• რეკლამა
  • კონტაქტი
10:09, კვირა, 26 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ სერვისსა და ავტონაწილებზე ფასები კვლავინდებურად უცვლელია

ალია ავტორი - ალია
14:09 05-18-2020
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
105

მომხმარებელს უკვე შეუძლია „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ შოურუმს შეუზღუდავად ეწვიოს და სასურველი ავტომობილი ადგილზე შეარჩიოს, ასევე, ნებისმიერი ტექნიკური მომსახურების მისაღებად, მის ავტორიზებულ სერვისცენტრსაც მიმართოს.

მართალია, საქართველოში ტოიოტას პირველი ოფიციალური დილერი შეზღუდული რეჟიმით საგანგებო სიტუაციის გამოცხადების პირველივე დღიდან მუშაობდა, მაგრამ ჩვეულ რეჟიმს ის უკვე ერთი კვირაა, რაც დაუბრუნდა. სერვისსა და ავტონაწილებზე ფასები „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ კვლავინდებურად უცვლელია, მომხმარებელს კი პანდემიის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებისა და უსაფრ­თხო­ე­ბის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბის სრული დაცვით მოემსახურებიან.

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის თინათინ მაკარიძის ინფორმაციით, ავტომობილის შეძენის მსურველებს შეუზღუდავად შეუძლიათ „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ ეწვიონ, უახლესი მოდელები შოურუმში დაათვალიერონ და ნებისმიერი სახის ტექნიკური მომსახურება მიიღონ. მისი თქმით, კომპანია ითვალისწინებს შექმნილ მდგომარეობას და მომ­ხმა­რე­ბელს ტექნიკურ მომსახურებას, ავტონაწილებისა და აქსესუარების შეძენას ძველი ფასებით სთავაზობს.

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ შოურუმი უკვე ღიაა ტოიოტას მოყვარულებისთვის და ავტომობილის შერჩევა კვლავინდებურად ადგილზეა შესაძლებელი. მნიშვნელოვანია, ჩვენი მომხმარებელი ინფორმირებული იყოს იმის შესახებ, რომ „ტოიოტა ცენტრ თბილისში“, შექმნილი მძიმე ვითარების გათვალისწინებით, ფასები არ გაზრდილა არც სერვისზე, არც ავტონაწილებისა და აქსესუარების შეძენაზე. კომპანია მზად არის მომხმარებელს იმ ფასებით მოემსახუროს, რაც საგანგებო მდგომარეობის დაწესებამდე მოქმედებდა. გარდა ამისა, 18 მაისიდან „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ტოიოტას მფლობელებისთვის აქციის დაწყებას აანონსებს, რომლის ფარგლებშიც სპეციალურ ფასად იქნება შესაძლებელი ძრავის ზეთისა და ფილტრის შეცვლა მაღალი ხარისხის ორიგინალი წარმოების ზეთითა და ფილტრით“, – აღნიშნავს თინათინ მაკარიძე.

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის განმარტებით, მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია, დარწმუნებული იყოს, რომ პანდემიის პირობებში, „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ მომსახურება საპრევენციო ღონისძიებების სრული დაცვით მოხდება.

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ სრულყოფილად ასრულებს ყველა რეკომენდაციას, რაც გაცემულია, როგორც ჯანმოს და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე, სამთავრობო უწყებების მიერ. პირველ რიგში, ჩვენი პერ­სო­ნა­ლი სათანადოდ არის ეკი­პი­რე­ბუ­ლი და არ აქვს ახლო შეხება მომხმარებელთან. გარდა ამისა, მუდ­მი­ვად ტარდება შო­უ­რუ­მისა და სერ­ვი­სცენტრის სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავება. სივრცეში, სადაც მომხმარებელს უწევს ყოფნა, შექმნილია ყველა პირობა სავალდებულო დისტანციის დასაცავად. მომხმარებელი, რომელიც ცენტრს ეწვევა, აუცილებლად აღირიცხება, მას ვუზომავთ ტემპერატურას, ვთავაზობთ სადეზინფექციო ხსნარს, გადავცემთ პირბადესა და ხელთათმანს. რაც მთავარია, დეზინფექცია უტარდება ტექმომსახურებისთვის შემოსულ ყველა ავტომომობილს. იმისათვის, რომ მომხმარებლის მიმოსვლის ნაკადები უკეთ ვარეგულიროთ, მომხმარებელს ვთხოვთ, „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ წინასწარ დაუკავშირდეს და სერვისის მისაღებად ჩაეწეროს. ყოველ მათგანს ინდივიდუალურად, დათქმულ დროს და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მოვემსახურებით“, – აცხადებს თინათინ მაკარიძე.

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ინფორმაციით, ტექნიკური მომსახურების მიღებაზე წინასწარ ჩასაწერად, მომხმარებელს შეუძლია დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ ნომრებზე: 032 2 522 022; 032 2511, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე, ან ეწვიოს მისამართზე: აღმაშენებლის ხეივანი, მე-20 კმ. www.toyota-tbilisi.com

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved