• რეკლამა
  • კონტაქტი
18:38, პარასკევი, 16 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ახალი დრონებით უკრაინელები 1800 კილომეტრის მოშორებით მისწვდებიან რუსულ პოზიციებს” – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
01:45 09-09-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,305

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:

რუსეთ-უკრაინის ომი [შეჯამება | 08.09.2024]:

– დაწყებული კონტრშეტევის ფარგლებში უკრაინულმა სამხედრო ძალებმა დონეცკის ოლქში ქალაქ ნიუ-იორკის ცენტრამდე მიაღწიეს და დროშაც აღმართეს. დასახლების აღმოსავლეთ ოკუპირებულ ნაწილში ბრძოლა გრძელდება.

– რუსული შეტევის მცდელობა ქალაქი ტორეცკის მიმართულებით შეჩერებულია. არადა რუსებს ამ მიმართულებაზე საკმაოდ ბრძოლისუნარიანი ნაწილები ჰყავთ გადასროლილი.

ნიუ-იორკი-ტორეცკეს მონაკვეთი 2014 წლიდან წარმოადგენს უკრაინული თავდაცვის ერთ-ერთ ცენტრალურ პუნქტს.

– კურსკის ოლქში უკრაინელებმა წინ წაიწიეს და დასახლება ნაიდენოვი და მისი შემოგარენი იგდეს ხელთ. სულ 30 კვადრატული კილომეტრი. დასახლება ნეჩაევის ირგვლივ შეტაკებები გრძელდება. ინიციატივა კვლავ უკრაინელებს აქვთ, მიუხედავად რუსული რაოდენობრივი უპირატესობისა.

– კურსკის ოლქში, გლუშკოვოს რაიონში რუსული სამხედრო ხიდების – პონტონების – განადგურება კვლავ გრძელდება. ამას დაემატა წინა დაბომბილი ხიდების ხელახლა დაბომბვა – განეიტრალება, რომელსაც მცირე ზომის მანქანები მაინც იყენებდნენ გადასაადგილებლად და ლოჯისტიკისათვის. ოპერატიულად ამ ნაწილში რუსები ბლოკირებულები არიან.

– ირანმა რუსეთს თავისი ბალისტიკური რაკეტები გადასცა. პრაქტიკულად ირანი ამ ომის არაპირდაპირი, მაგრამ აქტიური მონაწილეა, ისევე როგორც ჩრდილოეთ კორეა. ზუსტად რას იღებს ირანი რუსეთისაგან სანაცვლოდ ჯერ კიდევ არაა ცნობილი. დასავლეთის მხრიდან მეტი მოქმედება აუცილებელია.

– დონეცკის ოლქში, პოკროვსკის ირგვლივ უკრაინელებმა თავდაცვის ხაზებისა და ფორტიფიკაციების ახალი ნაწილი მოაწყვეტს. რუსული იერიში, რომელიც ისედაც შენელებულია, წინსვლას კიდევ უფრო რთულად თუ შეძლებს.

– უკრაინის სამხედრო დაზვერვა აცხადებს, რომ ახალი დრონების გამოყენებით უკრაინელები 1800 კილომეტრის მოშორებით მისწვდებიან რუსულ პოზიციებს. მიუხედავად აქტიური ომისა, უკრაინელებმა არათუ არ შეწყვიტეს სამხედრო წარმოება, არამედ გაზარდეს კიდეც ის. ტექნოლოგიურ ცოდნასა და ინოვაციას მოკავშირეებსაც უზიარებენ. არადა რუსეთის ერთ-ერთი დეკლარირებული მიზანი უკრაინის დემილიტარიზაცია იყო.

– უკრაინელთა მხრიდან თერმიტის – აალებადი ნივთიერების – დრონების მეშვეობით გამოყენების შემთხვევები გრძელდება. ისინი მათ ქარსაცავ ზოლებსა და სანგრებში გამაგრებული რუსული ცოცხალი ძალისა და ტექნიკის წინააღმდეგ ეფექტურად იყენებენ. გარდა უშუალოდ წარმატებული სამხედრო გამოყენებისა, თერმიტით შეიარაღებულ დრონებს შოკის ეფექტიც აქვთ და ცეცხლისმფრქვევ დრაკონებს ადარებენ.

– 2013 წელს რუსმა არტიომ დილმურადოვმა მეგობრის ოჯახი ამოწყვიტა. ციხეში მან პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ სამხედრო კონტრაქტს მოაწერა ხელი და ფრონტზე გაუშვეს. რუსულ არმიაში მსახურისა და ექვსთვიანი ბრძოლის შემდეგ იგი პატიმრობიდან და დანაშაულისაგან გაათავისუფლეს. ახლა იგი რუსეთის ციმბირულ პროვინციაში ლექციებს კითხულობს ოჯახის სიწმინდის შესახებ. ქრესტომათიული შემთხვევაა თუ რას ნიშნავს ოჯახის სიწმინდის ცნება კრემლისათვის.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო

17:30 10-16-2026
ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება – თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო
ახალი ამბები

ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება – თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო

14:54 10-16-2026
Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა

15:05 10-15-2026
ჩაირთე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები აპლიკაციით Mysilknet!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები აპლიკაციით Mysilknet!

11:23 10-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved