• რეკლამა
  • კონტაქტი
23:20, შაბათი, 7 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მიხაილ როთი – ეს ჩემი პირადი საქმეა და სირცხვილია, რომ ხალხი თქვენს ქვეყანაში თავს დაცულად არ გრძნობს მათი სექსუალური იდენტობის გამო – ანტი-LGBTI კანონი სირცხვილია!

ალია ავტორი - ალია
11:48 09-18-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,595

სირცხვილია, რომ ხალხი თქვენს ქვეყანაში თავს დაცულად არ გრძნობს მათი სექსუალური იდენტობის გამო. ეს ანტი-LGBTI კანონი სირცხვილია, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაილ როთმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ უნდა იამაყოს იმით, რომ აქვს მრავალფეროვნების, ტოლერანტობისა და ღიაობის საკმაოდ დიდი ისტორია.

„ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ვისწავლე ამ ქვეყნისა და ხალხის სიყვარული, არის მათი ტოლერანტობის, მრავალფეროვნებისა და ღიაობის ხანგრძლივი ისტორია. საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია იამაყოს მრავალ ეთნიკურ, რელიგიურ, კულტურულ და ასევე სექსუალურ უმცირესობებს შორის მშვიდობიანი თანაცხოვრებით და ამიტომაც ვარ შოკირებული, რომ მმართველი პარტია ცდილობს აქ ხალხის LGBTI თემის წინააღმდეგ მანიპულირებას.

არ აქვს მნიშვნელობა არატრადიციული ორიენტაციის ხართ თუ არა, ეს მე არ მაინტერესებს. მაგრამ ჩვენი საერთო ვალდებულებაა პატივი ვცეთ უმცირესობებს. სწორედ ამას ველოდები ამ პოლიტიკოსებისგან და ეს უნდა იყოს ნორმა ევროკავშირში. ჩვენ უნდა ვიყოთ მრავალფეროვანი ყოველგვარი შიშის გარეშე“, – განაცხადა მან.

როთმა უშუალოდ მასთან, როგორც სექსუალური უმცირესობების თემის აქტიური დამცველის კრიტიკასაც უპასუხა.

„ეს ჩემი პირადი საქმეა და სირცხვილია, რომ ხალხი აქ, თქვენს ქვეყანაში, თავს დაცულად არ გრძნობს მათი სექსუალური იდენტობის გამო. ეს ანტი- LGBTI კანონი სირცხვილია და გთხოვთ, დაუბრუნდეთ საქართველოს საამაყო ისტორიას, რათა პატივი სცეთ ადამიანებს განურჩევლად მათი სახისა, წარმომავლობისა, სქესისა და სექსუალური იდენტობისა. ეს აძლიერებს ქვეყანას“, – განაცხადა მან.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved