• რეკლამა
  • კონტაქტი
20:52, ორშაბათი, 12 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, საქართველოს ბანკები, რომლებიც ამ პირებს მოემსახურებიან, მოექცევიან საერთაშორისო სანქციების ქვეშ” – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
13:15 09-17-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
295

პარლამენტარი რომან გოცირიძე:

,,სანქცია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ დაუწესა საქართველოს ოთხ მოქალაქეს, შსს-ს მაღალჩინოსნებსა და “ალტინფოს” წარმომადგენლებს, არის ყველაზე მძიმე და განსხვავებული იმ სანქციებისაგან, რაც დღემდე დაუწესებია ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს მოქალაქეებისადმი. ეს უფრო მძიმეა, ვიდრე ყოფილი გენერალური პროკურორისადმი დაწესებული სანქცია.

სანქცია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთარ ფარცხალაძეს დაუწესა, განეკუთვნება პერსონალური სანქციების კატეგორიას. იგი ითვალისწინებს სავიზო შეზღუდვებს, ქონებისა და ანგარიშების ბლოკირებას როგორც ფუზიკური პირის მიმართ, ასევე იმ იურიდიული პირების მიმართაც, რომელებშიაც იგი ფლობს წილებს. ამერიკის მოქალაქეებს და კომპანიებს ეკრძალებათ მათთან რაიმე სახის საქმიანი კონტაქტების დამყარება. სავაჭრო აკრძალვები ვრცელდება სანქცირებული პირის მონაწილეობით არსებულ იმ კომპანიებზე, რომელშიაც იგი ფლობს 50 პროცენტზე მეტ წილს.

რაც შეეხება ოთხი პირისადმი გუშინ დაწესებულ სანქციებს: ის დააწესა ამერიკის შეერთებული შტატების ფინანთა სამინისტრომ (ანუ ამერიკის სახაზინო დეპარტამენტმა). ის არის როგორც ფინანსური და სამართლებლივი, ასევე პოლიტიკური ხასიათის, ვინაიდან დასანქცირებული პირები შეყვანილი არიან გლობალური მაგნიტსკის სიაში.

საქართველოს ბანკები და სხვა საფინანსო დაწესებულებები, რომლებიც ამ პირებს მოემსახურებიან, მოექცევიან საერთაშორისო სანქციების ქვეშ.

ეროვნულმა ბანკმა ფარცხალაძის საქმესთან დაკავშირებით მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც სანქციების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების მიმართ მოხდება მხოლოდ ქართული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ. დღეიდან ქართული ბანკები წინააღმდეგობაში ვარდებიან-დაიცვან ეროვნული ბანკის დადგენილება თუ დაექვემდებარონ საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებს.
კომერციულმა ბანკებმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ სანქციის აღსრულება ამ პირთა მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი ქვეყნის საბანკო სისტემა აღმოჩნდება საერთაშორისო იზოლაციაში, რაც ფინანსური სისტემის კოლაფსის ტოლფასი იქნება.

რა ნაბიჯები უნდა იქნას გადადგმული ამ პირების მიმართ: პირველ რიგში უნდა შეაჩერონ მასთან ნებისმიერი სახის ურთიერთობები კომერციულმა ბანკებმა. პოლიციის მარალჩინოსნებს ხელფასები ერიცხებათ “თიბისი ბანკში”. ეს შეიძლება აღმოჩნდეს პრობლემა ამ ბანკისათვის. გასაგებია, რომ უცხოური ვალუტით ოპერაციებს ვერ გაბედავენ ბანკები, მაგრამ ლარით ანგარისწორების განხორციელებაც შეიძლება ამ ბანკებთან დასავლური ბანკების მხრიდან ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი გახდეს.

ერთ-ერთი პირი ფლობს დაცვის კომპანიაში 50 პროცენტიან წილს. ბანკებმა მისი ანგარიშებიც უნდა გაყინონ, სანამ არ მოხდება ამ წილის გასხვისება.
სახვა სანქცირებული პირებიც ფლობენ წილებს პირდაპირ თუ დაკავშირებული პირების მეშვეობით ბიზნესებში( “ალტინფო” და სხვა). მათაც ანალოგირი შეზღუდვები უნდა დაუწესდეთ.

“ალტინფო”, რომლის დამფუძნებლებიც (აფილირებული პირების მეშვეობით) იმყოფებიან სანქციების ქვეშ, ეწევა საკუთარი გადაცემების ეთერში განთავსებას “მაივიდეოს”, “მაგთი ტივის” და კავშირგაბმულობის სხვა ოპერატორი კომპანიების მეშვეობით. მათ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ მისი პროგრამების ტრანსლირება.

საქართველოს ხელისუფლებას მძიმე თავსატეხი გაუჩნდა. სათანადო რეაგირების მოუხდენლობის შემთხვევაში ქვეყანა სერიოზული რისკების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს.”

თეგები: რომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“დააბრუნეთ ირაკლი; მის გამო მივეცით “ოცნებას” ხმა; მის სახელს უკავშირდება ევროკავშირთან ყველა აქტივობა” – რას შესჩივიან “ოცნების” ამომრჩევლები ღარიბაშვილს?
ახალი ამბები

“დააბრუნეთ ირაკლი; მის გამო მივეცით “ოცნებას” ხმა; მის სახელს უკავშირდება ევროკავშირთან ყველა აქტივობა” – რას შესჩივიან “ოცნების” ამომრჩევლები ღარიბაშვილს?

20:39 10-12-2026
“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026

ბიზნესი

კომერციული ფართები
ახალი ამბები

10+ იდეა, თუ რა ბიზნესი უნდა გახსნა სხვადასხვა ლოკაციაზე – კომერციული ფართების ლაიფჰაკები

20:33 10-12-2026
ტახტი სათავსოთი
ახალი ამბები

როგორ შევარჩიოთ ტახტი სათავსოთი

18:59 10-12-2026
თიბისიში გზავნილები მომგებიანია – ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისიში გზავნილები მომგებიანია – ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა

14:13 10-12-2026
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

12:36 10-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved