• რეკლამა
  • კონტაქტი
16:51, ორშაბათი, 8 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მივლინებაში ვიყავი” – როგორ დანიშნა წინა ხელისუფლებამ უპარტიო მიქანაძე მაღალ თანამდებობაზე და როგორ კარგად რესოციალიზდებოდნენ პატიმრები 2005–2008 წლებში – “ჭორიკანა” პოლიტიკოსები და “არანაცი” მაღალჩინოსნები

ალია ავტორი - ალია
19:38 09-13-2024
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,430

“ქართული ოცნების” დეპუტატი, გივი მიქანაძე პარტია “გახარია საქართველოსთვის” განცხადებას, რომლითაც ყოფილი პრემიერის გუნდი ე.წ. ციხის ამბოხის საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს, პასუხობს და წერს:

“გასული დღეების განმავლობაში გახარიას პარტიის წარმომადგენლების მხრიდან გაჟღერდა გარკვეული ბრალდებები, რომელიც დეზინფორმაციულ ხასიათს ატარებს.

პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ აბსოლუტურად არასერიოზული იქნება ჩემი მხრიდან, კომენტარი გავაკეთო ჭორიკანა პოლიტიკოსებზე, რომლებიც მოღალატე გახარიას მიეკედლნენ და ცდილობენ სრულიად აბსურდული ინფორმაციის გავრცელებას. მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი საზოგადოების მიმართ მაქვს უდიდესი პატივისცემა და არ მინდა, რომ საზოგადოება შეცდომაში იყოს შეყვანილი, მსურს გავაკეთო საზოგადოებისთვის განცხადება იმის თაობაზე, რომ

მე არასოდეს დამიმალავს, რომ 2005 წლის ოქტომბრიდან 2008 წლის იანვრამდე ვიყავი იუსტიციის მინისტრის მოადგილე, თუმცა, სრულიად დეზინფორმაციულია და სიმართლეს არ შეესაბამება არაერთი განცხადება, რომლებიც წლების განმავლობაში ისმის სხვადასხვა დროს, რომ თითქოს, მე ვიყავი ზურაბ ადეიშვილის მოადგილე. არასოდეს ზურაბ ადეიშვილის მოადგილე მე არ ვყოფილვარ და ეს მარტივი გადასამოწმებელია. აქაც ჩანს ამ ადამიანების დესტრუქციული და მიზანმიმართული კამპანიის კომპონენტი, რომელსაც ცდილობენ, რომ საზოგადოებაში მიზანმიმართულად გაავრცელონ.

მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ არასოდეს ვყოფილვარ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. როდესაც შემომთავაზეს იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოზიცია, მაგ დროს ვმუშაობდი საერთაშორისო ორგანიზაციაში, იქიდან გადავედი და ჩემი ერთ-ერთი მიმართულება და საქმიანობა უკავშირდებოდა პენიტენციურ სისტემაში პატიმართა რესოციალიზაციას – ეს მინდა ხაზგასმით აღვნიშნო. რაც შეეხება ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ბუნტთან დაკავშირებით თურმე, მე ვიღებდი რაღაც გადაწყვეტილებებს, აბსურდულია, მარტო იმიტომ, რომ ბუნტის დაწყების დღეს, ელემენტარულად მე ვიყავი მივლინებაში და ამის შესახებ არსებობს მინისტრის მიერ ოფიციალურად გამოცემული ბრძანება.

ამიტომ, ამ ჭორიკანა პოლიტიკოსებს მოვუწოდებ, აუცილებლად შეიტანონ რაც მოფიქრებული აქვთ, უსაფუძვლო და სრულიად აბსურდული დოკუმენტი პროკურატურაში. თვითონვე იციან, რომ ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს, მაგრამ, მათი ერთადერთი მიზანია, რომ მმართველ გუნდს როგორღაც ტალახი ესროლონ.

შესაბამისად, ამ შემთხვევაში, იმდენად დისკრედიტირებული არიან, იმდენად არაფერი აქვთ სათქმელი საზოგადოებისთვის, რომ ცდილობენ, რაღაც აბსურდული თეორიების შექმნას და ამით საზოგადოების მოტყუებას. მე მზად ვარ სამართალდამცავ ორგანოებთან ვითანამშრომლო, აბსოლუტურად პასუხისმგებელი ვარ ნებისმიერი ჩემს გადაწყვეტილებაზე და ნაბიჯზე. კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო, რომ ჭორიკანა პოლიტიკოსების განცხადებას არ ვეხმაურები, პატივს ვცემ ჩვენს საზოგადოებას და არ მინდა, რომ საზოგადოებაში ცრუ ინფორმაცია იყოს გავრცელებული”, – წერს მიქანაძე.

შეგახსენებთ, გახარიას გუნდი პროკურატურას მოუწოდებს, დაიწყოს გამოძიება „ქართული ოცნების” დეპუტატის, გივი მიქანაძის წინააღმდეგ. პარტია „საქართველოსთვის” წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე 2006 წლის 27 მარტს სასჯელაღსრულების მე-5 დაწესებულებაში მომხდარ ციხის ბუნტზე ისაუბრა.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, 2006 წლის მოვლენებზე პასუხისმგებლობის დაკისრების  პასუხად, განაცხადა:

“რაც შეეხება გივი მიქანაძეს, ის როდესაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ გადაუხვია იმ ფასეულობებს, რომელსაც თავის დროზე ხალხის მხარდაჭერა ჰქონდა, ის გადადგა თანამდებობიდან, იყო წასული საზღვარგარეთ და მუშაობდა საზღვარგარეთ.”

თუმცა, დეკლარაციების მიხედვით, იმ პერიოდში, გივი მიქანაძე იუსტიციის მაღალჩინოსანი იყო.

 თავად, გივი მიქანაძეც აცხადებს:

“მე არასოდეს დამიმალავს, რომ 2005 წლის ოქტომბრიდან 2008 წლის იანვრამდე ვიყავი იუსტიციის მინისტრის მოადგილე.”

 

გივი მიქანაძე აცხადებს, რომ არასოდეს იყო “ნაციონალური მოძრაობის” წევრი და სავარაუდოდ, ამის უკან ისიც უნდა ვიგულისხმოთ (ყოველ შემთხვევაში, პარლამენტის მოადგილე ამას ამტკიცებს), რომ  ნაციონალური მოძრაობის არც იდეოლოგიას იზიარებდა, ამ შემთხვევაში, იქნებ, ისიც ახსნას, როგორც მოხდა, რომ პირი, რომელიც არ იზიარებდა მაშინდელი მთავრობის იდეოლოგიას, მოხვდა ასეთ მაღალ თანამდებობაზე – ამდენად გამართულად მუშაობდა 2005–2008 წლებში სისტემა? 

გივი მიქანაძე ამბობს, რომ იგი ციხის ბუნტის დროს იყო მივლინებაში, ცნობისთვის, 2006 წელსაც 21–ე საუკუნე იყო და მივლინებაში მყოფ პირთან კონტაქტი, – მყისიერად და თავისუფლად იყო შესაძლებელი. დაზღვეულ წერილს და დეპეშას, ცხადია, არავინ გაუგზავნიდა – სავარაუდოდ, გივი მიქანაძეს იმის დამტკიცებაც შეეძლება (?), რომ მას არც ერთი საუბარი არ ჰქონია უწყებასთან, რაც, პირიქით, ძალიან უცნაური იქნებოდა, ციხის ბუნტის მოვლენების და იმის გათვალისწინებით, რომ იმ პერიოდისათვის მინისტრის მოადგილე ბრძანდებოდა. 

გივი მიქანაძე აცხადებს, რომ პენიტენციურ სისტემაში ის იყო პასუხისმგებელი პატიმართა რესოციალიზაციაზე – რაკი ის ამ თანამდებობაზე დარჩა 2008 წლის დასაწყისამდე, ალბათ, თვლიდა, რომ 2005–2008 წლებში საშუალება ეძლეოდა პატიმართა რესოციალიზაციის? ისევე, როგორც, ალბათ, შეუძლია დაამტკიცოს, რომ როგორც მინისტრის მოადგილეს, მხოლოდ ეს პასუხისმგებლობა ჰქონდა? გივი მიქანაძე, თუ მართლა თვლის, რომ 2005–2008 წლებში პატიმრებს, თუნდაც, რესოციალიზაციის პრობლემები არ ჰქონდათ და პასუხისმგებლობას თავს კარგად ართმევდა დაკისრებულ მოვალეობას, რა აზრი აქვს, რომელ პარტიაშია იყო გაწვერიანებული და იყო, თუ არა, გაწევრიანებული?

ბატონ გივის ამ კითხვებზე პასუხები თუ ექნება, მასალა განახლდება. 

 

 

დაიწყეთ გამოძიება მიხეილ სააკაშვილის ციხეების ყოფილი კურატორისა და „ოცნების“ დეპუტატის გივი მიქანაძის წინააღმდეგ – გოგიჩაიშვილი

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

რა კითხვებს სვამენ მეწარმეები ბიზნესის დაწყებამდე? – თიბისი

15:42 12-08-2025
ახალი ამბები

თიბისისთვის განათლების მხარდაჭერა მთავარი პრიორიტეტია

15:10 12-08-2025
შეიმსუბუქე ყოველდღიური ხარჯების ტვირთი თიბისის ერთგული საკრედიტო ბარათით
ახალი ამბები

შეიმსუბუქე ყოველდღიური ხარჯების ტვირთი თიბისის ერთგული საკრედიტო ბარათით

12:35 12-08-2025
თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved