• რეკლამა
  • კონტაქტი
12:52, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მოვუწოდებთ საგარეოს, გაასაჯაროოს საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქეების რაოდენობა ქალაქების მითითებით – ISFED

ალია ავტორი - ალია
20:20 09-27-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
407

„სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) ცესკოს მოუწოდებს, მაღალი საჯარო ინტერესისა და პროცესების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, საჯარო გახადოს საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ქალაქებისა და ქვეყნების მითითებით.

ISFED წერს, რომ ცესკოს მიერ 26 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, უბნები არ არის გახსნილი საზღვარგარეთ, დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულებების მიღმა, მოქალაქეების ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სხვა ქალაქებში, რომლებშიც მის გახსნას საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეები მოითხოვდნენ.

„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ ცესკოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ არის თანხვედრაში საქართველოს კონსტიტუციითა და საარჩევნო კანონმდებლობით გარანტირებულ, არჩევნების ხელმისაწვდომობის პრინციპსა და საარჩევნო უფლების არსთან.

ეს გადაწყვეტილება საკმარისად მაინც ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის გარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზებას. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ისე ცესკომ არ გამოავლინეს სათანადო ნება და არ მიიღეს ყველა ზომა იმისათვის, რომ მეტი საარჩევნო უბანი გახსნილიყო საზღვარგარეთ, მათ შორის იმ ქალაქებში, სადაც საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები არ აქვს, მაგრამ საქართველოს ბევრი მოქალაქე ცხოვრობს. გარდა ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საკონსულო აღრიცხვაზე მდგომი პირების შესახებ საჯარო ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვამ და გამჭვირვალობის ნაკლებობამ გარკვეული კითხვები გააჩინა საზოგადოებაში.  

2024 წლის 3 სექტემბერს უცხოეთში საარჩევნო უბნების შექმნისა და  საარჩევნო უფლების რეალიზაციის მიზნით ამერიკის შეერთებულ შტატებში (ქალაქ ჩიკაგოში), იტალიასა (ოსტუნში) და ესპანეთში (არნედოსა და ვალენსიაში) მცხოვრებმა აქტიური საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეებმა განცხადებით მიმართეს ცესკოს თავმჯდომარეს იმ დასახლებებში საარჩევნო უბნის შექმნის მოთხოვნით, სადაც ისინი ცხოვრობენ. ცესკოს თავმჯდომარის 2024 წლის 5 სექტემბრის პასუხით განმცხადებლებს განემარტათ, რომ ცესკო მოკლებული იყო შესაძლებლობას, დაეკმაყოფილებინა მათი მოთხოვნა. აღნიშნული პასუხის მიხედვით, სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს ცესკო ქმნის არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა, არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისთვის, საქართველოს საგარეო სამინისტროს მიერ გაცემული იმ ამომრჩეველთა მონაცემების საფუძველზე, რომლებიც საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე დგანან. 2024 წლის 7 სექტემბერს, უცხოეთში მცხოვრები ამომრჩევლების უფლებათა დაცვის მიზნით, „სამართლიანმა არჩევნებმა“ სარჩელი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა ცესკოს თავმჯდომარის იმ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, რომლის საფუძველზეც უცხოეთში მცხოვრებ მოქალაქეებს უარი ეთქვათ საარჩევნო უბნების შექმნასთან დაკავშირებით.  ამავდროულად, სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა, ცესკოს დავალებოდა, შეექმნა საარჩევნო უბნები ზემოთ ჩამოთვლილ ქალაქებში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის მოსამართლემ, 2024 წლის 8 სექტემბერს მიღებული განჩინებით, დააკმაყოფილა ცესკოს შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ იმ მოტივით, რომ ცესკოს აღნიშნულთან დაკავშირებით განკარგულება არ ჰქონდა მიღებული და განმარტა, რომ ცესკოს თავმჯდომარის წერილები ვერ ჩაითვლებოდა სხვა სახელმწიფოებში საარჩევნო უბნების შექმნის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებად. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ ცესკოს სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნების შექმნის თაობაზე საკითხის გადასაწყვეტად ვადა 2024 წლის 26 სექტემბრამდე ჰქონდა. განხილული განჩინება „სამართლიანი არჩევნების“ მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში კერძო საჩივრით იქნა გასაჩივრებული. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2024 წლის 12 სექტემბრის განჩინებით ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება.  

ცესკოს მიერ 26 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, უბნები არ არის გახსნილი საზღვარგარეთ, დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულებების მიღმა, მოქალაქეების ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სხვა ქალაქებში, რომლებშიც მის გახსნას საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეები მოითხოვდნენ. „სამართლიანი არჩევნების“ პოზიციით, ცესკოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ არის თანხვედრაში საქართველოს კონსტიტუციითა და საარჩევნო კანონმდებლობით გარანტირებულ, არჩევნების ხელმისაწვდომობის პრინციპსა და საარჩევნო უფლების არსთან. საარჩევნო ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს არჩევნების იმგვარად ჩატარება, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს საზღვარგარეთ ჰქონდეს ხმის მიცემის უფლების თანაბარი რეალიზების შესაძლებლობა, რისთვისაც აუცილებელია, მოქალაქეებს შეეძლოთ, მარტივად, გაუმართლებელი დაბრკოლებების გარეშე მივიდნენ საარჩევნო უბანზე და მისცენ ხმა.  

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 23-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს ქმნის ცესკო არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე, არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისათვის. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კანონმდებლობა ცესკოს არ უკრძალავს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან გამოითხოვოს ინფორმაცია საკონსულო აღრიცხვაზე მდგომ ამომრჩეველთა შესახებ, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მითითებით. არც საგარეო საქმეთა სამინისტროა შეზღუდული, იმავე პრინციპით მიაწოდოს ცესკოს სია. მსგავსი ინფორმაცია შესაძლებელს გახდიდა, დამატებით კონკრეტული ქალაქების მიხედვით გახსნილიყო საარჩევნო უბნები. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, „სამართლიანი არჩევნები” მიიჩნევს, რომ არ არსებობდა შესაბამისი ნება, რითაიც დაზიანდა ამომრჩეველთა საუკეთესო ინტერესები. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ, ცესკოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული განახლებული მონაცემებით, საკონსულო აღრიცხვაზე საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს 65 508 მოქალაქე იმყოფება. ცესკოს სხდომაზე ცესკოს წევრის, ანა კობახიძის, მიერ გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 7 აგვისტოს მდგომარეობით, საკონსულო აღრიცხვაზე 67 347 საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა. „სამართლიანმა არჩევნებმა“ 2024 წლის 27 თებერვალს საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეთა რაოდენობასთან დაკავშირებით, ქვეყნებისა და ქალაქების მიხედვით. რაზეც, ამ დრომდე, სამინისტროს  პასუხი არ გაუცია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე მითითებული მონაცემების მიხედვით, საკონსულო აღრიცხვაზე  ამ ვებგვერდის მეშვეობით 129 906-მა ადამიანმა გაიარა რეგისტრაცია. მას შემდეგ რაც განსხავებული რიცხვების არსებობამ საზოგადოებაში გარკვეული კითხვები გააჩინა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც: „ვებ-გვერდის სტატისტიკური მაჩვენებელი აღრიცხავს იმ პირთა რაოდენობას, ვინც 2015 წლიდან ისარგებლა ამ ვებ-გვერდით, მათ შორის დადგა საკონსულო აღრიცხვაზე“ და მოიცავს არამხოლოდ ამომრჩეველს, არამედ სხვა პირებსაც.   თუმცა, განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული რამდენია ამ სტატისტიკიდან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოქმედი საარჩევნო უფლების მქონე პირი, ასევე ქვეყნების მიხედვით ამომრჩეველთა რაოდენობა (მათ შორის იმ ქვეყნებში, სადაც 50 ამომრჩეველზე ნაკლებია და არ იხსნება საარჩევნო უბანი). ამასთანავე, უცნობია ვებგვერდის გარდა, რამდენმა ადამიანმა გაიარა საკონსულო აღრიცხვა ფოსტის ან საკონსულოში პირადი ვიზიტის მეშვეობით“,- წერია ინფორმაციაში.

მაღალი საჯარო ინტერესისა და პროცესების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, „სამართლიანი არჩევნები“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, საჯარო გახადოს საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ქალაქებისა და ქვეყნების მითითებით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved