• რეკლამა
  • კონტაქტი
23:08, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არქიმ ევროპული სტანდარტის ფიტნეს დარბაზი გახსნა

ალია ავტორი - ალია
18:48 09-06-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
183

6 სექტემბერს ლიდერმა დეველოპერულმა კომპანია არქიმ ელიტარულ პროექტ „არქი ცენტრალურ პარკში“ ფიტნეს დარბაზის გახსნის ღონისძიება გამართა. ღონისძიებას არქის დიდი ოჯახისა და გუნდის წევრები, ასევე არქელი ჩემპიონები ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი და ლევან საღინაშვილი ესწრებოდნენ.

„არქი ფიტნესი“ – ასე ჰქვია სპორტულ დარბაზს, რომელიც სპეციალურად არქელებისთვის გაიხსნა. „არქი ფიტნესი“ აღჭურვილია მრავალფეროვანი, ევროპული სტანდარტის „ტექნოჯიმის“ ტრენაჟორებით, არქელებს ასევე დახვდებათ, ბოქსის, იოგას და ე.წ. წრიული ვარჯიშის სივრცეები, საუნა და რა თქმა უნდა, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა. აქ ყველა პირობაა შექმნილი კომფორტული ვარჯიშისთვის. დარბაზით სარგებლობა შეუძლიათ როგორც „არქი ცენტრალური პარკის“, ისე სხვა პროექტებში მცხოვრებ არქელებს.

„ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არქის დიდი ოჯახის წევრებზე ზრუნვაა, სწორედ ამ მიზნით გავხსენით ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხის ფიტნეს დარბაზი. გვიხარია, რომ ღონისძიებას ბევრი არქელი დაესწრო და ფიტნეს დარბაზით სარგებლობის სურვილი გამოთქვეს. ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, სწორედ ჯანსაღი ცხოვრების წახალისებაა.“ – არქის დამფუძნებელი ილია წულაია.

არქი ყოველთვის ზრუნავს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაზე. ამავე პროექტში, არქი ცენტრალურ პარკში ივნისში თანამედროვე სპორტული მოედანი გაიხსნა. გახსნის ღონისძიებაზე არქელი ბავშვები და ახალგაზრდები NBA-ის ორგზის ჩემპიონს, არქის ერთ-ერთ დამფუძნებელ ზაზა ფაჩულიას შეხვდნენ. ღონისძების მიზანი პატარა აქელებისთვის მოტივაციის მიცემა და სპორტის მიმართ ინტერესის გაღვივება იყო. სწორედ ჯანსაღი ცხოვრების წასახალისებლად არქი თავის პროექტებში გამწვანებული სივრცეებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას დიდ ყურადღებას აქცევს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მომავალში კიდევ ბევრ სპორტულ აქტივობას და თავის პროექტებში მრავალფეროვანი სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავენ.

(R)

თეგები: არქელებიარქიარქი ფიტნესი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved