• რეკლამა
  • კონტაქტი
23:37, ხუთშაბათი, 12 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ არ ახსენებს ივანიშვილი სინგაპურის სასამართლოს გადაწყვეტილებას? – დეტალები

ალია ავტორი - ალია
16:58 09-27-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
257

სინგაპურის სააპელაციო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილისა და აწ უკვე გაკოტრებული შვეიცარიული ბანკის, „კრედიტ სუისის“ დავაზე ოლიოგარქის სასარგებლოდ განაჩენი გამოიტანა. გადაწყვეტილება ივლისში გამოცხადდა, თუმცა ამის შესახებ არაფერი უთქვამთ ივანიშვილის ქართველ წარმომადგენლებს.

„ნეტგაზეთმა“ გადაწყვეტილებას დღეს, ივანიშვილის უცხოელი ადვოკატების ვებ.გვერდზე მიაკვლია. საქმე ეხება ივანიშვილის კუთვნილი ფულის ბანკირ პიერ ლესკადრონის მიერ მითვისებას. ამის შესახებ ინფორმაცია არც “ქართლ ოცნებასთან” აფილირებულ მედიას გაუვრცელებია.

  • სააპელაციო სასამართლოში სარჩელი „კრედიტ სუისმა“ შეიტანა – ისინი არ დაეთანხმნენ ქვედა ანუ პირველი ინსტანციის მოსამართლის მიერ კომპენსაციის გამოთვლის სქემას. სინგაპურის პირველი ინსტანციის სასამართლომ „კრედიტ სუისი“ ივანიშვილთან დავაში გაამტყუნა. მაშინ, 2023 წლის ნოემბერში სასამართლომ დაადგინა, რომ „კრედიტ სუისს“, რომელიც ბანკმა UBS-მა  შეისყიდა, ივანიშვილისთვის 742 მილიონი დოლარის [და ამ თანხის დამატებით 5,33%] და დავაში გაწეული ხარჯების, თითქმის 7,3 მილიონი დოლარის გადახდა დაავალა.

რა გადაწყვიტა სააპელაციო სასამართლომ

სააპელაციომ დიდწილად ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება კომპენსაციის ოდენობასა (742 მლნ დოლარი) გამოთვლის მეთოდოლოგიაზე, ხოლო ცვლილებები შეეხო სხვა მოსარჩელისთვის განკუთვნილ კომპენსაციას. ივანიშვილის კომპენსაციაში მოაზრებულია არამხოლოდ ის თანხა რაც მან დაკარგა, არამედ ის ფულიც, რასაც ის იშოვიდა თუ პატრიკ ლესკადრონი ზემოხსენებულ თაღლითობას არ ჩაიდენდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მის კომპენსაციას უნდა გამოაკლდეს თანხები იმ ჰეჯ-ფონდებში ინვესტიციებიდან, რომლებზეც მან 2008-11 წლებში პირადად გასცა ნებართვა.

  • დავა ბიძინა ივანიშვილისა და „კრედიტ სუისს“ [ახლა მას UBS ფლობს] შორის, – რომელსაც მილიარდერმა თავისი აქტივები ანდო, – წლებია მიმდინარეობს სხვადასხვა იურისდიქციაში, კერძოდ, ბერმუდის კუნძულებზე, სინგაპურსა და შვეიცარიაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით

11:39 11-12-2026
ახალი ამბები

“შუა დერეფანი და საქართველო” – თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა

18:51 11-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved