• რეკლამა
  • კონტაქტი
10:00, ხუთშაბათი, 6 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

iTrade.ge – ყველა ბიზნესი ერთ სივრცეში- გაიცანით თიბისი სტარტაპერის მიერ მხარდაჭერილი იდეა

ალია ავტორი - ალია
14:49 09-10-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
201

“საკმარისია ხედავდე იდეას” – ეს გზავნილი თიბისიმიმ ადამიანებს გაუგზავნა, ვისაც აქვთ ინოვაციურიიდეები ახალი ბიზნესის შესაქმნელად და ფინანსურმხარდაჭერას საჭიროებენ.  

პლატფორმა iTrade.ge -ს დამფუძნებელი გუჯა პარუნაშვილი თავიდან სკეპტიკურად განეწყო ბანკის ამ შეთავაზების მიმართ, თუმცა მაინც სცადა და განაცხადი შეავსო. ჯერ მხოლოდ იდეა ჰქონდაპლატფორმის, რომელიც დღეს, 7 თვის თავზე,ხელშესახები პროდუქტია და შესაძლებლობას იძლევა ერთ სივრცეში გააერთიანოს ქართულ ბაზარზე მოქმედი ყველა ბიზნესი. პლატფორმა კომპანიებს ყიდვა-გაყიდვის წარმოების, ტენდერების გამოცხადების,საკუთარი პროფილის პრეზენტაციისდა ერთმანეთთან ონლაინ კომუნიკაციის საშუალებას აძლევს.

“განაცხადის შევსებიდან 3 დღეში თიბისი ბანკიდან დამირეკეს და სტარტაპ იდეის შესახებ გამომკითხეს. მთხოვეს მიმეწოდებინა სამომავლო ფინანსური გათვლები, ხარჯთაღრიცხვა და სხვა დეტალები.სკეპტიკური განწყობა არც ამჯერად შემცვლია, თუმცა აქაც ვცადე, გულმოდგინედ შევაგროვე ინფორმაციადა გადავუგზავნე. 5 დღის შემდეგ ბანკის იგივე თანამშრომელმა დამირეკა. მითხრა, რომ პროექტიმოეწონათ და მზად არიან დააფინანსონ. ამით მათ სული შთაბერეს ამ იდეას. აღსაღნიშნავია, ის საშეღავათო პერიოდი, რომელიც პირველი 9 თვის განმავლობაში ფინანსური ტვირთისგან მათავისუფლებდა, ასევე აწარმოე საქართველოს(enterprisegeorgia.gov.ge) უნიკალური პროექტი, რომელიც სესხის პროცენტის სუბსიდირებას ახდენს და ზემოთხსენებულ დაფინანსების გარანტორად წარმოგვიდგება,” – ამბობს გუჯა პარუნაშვილი, iTrade.ge –ის დამფუძნებელი.

პლატფორმა 12 აგვისტოდან ამოქმედდა, მართალია სრული დატვირთვით ჯერ ვერა, მაგრამ წინ უამრავი გეგმაა და საიტის დეველოპერები ახალი ფუნქციონალების განვითარებაზე ყოველდღიურადმუშაობენ.

iTrade.ge არის ქართული ელექტრონული B2B პლატფორმა, რომელიც შეიქმნა ბიზნეს სუბიექტებს შორის ყიდვა-გაყიდვის და კომუნიკაციის პროცესის გასაუმჯობესებლად. პლატფორმა ქართულ ბაზარზე მოქმედ ყველა ბიზნესს ერთ სივრცეში აერთიანებს, მისით სარგებლობა მხოლოდ შემოსავლების სამსახურის (www.rs.ge) მიერ ვერიფიცირებულ, რეალურ მომხმარებლებს შეუძლიათ. პლატფორმაზე ჩაშენებული ონლაინ ჩატის – კომუნიკატორის მეშვეობით კი შესაძლებელია მოლაპარაკება აწარმოო ნებისმიერ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთან.

„პლატფორმა რამდენიმე შესაძლებლობას სთავაზობს მომხმარებელს. ეს არის მხოლოდ ბიზნესისთვის შექმნილი სივრცე, სადაც მათ შეუძლიათ ნახონ მომწოდებლები, რეალიზატორები, ახალი ბიზნეს პარტნიორები, მოიძიონ ინფორმაცია ამა თუ იმ კომპანიის შესახებ და კომუნიკატორის საშუალებით დაუკავშირდნენ მათ წარმომადგენლებს. ყველა რეგისტრირებულიკომპანია არის რეალური, ვერიფიცირებული და მათსაშუალება აქვთ შექმნან საკუთარი პროფაილის საპრეზენტაციო გვერდი.

ჩვენი მიზანია, ციფრულ ეპოქაში შევქმნათ ჯანსაღი ბიზნეს გარემო, სადაც ყოველდღიურად, ყველა ზომის სუბიექტს შეუძლია აწარმოოს მცირე თუ მაღალ ბიუჯეტიანი შესყიდვები, გაყიდვები და იპოვოს ახალი ბიზნეს პარტნიორები.

შედეგად, გამარტივებული ბიზნეს პროცესების, შემცირებული საოპერაციო ხარჯების, ახალი ბიზნეს პარტნიორების და დაზოგილი დროის ხარჯზე ეფექტურად მართავთ თქვენს ბიზნესს,“ – გუჯა პარუნაშვილი, iTrade.ge –ის დამფუძნებელი.

ვინ არის iTrade.ge –ის მომხმარებელი?

iTrade.ge –ის მომხმარებელი ქართულ ბაზარზე ფუნქციონირებადი ყველა ბიზნეს სუბიექტია. ისინი,ვისაც ესაჭიროება B2B შესყიდვები ან  გაყიდვები, კომუნიკაცია სხვა ბიზნეს სუბიეტებთან, პოტენციური მომწოდებლების თუ რეალიზატორების პოვნა, ბიზნეს კატალოგზე წვდომა, სადაც წარმოდგენილია კომპანიები საქმიანობის სფეროს, ადგილმდებარეობის, თანამშრომელთა რაოდენობის, ბრუნვის მოცულობის და სხვა კრიტერიუმისმიხედვით.

iTrade.ge –ის მიზანია, რომ რეგისტრირებულ კომპანიებს არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ყიდვა-გაყიდვის და პარტნიორების პოვნის, არამედ იმპორტ-ექსპორტის წარმოების და უცხოურ მომწოდებლებთან დაკავშირების საშუალება ჰქონდეთ. გუჯა პარუნაშვილი ამბობს, რომ ამ მიზნის შესასრულებლად ბიზნესისთვის გლობალურ სივრცეს შექმნიან, შესაბამისად, ახლო მომავალში იგეგმებაპლატფორმის სხვა ქვეყნებში , კერძოდ ჩინურ, თურქულ  და ევროპის ბაზარზე გატანა.

ამჟამად iTrade.ge–ის გუნდი 10 ადამიანს აერთიანებს, რომელიც დეველოპერების, დიზაინერების დაგაყიდვების მენეჯერებისგან შედგება.  

(R)

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved