• რეკლამა
  • კონტაქტი
13:55, შაბათი, 19 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჯორჯიან მანგანეზი, ნუ გვინგრევთ სახლებს” – უწყვეტი აქციის 185 დღე – მოშიმშილეები და 5 პირამოკერილი

ალია ავტორი - ალია
14:46 09-12-2024
- ახალი ამბები, კონტროლი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
20,280

უწყვეტი აქციის 185 დღე, შიმშილობის მეცამეტე დღე, 5 პირამოკერილი – სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები პარლამენტთან რჩებიან.

სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებმა ჭიათურიდან თბილისში, უწყვეტი პროტესტის 183-ე დღეს გადმოინაცვლეს. ისინი „ჯორჯიან მანგანეზისგან“, მადნის მოპოვების შედეგად სახლების ნგრევის გამო, ადეკვატური კომპენსაციების გადახდას ითხოვენ, რომ ცხოვრება უსაფრთხო გარემოში გააგრძელონ.

„ნეტგაზეთთან“ საუბარში პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ ცენტრალური ხელისუფლებისგან რეაგირებასა და დახმარებას ელიან.

„ვაპროტესტებთ ჯორჯიან მანგანეზის უკანონო საქმიანობას შუქრუთში. არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა ცენტრალური ხელისუფლებისგან. შესაბამისად, უყურადღებობის გამო გადმოვინაცვლეთ პარლამენტთან და ვითხოვთ, ხელისუფლება იყოს მედიატორი კომპანიასა და მოსახლეობას შორის“, – აცხადებს ერთ-ერთი მომიტინგე, ჯანო ლაბაძე. იგი აღნიშნავს, რომ პროტესტი გაგრძელდება.

„ჩვენ თუ საცხოვრებელ გარემოს გვინადგურებენ და ამაზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს, არავინაა დაზღვეული, რომ ხვალ და ზეგ მათ კონსტიტუციურ უფლებებს არ დაარღვევენ“, – ხაზს უსვამს ლაბაძე.

„გვინდა მხარდაჭერა ზემდგომი ორგანოებისგან, რომლებიც ჩვენს გასაჭირს გულთან მიიტანენ. ჩვენ მხოლოდ სამართლიანობას ვითხოვთ, განსაკუთრებულს არაფერს“, – ამბობს თინათინ კუპატაძე, აქციის კიდევ ერთი მონაწილე.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში უკვე 6 თვეა უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. ადგილობრივებს მაღაროს შესასვლელი აქვთ დაკავებული და აქვე დადგმულ კარავში მცირეწლოვან შვილებთან ერთად ათენებენ და აღამებენ. შუქრუთელები ამბობენ, რომ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი” მადანს სოფლის მიწის ქვეშ მოიპოვებს, რის გამოც დასახლებას მიწის მთავარი საყრდენი გამოეცალა, რაც სახლების ნგრევის, ნიადაგის ჩავარდნის, მცენარეების უნაყოფობისა და ჭების ამოშრობის მიზეზი გახდა.

“ჯორჯიან მანგანეზი, ნუ გვინგრევთ სახლებს, ნუ გვაქცევთ ლტოლვილებად!” – ეს სოფლის მოსახლეობის მთავარი მოთხოვნაა, ისინი დახმარებას და ჩართულობას მთავრობისგან ელიან. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved