი გამოცდილება, პოლიტიკური სიმძიმე არ აქვთ წარსულის. ამ ქვეყანას სჭირდება რეალური ალტერნატივა, სწორედ რეალური ალტერნატივის გუნდს წარმოგიდგენთ დღეს ჩვენ. თქვენ გახსოვთ ალბათ ის დაპირებები, რომლებიც ყველამ მოვისმინეთ 100 ქარხანა, უფასო ფული თან გრძელვადიანი. 5-5 მილიონიანი ინვესტიცია სოფლებში, მარიხუანას პლანტაციების გაშენება. ეს მე მგონი ყველას დაავიწყდა. ეს არის ფენომენალური ამბავი, როცა საქართველოში ტრადიციებზე გვესაუბრებიან, ღირსებაზე გვესაუბრებიან, ღვინის სამშობლოზე გვესაუბრებიან და ამ დროს მთელი ”ქართული ოცნება” ცდილობდა, რომ მარიხუანას მწარმოებელი ქვეყანა გავმხდარიყავით”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

რა გეგმა აქვს კოალიცია “ძლიერ საქართველოს” ონკოპაციენტებისთვის განკუთვნილი მკურნალობის ხარისხის გასაუმჯობესებლად? – შეხვედრაზე ეს კითხვაც იქნა დასმული:

“ჯანდაცვის სისტემა მთლიანად შესაცვლელია, მილიონობით დოლარი გადის ქვეყნიდან. პირველი მიმართულება არის თურქეთი, პაციენტს მიჰყვება გამყოლი, სჭირდება თვითმფრინავის ბილეთი, იქ თარჯიმანი… ასეულობით მილიონებზე ვსაუბრობთ. ის, რაც ”ქართულმა ოცნებამ” გააკეთა საყოველთაო ჯანდაცვა, სწორი შესვლა იყო, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება, ამას ვერანაირი ბიუჯეტი ვერ გაუძლებს თუ ჯანდაცვა არ გადავიყვანეთ დაზღვევის სისტემაზე, რომელიც მისცემს ყველას, მათ შორის, კერძო დაზღვევას და სახელმწიფო დაზღვევას, რომელიც მისცემს ყველას გარანტიას, რომ წამლის და მკურნალობის გარეშე არ დარჩება და არ იქნება ის ჩაწყობები, ვისაც ჰყავს ნაცნობი ჯანდაცვის სამინისტროში და  რომელ კლინიკას დააფინანსებენ და ა.შ.

ამოცანა უნდა იყოს, პირველ რიგში, დაავადების პრევენცია, პირველადი ჯანდაცვა უნდა მოწესრიგდეს სანამ განვითარება და სტადიებზე გადავა უბედური დაავადება, მანამდე უნდა იცოდეს მთელმა სისტემამ, სად გააკეთოს პრევენცია. ეს ჯდება ძვირი, ეს მთავრდება ცუდად. ძალიან სერიოზული პროგრამა გვაქვს ამასთან დაკავშირებით”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

პირველი, სრულად ევროპული სტანდარტის ნუშის ბაღი საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, კახეთში აგროპროექტი ვითარდება
ახალი ამბები

პირველი, სრულად ევროპული სტანდარტის ნუშის ბაღი საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, კახეთში აგროპროექტი ვითარდება

18:40 05-07-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები, ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები, ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

12:15 05-07-2026
სიახლე ქართულ სადაზღვევო ბაზარზე — ფრილანსერების დაზღვევა „სადაზღვევო კომპანია ვაიზერისგან“
ახალი ამბები

სიახლე ქართულ სადაზღვევო ბაზარზე — ფრილანსერების დაზღვევა „სადაზღვევო კომპანია ვაიზერისგან“

12:07 05-07-2026
YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება
ახალი ამბები

YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება

14:18 05-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved