• რეკლამა
  • კონტაქტი
14:33, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გიორგი ქოჩორაშვილი: ეს ჩემს დნმ-შია, თუ ბურთი შენ გაქვს, უნდა წაგართვა!

ალია ავტორი - ალია
10:22 09-28-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,081

„ლევანტეს“ და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა ესპანურ მედიასთან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა.

მან გაიხსენა ევროპის ჩემპიონატი, ასევე ისაუბრა ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე და პირად მიზნებზე.

– რას ნიშნავდა შენს კარიერაში ევროპის ჩემპიონატზე თამაში?

– ევროპის ჩემპიონატზე თამაშმა მეტი თავდაჯერება მომცა. იცი, რომ სწორ გზაზე ხარ. ეს იყო იმის შედეგი, რასაც ცხოვრებაში და ნაკრებში აკეთებ. თუ იმუშავებ დაჯილდოვდები. რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ თუ იმუშავებ მუდმივი გაუმჯობესების მიზნით, კარგ შედეგს მიაღწევ.

– როგორია ამ მასშტაბის ტურნირზე თამაში?

– თავს ბედნიერად გრძნობ. შეიძლება ითქვას, ბავშვობაში ამაზე ვერც ვოცნებობდით, რადგან ვერ წარმოვიდგენდით, რომ იქ მოვხვდებოდით. ბევრი ფიქრობს, რომ ამის გაკეთება ძალიან მარტივია, გადი მოედანზე და ითამაშე, მაგრამ ასე არ არის, ადვილი არაა. მეორე დივიზიონში მოთამაშე ფეხბურთელისთვის ადვილი არაა ისეთი ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში, რომლებიც ბუნდესლიგაში ან სერია A-ში თამაშობენ. მენტალურად ბევრი ვიმუშავე და ამის წყალობით, ყოველ ჯერზე, როცა მოედანზე გავდივარ, თავდაჯერებული ვარ. თუ გონებრივად არ ხარ მომზადებული, თუნდაც ფიზიკურად ძალიან კარგად იყო, თავს ძლიერად ვერ იგრძნობ. უნდა დაიჯერო, რომ რაღაცის მიღწევა შეგიძლია.

– საქართველოსთვის ეს ისტორიული მოვლენა იყო…

– ეს იყო პირველი შემთხვევა, მაგრამ იმედია, ბოლო არ იქნება. დარწმუნებული ვარ, დიდ წარმატებას კიდევ მივაღწიეთ. როდესაც ესპანეთთან წაგების შემდეგ საქართველოში დავბრუნდით, ისე დაგხვდნენ, თითქოს ტურნირი მოვიგეთ. ძალიან მაგარი იყო. ამან გვასწავლა, რომ შეიძლება წააგო, მაგრამ თუ მოედანზე ყველაფერს გააკეთებ, დაგიფასდება. შრომა და მამაცობა, ყოველთვის ემახსოვრებათ. არ აქვს მნიშვნელობა დამარცხდები თუ არა, მთავარია, ყველაფერი გაიღო და ეს უკვე წარმატებაა.

– როგორი იყო ზაფხულის სატრანსფერო ბაზარი?

– ყველამ ვიცით, რა მდგომარეობაში იყო კლუბი, ჩემს ოჯახს ვესაუბრე, „ლევანტეში“ კარგად ვარ. ბაზარზე ბევრი რამ ჩემზე არ იყო დამოკიდებული, ამიტომ, ვცდილობდი, ამ ყველაფრისგან თავი შორს დამეჭირა. ვიცოდი, რომ მხოლოდ თამაშზე უნდა ვყოფილიყავი კონცენტრირებული, მევარჯიშა, მესწავლა მწვრთნელისთვის, მისი იდეები გამეგო, მიუხედავად იმისა, რომ სატრანსფერო ფანჯარა ღია იყო. „ლევანტეში“ რომ დავრჩი გამიხარდა. ვაგრძელებ ამ გუნდის ღირსების დაცვას და შემიძლია ჩემი წვლილი შევიტანო წარმატებაში.

კალეროსგან ყოველდღიურად რაღაცას ვსწავლობ, ისევე, როგორც ვილი სანიოლისგან. კალერო შეტევის წამოწყებას, ბურთის დაჭერას და მის განაწილებას მავალებს. როდესაც ბურთს ვკარგავთ, ვზრუნავთ მის სწრაფად დაბრუნებაზე და გაცილებით აგრესიულად ვმოქმედებთ. ეს ჩემს დნმ-შია. როდესაც ბურთი შენ გაქვს, მინდა, რომ წაგართვა. ჩემთვის სულერთია, რამდენს ირბენ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ბურთი დავიბრუნო.

– შეიძლება ეს შენი სეზონი იყოს?

– მე ვარ ადამიანი, რომელიც ამბიციურია, მაგრამ ეს ყველაფერი შრომიდან მოდის. ვცდილობ, ყველა ასპექტში ვიმუშაო. მაგიდის ოთხი ფეხი ავიღოთ და თითოეულს დავარქვათ მათ სახელები: ტექნიკური, ტაქტიკური, ფიზიკური და მენტალური – თუ ეს ოთხივე ფეხი ძლიერია, მაგიდაც მტკიცე იქნება. ეს არის ის, რაც მინდა, რომ მქონდეს. გავაგრძელებ გაუმჯობესებას, რათა უფრო ძლიერი და თავდაჯერებული გავხდე. მზად ვარ, სეზონში 50 მატჩი ვითამაშო კლუბსა და ნაკრებში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა

14:24 06-17-2026
სეო ოპტიმიზაცია
ახალი ამბები

რა განსხვავებაა SEO ოპტიმიზაციასა და კარგ SEO ოპტიმიზაციას შორის?

14:07 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

08:00 06-17-2026
ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ

18:10 06-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved