• რეკლამა
  • კონტაქტი
17:46, კვირა, 14 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

2 დღეში შემოდგომის ბუნიობაა – რა უნდა გააკეთოთ ამ დღეს

ალია ავტორი - ალია
15:15 09-21-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,478

2024 წლის 23 სექტემბერს შემოდგომის ბუნიობაა. აღნიშნული თარიღის დროს დღისა და ღამის ხანგრძლივობა თითქმის ტოლია. ძველად ადამიანები შემოდგომის ბუნიობას განსაკუთრებულად აღნიშნავდნენ და ბუნებას გულუხვი მოსავლისთვის მადლობას უხდიდნენ. ასევე, როგორი ამინდიც იქნებოდა ამ დღეს, მთელი შემოდგომის დაახლოებით ამინდს განსაზღვრავდნენ. ითვლება, რომ შემოდგომის ბუნიობა ენერგეტიკულად განსაკუთრებით ძლიერი დღეა, ამიტომაც წარმატების მოსაზიდად არაერთი რიტუალი ტარდება.

რა უნდა გააკეთოთ შემოდგომის ბუნიობის დღეს?
გაათავისუფლეთ სახლი ზედმეტი ნივთებისაგან
მიმოიხედეთ თქვენს სახლში და დაემშვიდობეთ იმ ნივთებს, რომლებსაც აღარ იყენებთ. საფუძვლიანად დაასუფთავეთ გარემო. ითვლება, რომ ამ გზით სახლში განახლებულ ენერგიას შეუშვებთ. გადახედეთ ტოქსიკურ ურთიერთობებს და საბოლოოდ დაუსვით წერტილი. შემოდგომის ბუნიობა არასასურველი კომუნიკაციისა და კავშირების დასასრულებლად შესანიშნავი თარიღია. თუ ფიქრობთ, რომ დიეტის დაწყება გჭირდებათ და ამ კვების მოდელის შეცვლა გსურთ, აღარ გადადოთ, სწორედ შემოდგომის ბუნიობის დროს დაიწყეთ. თუ ნივთების გადაყრა გენანებათ, გააჩუქეთ ან გაყიდეთ. ასევე, ასტროლოგების თქმით, აუცილებელია ჩვენი ციფრული ტექნიკაც გავწმინდოთ – გაასუფთავეთ ტელეფონისა და კომპიუტერის მეხსიერება, წაშალეთ არასაჭირო ფაილები, ფოტოები თუ კონტაქტები.

დაწერეთ პატარა ფურცელზე იმ მავნე ჩვევებისა თუ ურთიერთობების შესახებ, რომელთა მოშორებაც გინდათ. შემდეგ ხმამაღლა წაიკითხეთ, დაწვით ფურცელი და ფერფლი ქარს გაატანეთ. ითვლება, რომ ამ რიტუალით სამყაროს საკუთარი სურვილების შესახებ უფრო უკეთ გააცნობთ.

დაიწყეთ ურთიერთობების დასტაბილურება
თუ დიდი ხანია ფიქრობთ, რომ კონკრეტულ ადამიანთან შერიგება, ურთიერთობის აღდგენა გსურთ, ეს დღე საუკეთესოა იმისათვის, რომ პატიება ითხოვოთ. ასევე, ესაუბრეთ თქვენს მეორე ნახევარს იმაზე, რაც არ მოგწონთ. ამ დღეს კომუნიკაცია საკმაოდ ეფექტურია.

დაიწყეთ იმის გაკეთება, რაც სულ გინდოდათ
შემოდგომის ბუნიობის დღე საუკეთესო პერიოდია იმისათვის, რომ გაბედოთ იმის გაკეთება, რაც სულ გინდოდათ. ჩაეწერეთ იოგას კურსებზე, დაიწყეთ ჯანსაღი ჩვევების შესწავლა, დაკვრა და ასე შემდეგ. მიეცით თქვენს სურვილებს ასრულების უფლება.

შეცვალეთ თქვენი ცხოვრება მადლიერების რიტუალით
ჰარმონიის მიღწევა მადლიერების გარეშე შეუძლებელია. ასტროლოგების გვირჩევენ, რომ რვეულში ჩვენი 21 სანუკვარი ოცნების შესახებ ჩამოვწეროთ და 22 დეკემბრამდე, ყოველ საღამოს თითო გვერდზე 10-10 მიზეზი დავწეროთ, რის გამოც ამ დღისთვის მადლიერნი ვართ. შემდეგ კი ეს მიზეზების რაოდენობა გავზარდოთ. ასე ნამდვილად იგრძნობთ, რომ თითოეულ დღეშია რაღაც ისეთი, რის გამოც ცხოვრება მშვენიერია. სამყარო კი მადლიერების გამოხატვისთვის გულუხვად დაგაჯილდოებთ და თქვენს ცხოვრებაში კიდევ უფრო მეტ სიკეთესა და გამართლებას მოიტანს.

იყავით კეთილგანწყობილი
შეეცადეთ, ამ დღეს გულისხმიერება გამოხატოთ, დაეხმაროთ საყვარელ ადამიანებსა და სრულიად უცნობებს, იყოთ კეთილგანწყობილი. როგორც ასტროლოგები ამბობენ, გაცემული სიკეთე და გულისხმიერება უკან ორმაგად დაგიბრუნდებათ.

შემოდგომის ბუნიობის დღეს რეკომენდებული არ არის:
ვინმესთან ჩხუბი, დაპირისპირება – ითვლება, რომ ნეგატიური ენერგია დიდი ხნის განმავლობაში გაგყვებათ.
ფულის სესხება – შესაძლოა, მომავალში ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდეთ.
ახალი ბიზნესის წამოწყება – ამ დღეს ადამიანები მომატებულ ემოციურობას გრძნობენ. შესაძლოა, ბიზნესის წამოწყება დაგეგმოთ , თუმცა თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ არის, განხორციელებაზე მომდევნო დღეებიდან იზრუნეთ.
ნუ გადაყრით საკვებს – ითვლება, რომ ამ გზით შესაძლოა, სახლში ფინანსური კრიზისი გამოიწვიოთ. გაუნაწილეთ მორჩენილი საკვები თქვენს ოთხფეხა მეგობრებს, იზრუნეთ ქუჩის ძაღლებზე, ფრინველებზე. სამყარო გულისხმიერებას უკან დაგიბრუნებთ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved