• რეკლამა
  • კონტაქტი
16:06, სამშაბათი, 15 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გიორგი მამარდაშვილმა დაამტკიცა, რომ სხვა დონეზე გადავიდა – ლა ლიგის ექსპერტი

ალია ავტორი - ალია
12:35 09-09-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
126

„ლივერპულის“ ოფიციალურ გვერდთან (liverpoolfc.com) ინტერვიუში ლა ლიგის ექსპერტმა, დერმოტ კორიგანმა ისაუბრა „ვალენსიიდან“ „ლივერპულში“ გადასულ გიორგი მამარდაშვილზე, რომლიც „ფრანს ფუტბოლის“ მიერ ორგანიზებულ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებაზე სეზონის საუკეთესო მეკარეობაზეა ნომინირებული.

„გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი დიდად არ გამკვირვებია. ის ძალიან კარგი მეკარეა და რაღაც ეტაპზე „ვალენსიას“ დატოვებდა. მისი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე გასულ კლუბში გადასვლა იყო. თუმცა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, სადაც საქართველოს ნაკრებმა შესანიშნავად ითამაშა, მისი პრემიერლიგაში გადაბარგება მოსალოდნელიც იყო. „ლივერპული“ მამარდაშვილისთვისაც შესანიშნავი არჩევანია და კლუბისთვისაც კარგი ტრანსფერია.

გიორგიმ „ვალენსიამდე“ უჩვეულო გზა გაიარა. ესპანური კლუბის ბოლო წლების სატრანსფერო პოლიტიკაა, რომ მსოფლიოში საინტერესო მოთამაშეები აღმოაჩინოს. ისინი გარკვეული პერიოდი კლუბისთვის სასარგებლონი უნდა იყვნენ და „ვალენსიამ“ სარფიანად გაყიდოს. მამარდაშვილი „ვალენსიაში“ ასეთი პროექტი იყო. კლუბში ძალიან ახალგაზრდა მოხვდა, გამოცდილება და ტექნიკური ნიუანსების გაუმჯობესება სჭირდებოდა, მაგრამ გამოჩნდა, რომ გამორჩეული ტალანტი იყო და აღიქვამდნენ მეკარედ, რომელიც ჩემპიონთა ლიგის კლუბში წავიდოდა.

23 წლის ასაკში მან „ვალენსიაში“ 100-ზე მეტი მატჩი ჩაატარა. ამ გუნდში აღზევებასაც გაუგო გემო და დაცემასაც. ასეთ კლუბში ახალგაზრდა მეკარის დამკვიდრება იოლი არაა. გასული სეზონი მამარდაშვილისთვის საუკეთესო იყო. მისი სტატისტიკა გამორჩეული გახლდათ ლიგაში და მან დაამტკიცა, რომ სხვა დონეზე გადავიდა. ფიზიკურად ძლიერია, თამაშში ხშირად ჩართვა უყვარს, ლა ლიგაში ექვსიდან სამი პენალტი მოიგერია, რაც ძალიან კარგი შედეგია.

ეს „ვალენსიის“ მეკარეების მწვრთნელის, ხოსე მანუელ ოჩოტორენას მუშაობის შედეგიცაა, რომელიც მუშაობდა „ლივერპულში“ რაფა ბენიტესთან ერთად და „ოქროს ხანის“ ესპანეთის ნაკრებში – 2010 წლის მსოფლიოზე და ევროპის ორ ჩემპიონატზე, რომლებიც გუნდის ტრიუმფით დასრულდა. მას უმუშავია იკერ კასილიასთან და პეპე რეინასთან. მამარდაშვილი „ვალენსიაში“ უზარმაზარი, მაგრამ დასახვეწი ნიჭით მივიდა. რამდენიმე წელი მეკარეების ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელთან იმუშავა და ეს პერიოდი ძალიან გამოადგა.

შეეგუება თუ არა ინგლისის პრემიერ ლიგას? შეიძლება, სხვა ლიგებში მოთამაშე მეკარეები უფრო მიჩვეულები არიან ხაზზე დარჩენას და კარიდან არგამოსვლას. მამარდაშვილმა სწორედ ამ კუთხით უნდა მოუმატოს. არ ვამბობ, რომ გამოსვლაზე თამაში არ იცის, მაგრამ „ვალენსიაში“ და ლა ლიგაში ამის დემონსტრირება შედარებით ნაკლებად სჭირდებოდა, ვიდრე პრემიერლიგაში“, – ამბობს ლა ლიგის ექსპერტი დერმოტ კორიგანი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი
ახალი ამბები

“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი

15:38 09-15-2026
თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად

14:06 09-15-2026
შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა
ახალი ამბები

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

13:26 09-15-2026
თბილისი მოლის განცხადება
ახალი ამბები

“თბილისი მოლი”, “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე გადაუდებელ, მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

15:04 09-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved