• რეკლამა
  • კონტაქტი
12:40, ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

TikTok-ის მფლობელი ByteDance ამერიკელი კანონმდებლების წინაშე ორშაბათს წარდგება

ალია ავტორი - ალია
10:30 09-15-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
149

TikTok-ის მფლობელი ჩინური კომპანია ByteDance-ის იურისტები, აშშ-ის მთავრობასთან ერთად, ამერიკელი კანონმდებლების წინაშე ორშაბათს წარდგება. საქმე აშშ-ის სენატის მიერ მიღებულ კანონს ეხება, რომლის მოქმედების ფარგლებშიც ByteDance იძულებულია, პოპულარული სოციალური ქსელი ამერიკელ მფლობელს მიყიდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აპლიკაციას აშშ-ში დაბლოკვა ემუქრება.

სენატის მიერ კანონის მიღებიდან ერთ კვირაში, ByteDance-მა სარჩელი სასამართლოში შეიტანა – კომპანია ამტკიცებს, რომ კანონი ამერიკელთა კონსტიტუციურ უფლებას არღვევს.

“კანონი ანტიკონსტიტუციურია. TikTok-ის დაბლოკვა აშკარად არაკონსტიტუციურია”, – ნათქვამია სარჩელში და აღნიშნულია, რომ პლატფორმის გაყიდვა შეუძლებელია როგორც კომერციული თვალსაზრისით, ასევე ტექნოლოგიური და კანონიერი თვალსაზრისითაც. ByteDance-ის იურისტები ასევე აღნიშნავენ, რომ სოციალური ქსელის გაყიდვა განსაკუთრებით შეუძლებელია იმ 270-დღიან ვადაში, რაც სენატმა კომპანიას მისცა.

“კითხვები აღარ არსებობს: მიღებული კანონით TikTok 2025 წლის 19 იანვრიდან გაუქმდება და იმ ამერიკელებს გააჩუმებს, რომლებიც პლატფორმის საშუალებით კომუნიკაციის ისეთ გზას პოულობენ, სხვა პლატფორმაზე რომ ვერ განმეორდება”, – ნათქვამია სარჩელში.

აშშ-ის საკანონმდებლო ორგანომ TikTok-ის წინააღმდეგ კანონი 23 აპრილს მიიღო და ByteDance-ს 9 თვე მისცა პლატფორმის გასაყიდად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ქვეყნის მასშტაბით აპლიკაცია გაუქმდება. სენატი ფიქრობს, რომ ByteDance TikTok-ის მომხმარებელთა პერსონალურ ინფორმაციას ჩინეთის მთავრობას აწვდის, რასაც კომპანია უარყოფს.

სოციალურ ქსელში, რომელსაც მომხმარებელი მოკლემეტრაჟიანი ვიდეოების განთავსებისთვის იყენებს, 170 მილიონი ამერიკელია რეგისტრირებული. Paw Research Centre-ის ინფორმაციით, ყოველი მესამე ზრდასრული ამერიკელი TikTok-ით სარგებლობს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

Სელფი გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის მონაწილეა
ახალი ამბები

Სელფი გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის მონაწილეა

12:32 09-21-2026
თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved