• რეკლამა
  • კონტაქტი
21:32, ორშაბათი, 12 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დააბრუნეთ ირაკლი; მის გამო მივეცით “ოცნებას” ხმა; მის სახელს უკავშირდება ევროკავშირთან ყველა აქტივობა” – რას შესჩივიან “ოცნების” ამომრჩევლები ღარიბაშვილს?

ალია ავტორი - ალია
20:39 10-12-2026
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
133
სანამ ქართული ოცნება და მისი ლიდერები ამომრჩეველთა რიცხვით იწონებენ თავს, სხვადასხვა კვლევებს იშველიებენ და აცხადებენ, რომ ცხოვრება გაუმჯობესდა, თურმე, ქართული ოცნებისვე ამომრჩევლები, ყოფილი პრემიერის, ამჯერად უკვე ციხეში მყოფი, ირაკლი ღარიბაშვილის გვერდზე, სოციალურ ქსელში, კომენტარებში იოხებენ გულს და შესჩივიან გაუარესებულ ცხოვრებაზე, უსამართლობაზე, სამსახურიდან გათავისუფლებაზე, გაჭირვებაზე, პროდუქტების და მედიკამენტების გაძვირებაზე და წერენ, რომ სწორედ მან მოუტანა ევროკავშირთან რეალური გამარჯვება და სიხარული ქართველ ხალხს, და როგორც კომენტარებიდანვე ჩანს, შემდგომ განვითარებულ მოვლენებს, მთლიანად ახალ მმართველობას აბრალებენ. კომენტარებიდან ისიც ჩანს, რომ ნარატივები დიფსთეითზე და “გაჭირვებულ ევროპაზე”, თუ “გარყვნილ ევროპაზე”, რეალურად სულაც არ მუშაობს.

ღარიბაშვილის წერილების ქვეშ, ქართული ოცნების ამომრჩეველთა ათასობით კომენტარია, ვეცდებით, ზოგადი სურათი დაგანახოთ:

ზ.დ.
ირაკლი უნდა დაბრუნდეს ხელისუფლებაში!
თ.კ.
2024 წლის ნოემბრიდან ქვეყანა გავიდა კონსტიტუციის ჩარჩოებიდან….დღემდე მაგ მდგომარეობაში ვართ .
შ.მ. ·
ბატონო ირაკლი, 2021 წელს, თვითმმართველობის არჩევნებში მერობის და საკრებულოს წევრების (შემდგომ საკრებულოს თავმჯდომარეების) კანდიდატები ვინ შეარჩია, შემდეგ არჩევნებზე იგივე ხალხი რომ დატოვეს და დღემდე არიან თანამდებობებზე?! 2021 წელს რამდენი პორტირებული იყო ამ სიებში და რამდენი “ქართული ოცნების” 2011-2012 წლების მებრძოლი დარჩა განაწყენებული და დაჩაგრული, ამის შესახებ თუ იყავით ინფორმირებული?
ბატონო ირაკლი, თქვენი პრემიერობისას, თქვენს დაქვემდებარებაში მყოფი უწყების, საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელი, ირაკლი კობახიძის ცოლი გახლდათ, საკმაოდ სოლიდური ხელფასით, რა წარმატებებს მიაღწია იმ სამსახურმა ესეც მაინტერესებს?!
ნ.მ.
ბატონო ირაკლი თქვენ იყავით და დღესაც რჩებით ქართული ოცნების ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ ფიგურად, რომელსაც დიდი მხარდაჭერა აქვს ხალხში💖 აი , სწორედ ამ რეიტინგით დაარტყით ამათ და მაშინვე თქვენი გაშავება დაიწყეს, მაგრამ ამათი აბა ვის სჯერა ….მდგომარეობა ქვეყანაში არ არის საკეთილდღეოდ..მდიდრები უფრო გამდიდრდნენ და ღარიბი და საშუალო ფენა უფრო დაღარიბდა სამწუხაროდ…
თავისუფლებას გისურვებთ და არა მარტო მე✨
თავს გაუფრთხილდით❗თავს გაუფრთხილდით❗
გ.გ.
ირაკლი 🙌🙌 ახლა ამომრჩეველი მხოლოდ მარნეულის ოლქებში დარჩა სადაც 100% იღებდით ისედაც . გაძლიერდი მალე ყველაფერი დასრულდება, “მიხვდება” ვინ გაუშვეს და ვინ დაიტოვეს ნაცებთან ბრძოლის სახელით ნაცები რო მოატრიალეს ყველგან ვინც 2012 დან გვერდში ედგა პარტიას სახლში რომ გაუშვეს 👌🤝აქვე ჯერ მარტო შენ ბორელს როგორც ელაპარაკე ეგრე ვერც გაბედავს ვერცერთი რითიც კანდიდატის სტატუსი მოუტანე ქვეყანას✊✊
გ.ზ.
უკუღმა მიდის ყველაფერი, პროდუქტი უნდა გაიაფდესო 3 თვე კომისია ამუშავებს და შედეგი უფრო გაძვირდა ყველაფერი პური, მარილი, კვერცხი და რძე. წამლები ხომ საერთოდ. კომისიის შედეგი გაიაფების მაგივრად ყველაფერი გააძვირებს..თავისუფლება ჩვენს საუკეთესო პრემიერს
ჰ.გ.
 ·
კატასტროფისკენ მივდივართ დიდი ნაბიჯებით არსად აღარ გვიღებენ, დავდივართ პანაშვიდებზე, დავდივართ ყირგიზეთი ყაზახეთს და მსგავს ქვეყნებში, გაზრდილია იმფლაცია, გაძვირებულია ყველაფერი, ხელფასები დაბალი, ნახეთ სოფლებში რა ხდება, როგორ უჭირს ხალხს და ყველა აქ გამორბის თბილისში, ან საზღვარგარეთ მიდის, ოჯახი, რომ არჩინოს და მათიკაშვილს დღემდე ჰგონია, რომ იქედან გამოგზავნილი კაპიკები მისი დამსახურებაა, მედიკამენტების ფასი სასწაულად მომატებული, გარდა ამისა სოციალური დაუცველების დასაქმების პროგრამა (300 ლარიანი) ძალიან კარგ საქმეს აკეთებდა – გააუქმეს, 500 მილიონიანი რეგიონების განახლების პროგრამა გაქრა, პრობლემებია ყველა სფეროში ჯანდაცვაში, ეკონომიკაში, კულტურასა და განათლებაში, ვერ ასრულებენ სკოლებს, ზოგი დანგრეულია, ზოგიც 3 წელია რემონტშია. ჩვენ უბრალო ადამიანების ხარჯზე უამრავ ფულს აკეთებენ და ერთეულები მდიდრდებიან, კომუნალურები იმის მაგივრად რომ გაიაფებულიყო მომატებულია, გამათხოვრებული პენსიები, რომლითაც უკვე ვეღარაფერს იყიდი, გაძვირებული ექიმთან ვიზიტები 70-100-130 ლარი, მოხუცი ხალხი არავის აინტერესებს, პარლამენტარების ხელფასები და მინისტრების 15-16000. მანქანები (მაღალი კლასის მაგათ) ჩვენ ვისაც ყიდვის ტ@აკი არა გვაქვს ვეღარც ვივლით (დაიკიდეს ხალხი, ადამიანები სოფლებში 3-4000 ნი მანქანებით დადიან, და რომც შეაგროვონ 2021 წლის მოდელს ვერაფერს იყიდის, დაცინეს ხალხს. პრობლემები სოფლის მეურნეობაში, გაზაფხულზე ხვნა-თესვის დროს არავის გახსენებია გლეხი საწვავით მაინც რომ დახმარებოდა, შემოდგომაზე კი ხედავთ. ორშვილიანი ოჯახის შემოსავალი საშუალოდ 1000-1500 ლარია და ხალხი ყველაფერს იკლებს, ბავშვები რომ გაზარდოს, დემოგრაფიაში – ჩვარდნა, ვეღარ ოჯახდებიან ბავშვების გაზრდა გართულდა, საჭმელი, პამპერსი, ექიმი იმდენად ძვირია წარმოუდგენლად. და ასე შემდეგ უამრავ რამეს მივამატებდი კიდევ. მართალია კეთდება გზები, განათება, წყალი და ასე შემდეგ, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილი უკვე ჩრდილავს.
ხო დამავიწყდა ის ხალხი ვინც მართლა ოცნებაა და 2012 მერე საკუთარი მხრებით მოვათრიეთ ოცნება აქამდე დღეს დაკიდებულია, ნაცი არარაობებითაა სავსე ყველა სფერო, ან უცოდინარი იდიოტებით (ისე თქვენც ბევრი ნაძირალა დაგვასვით, მაგრამ ეხლა სრული მარაზმია). ბოლო არჩევნებზე 2024 წელს თქვეს გამო უამრავმა ადამიანმა მიცა ხმა ოცნებას, და თქვენი სადღეგრძელო შეისვა ბატონ ბიძინასთან ერთად, რავიცი ხალხმა სხვა სახელი და გვარებიც იცის მაგრამ არ გახსენებია არავის. თუ მანდედან თავს დააღწევთ ამ კომენტარს გაგახსენებთ პირადად და სად რა და როგორ ხდება დეტალურად გეტყვით. მიხვდებით ალბათ ვისი მხარე მიჭირავს, შევხვედრილვართ ჩვენ, არ გემახსოვრებით მაგრამ დადგება დრო მაგის. რაც შეეხება პრობლემებს ქვეყანაში იმდენია რა დალევს. ყველაზე მეტად კი ეს არაფრისგან გამდიდრებული ხალხია, რომლებიც გლეხი ხალხის სარჩო-საბადებელს მიირთმევს და ქვეყანას განვითარების საშუალებას არ აძლევს იმიტომ, რომ განათლებული, დაპურებული კაცი უკვე სხვა რამეზე ფიქრიბს. გვეგონა რაღაცეები დასრულდა 2012 წელს მაგრამ აგერ უარესია ხალხი თავის სათქმელის გამოთქმასაც კი ფარულად ცდილობს, ის ერთი ლუკმაც რომ არ წაართვან და შვილები მშიერი არ დარჩეს. ამას არ დავპირებივართ ხალხს.
ც.ო.
დაგვიბრუნეთ ჩვენი სამაგალითო პრემიერი. დაღუპვის ზღვაზეა საქართველო ვერავინ უშველის ღარიბაშვილის გარდა აირია მონასტერიო რომ იტვიან ისეა ეხლა საქართველო თავისუფლება ღარიბაშვილს მსოფლიო დონის პრემიერს
გ.კ.
არცერთ ვარიანტში არ უნდა წახვიდე პოლიტიკიდან !
“კარტები” მეტად გაშალე ირაკლი და თქვი რა ხდებოდა და ხდება გარეჯთან დაკავშირებით ? შენი პრემიერობის დროს იყო ალიევი 2ჯერ ჩამოსული თბილისში… ასევე, მუხანათურ მახეზე მეტი სიცხადე გვინდა !
დღეს რა ხდება ; საწვავის და ფასების უკონტროლო “აღმასვლა” ჯარიმები და მოსახლეობის მაქსიმალურად გატყავება… ასევე, უცხოტომელებისთვის ქალაქების აშენება და ბინადრობის ნებართვის გაადვილებული მიცემა…
გ.კ.
დააბრუნეთ ირაკლი ღარიბაშვილი ეგ თქვენც იცით რომ მასე უნდა მოიქცეთ სხვა გზა არ გაქვთ!!!
ლ.გ.
რა დამავიწყებს ბორელთან თქვენს დებატებს!
თქვენს სახელს უკავშირდება ევროკავშირთან ყველა აქტივობა და რამდენიც არ უნდა დასვან კითხვა
ევროჩინოვნიკების ლანძღვის “გასაპრავებლად” – “რატომ არ მოგვცეს
კანდიდატის სტატუსი?”, – ხომ ვიცით, რომ 2023 წლის 14 დეკემბერს მოგვანიჭეს ეს სტატუსი, რაც ქ-მა ურსულამ გვამცნო (15-ში ელოდებოდნენ გადაწყვეტილების მიღებას და, სასიხარულოდ, 14-ში გადაწყდა), რაც თქვენი ძალისხმევის დამსახურებაა!!!
ამ ყბადაღებული კორუფციის ინდექსითაც, 2022-შიც ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზე ვიყავით!
ახლა აიკვიატეს სიტყვა “სუვერენული” და საოცარ განმარტებებს ვისმენთ, თურმე, დამოუკიდებლობა სხვაა და სუვერენიტეტი სხვა (დაეგუგგლათ მაინც), და რომ 2024 წლიდან გამოსტაცეს საქართველი “დიფ სთეითს” და დღეს გახდა “ფორმალურად” დამოუკიდებელი საქართველო რეალურად “სუვერენული”..(!!!)..
გამძლეობას და სიმტკიცეს გისურვებთ!
დ.ბ.
შენ და შენისთანები რომ არ ყოფილიყვნენ ჩვენ მაინც მოვიგებდით არჩევნებსო- ასე გამისტუმრა დევნილთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, (კობახიძის სიძე) ნაცებს მეტი ხიბლი აქვთო და სამსახურიდან გამანთავისუფლა. წლები ვიმუშავე პარტიისთვის და ძაან “დამიფასეს” . ასე, რომ ჩემთვის გაუარესდა და არც სხვაგან ვხედავ უკეთესობას.
 ლ.კ.
გაუარესდა რომელია? შედარებაც არ შეიძლება!
უარესობაა ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში: ეკონომიკაში, პოლიტიკაში, სამედიცინო სფეროში, კულტურასა და განათლებაში.
საშინელი ვითარებაა საგარეო თუ საშინაო პოლიტიკაში🫣
ევროპის ქვეყნებთან და ამერიკასთან დაულაგებელი სიტუაციაა!
ქვეყნის შიგნით ორ-სამ ბანაკად დაყოფილია საზოგადოება და ურთიერთლანძღვის მეტს არაფერს აკეთებენ!
ნაცების მმართველობის მერე აღარ მეგონა, რომ ერთმანეთთან ჩურჩულით მოგვიწევდა კონტაქტი და, მგონის, ეს დროც დგება!
ერთი სიტყვით, სასწრაფოდ თუ არ დაიწყო ვითარების გაჯანსაღება, ქვეყანა დაიღუპება‼️‼️‼️
იქ, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი პატიმარია, სხვას
რას უნდა ველოდოთ?!
დადებითი და უარყოფითი ყველა მთავრობას აქვს მმარტველობის დროს მაგრამ ირაკლი რომ ხისტი შეუპოვარი პოლიტიკოსია ეს ყველა მის გამოსვლაში ჩანდა მე მინდა სიმართლე გაირკვეს რა მოხდა რას ერჩოდა კლანი რომელიც ახლა არის
მ. თ
თქვენი პრემიერობის დროს იმედიანად ვიყავი, ვიცოდი რომ საქართველოს მცველი ჰყავდა, დღეს საქართველოს პატრონი აღარ ყავს, ტურებივით შემოგვესიენ….სხვა შიდა უბედურებებზე არაფერს აღარ ვამბობ…
ო.ბ.
მე ყოველშემთხვევისათვის ვხედავ რომ ქვეყანა იღუპება, არა მგონია ამას თუ უშველის რამე, იმდენად არიან ერთმანეთში არეული სააკაშვილის და კობახიძის ნაცები. უკვე აშკარად ეუბნებიან ხელისუფლების მხარდამჭერებს რომ უთქვენოდაც მოვიგებთ არჩევნებს და სამსახურებიდან ანთავისუფლებენ
ნ.მ.
მაშინდელი ფასდაკლებით( 5-ჯერ ნაკლები) ვყიდულობ მედიკამენტ ქსარელტოს, რომელიც უნდა მივიღო სიცოცხლის ბოლომდე. მადლობა ამისთვის და კიდევ უამრავი გაკეთებული კარგი საქმისთვის! 🙏
ნ.რ.
უფსკნულისკენ რომ მივექანებით არახალია,არა ჯანდაცვა,არა განათლება, სადაა ეკონომიკის ზრდა, ფურცელზე, მაშ რატომ არ იზრდება პენსია, კომუნალურები რატომ არ მცირდება, სადაა დამსახურებული ხელფასები?კობახიძეს რომ კითხოთ 10 ლ. ღირს ხორცი,არადა 35ლ. ღირს,არ აწყენდა მთავრობას ბაზარში ან მარკეტში გაესეირნა.
 ·ლ.კ.
გაუარესდა ბატონო ირაკლი. სამართალს ვერსად იპოვი. ყველგან განუკითხაობაა და არაპროფესიონალიზმი. თანამდებობის პირები შიშისგან ცახცახებენ სკამს ჩაბღაუჭებულები. სამწუხაროა რომ დღეს თქვენ პატიმრი გქვიათ და მთავარი პროკურორის სკამზე ზის ადამიანი ტელევიზიების შიშით შეპყრობილი. ყველას მოეკითხება. გამძლეობა და თქვენი შეუპოვრობა ძალას მოგცემთ რომ ბოლომდე იბრძოლოთ. ჩემი დიდი სიმპატია თქვენ.
 
მ.გ.
თავისუფლება ირაკლი ღარიბაშვილს ..ბოლო არჩევნები რომ ჩატარდა იცოდეთ ბატონო ირაკლი ხალხის უმეტესობამ თქვენს გამო მიცა ოცნებას ხმა..ახლა რომ არჩევნები ჩატარდეს 20% საც ვერ აიღებს ქართული ოცნება…აი ხალხის სიყვარული არ გაპატიეს. კონკურენტად დაგინახეს და გაგწირეს…

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“დააბრუნეთ ირაკლი; მის გამო მივეცით “ოცნებას” ხმა; მის სახელს უკავშირდება ევროკავშირთან ყველა აქტივობა” – რას შესჩივიან “ოცნების” ამომრჩევლები ღარიბაშვილს?
ახალი ამბები

“დააბრუნეთ ირაკლი; მის გამო მივეცით “ოცნებას” ხმა; მის სახელს უკავშირდება ევროკავშირთან ყველა აქტივობა” – რას შესჩივიან “ოცნების” ამომრჩევლები ღარიბაშვილს?

20:39 10-12-2026
“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026

ბიზნესი

კომერციული ფართები
ახალი ამბები

10+ იდეა, თუ რა ბიზნესი უნდა გახსნა სხვადასხვა ლოკაციაზე – კომერციული ფართების ლაიფჰაკები

20:33 10-12-2026
ტახტი სათავსოთი
ახალი ამბები

როგორ შევარჩიოთ ტახტი სათავსოთი

18:59 10-12-2026
თიბისიში გზავნილები მომგებიანია – ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისიში გზავნილები მომგებიანია – ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა

14:13 10-12-2026
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

12:36 10-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved