• რეკლამა
  • კონტაქტი
19:39, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ყველაზე საშინელი დღე თენდება 15 სექტემბერი… ტკივილამდე გვენატრები ნიკო“ – იზა ომაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

ალია ავტორი - ალია
11:50 09-15-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
173

ყველაზე საშინელი დღე თენდება 15 სექტემბერი!!! ვერაგულად დაგვიხვრიტეს შენი სხეული შვილო, რატომ კარგი გაგიზრდიათო, – ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„ყველაზე საშინელი დღე თენდება 15 სექტემბერი!!! ვერაგულად დაგვიხვრიტეს შენი სხეული შვილო, რატომ კარგი გაგიზრდიათო !!!!

მესამე წელი მიილია, მესამე ჯოჯოხეთური წელი, ტკივილამდე გვენატრები ნიკო

ეს ვერაგული, ტერორისტული აქტი ჩვენდა გასაკვირად, დიახ გასაკვირად, საკუთარ თავზე აიღო საქართველოს ხელისუფლებამ, მფარველობს მკვლელებსაც და მკვლელობის დამკვეთებსაც. ერთი აგურითაც კი არ წაწეულან წინ , რომ არა კამერები რომელმაც ის საზარელი დღე დააფიქსირა, ალბათ გვეტყოდა საქართველოს პროკურატურა თავისით დაიხვრიტა თავი ნიკო კვარაცხელიამო..

შენი მკვლელობის გამოუძიებელი საქმე სამარცხვინო ლაქაა ქართული ოცნების ხელისუფლებისა.
„არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა, მტრები არ შეგიბრალებენ, ვაებითა და ვიშითა. “

გვეუბნება ქართული ანდაზა და სრულიად სამართლიანად… ეს ჯირითი ნიკო შვილო შენი ბოლო ჯირითი იყო , მესამე წელია ამ ცხენის ფლოქვების ხმა ძილშიც ჩამესმის, ცხენის სახელი არ ვიცოდი და ფბ მომხმარებელმა მომწერა…

თერგი რქმევია ამ ცხენს, თე – რგი!!!

ხოდა თერგი რბის, თერგი ღრიალებს ქართველ ხალხის ბანი კი მსოფლიოს აოცებს საუკუნეებია !!! ძაღლი ჰყეფს ქარვანი მიდისო ისეა ჩემი საქმე შვილო მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით რომ უფალი დიდია !!!! ნათელში იყოსო მიჭირს თქმა შენ ხომ თვითონ ხარ სინათლე თა თურმე თვალი მოგიჭრია კაცთმოძულეთათვის…

ღმერთო მაღალო ჩვენსავით გამწარებას არავისას გთხოვ, მაგრამ მანამ ნუ გაგვიყვან ამ ქვეყნიდან სანამ უახლესი საქართველოს ისტორიაში ქვეყნის მოღალატეთა სახელების გვერდით ნიკოს მკვლელობა რომ მოიფიქრა იმ კაცის სახელი არ ჩაიწერება… მითმინების ძალას გთხოვ უფალო მოთმინების!!“, – წერს იზა ომაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved