• რეკლამა
  • კონტაქტი
23:32, ოთხშაბათი, 17 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

ბაღის მტვერსასრუტის შერჩევის გზამკვლევი: ინგკოს რჩევები იდეალური არჩევანისთვის

ალია ავტორი - ალია
16:54 09-02-2024
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
239

ბაღის მტვერსასრუტი მნიშვნელოვნად ამარტივებს ბაღის დასუფთავების პროცესს. ბაზარზე არსებული მრავალი ვარიანტიდან სწორი არჩევანის გაკეთება მნიშვნელოვანია ეფექტური შედეგისთვის. ,,ინგკო” გთავაზობთ ინფორმაციას სხვადასხვა ტიპის მოწყობილობების შესახებ, რაც თქვენი საჭიროებების შესაბამისი მოდელის არჩევაში დაგეხმარებათ.

ბაღის მტვერსასრუტის ტიპები

მოწყობილობის შერჩევამდე უნდა განსაზღვროთ თურომელი ტიპის მტვერსასრუტი გჭირდებათ. ძირითადად სამი ტიპის არსებობს: ელექტრული, აკუმულატორიანი და ბენზინზე მომუშავე მოდელები. 

ელექტრული მოდელები პოპულარულია საშუალო ზომის ბაღების მფლობელებს შორის. გამოირჩევა სტაბილური, მაღალი სიმძლავრით, რაც მის ეფექტურობას განაპირობებს. თუმცა,  გაითვალისწინეთ, რომ მათი გამოყენება ელექტროსადენის სიგრძითაა შეზღუდული.

აკუმულატორიანი მოდელები მეტად მობილურია. ისინი იდეალურია საშუალო ზომის ბაღებისთვის. თუმცა, მათ შეზღუდული მუშაობის დრო და შედარებით ნაკლები სიმძლავრე აქვს.

საწვავზე მომუშავე მოდელები მაღალი სიმძლავრითა და ერგონომიულობით გამოირჩევა. იდეალურია დიდი ბაღებისა და კომერციული გამოყენებისთვის. თუმცა, ხმაურიანი და მძიმეა.

თითოეულ ტიპს აქვს თავისი უპირატესობები და ნაკლოვანებები. არჩევანი დამოკიდებულია თქვენიბაღის ზომაზე, ნარჩენებსა და პირად პრეფერენციებზე. მცირე ბაღისთვის შეიძლება საკმარისი იყოს ელექტრული ან აკუმულატორიანი მოდელი, მაშინ როცა დიდი ტერიტორიისთვის უკეთესი იქნება საწვავზე მომუშავე ვარიანტი.

ბაღის მტვერსასრუტის ძირითადიმახასიათებლები: რა უნდა გაითვალისწინოთ შერჩევისას

ოპტიმალური სიმძლავრე

სიმძლავრე ერთ–ერთი უმთავრესი ფაქტორია, რომელიც განსაზღვრავს, თუ რამდენად ეფექტურად შეძლებს მოწყობილობა თავისი ფუნქციისშესრულებას. მაღალი სიმძლავრის მქონე მტვერსასრუტები უკეთ უმკლავდებიან მძიმე ნარჩენებს და სველ ფოთლებს, თუმცა ისინი, როგორც წესი, მეტ ენერგიას მოიხმარს.

– მცირე ბაღისთვის: 600-800 ვატი

– საშუალო ზომის ბაღისთვის: 800-1000 ვატი

– დიდი ბაღისთვის: 1000 ვატი ან მეტი

პრაქტიკული რჩევა: არ აჰყვეთ ცდუნებას და არ შეიძინოთ ზედმეტად მძლავრი მოწყობილობა მცირე ბაღისთვის, რადგან ხარისხიანი ბაღის მტვერსასრუტი ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს თქვენს საჭიროებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეფექტურად ვერ გამოიყენებთ და ზედმეტ რესურსს დახარჯავთ.  

ეფექტური ტევადობა

ტევადობა განსაზღვრავს, თუ რა რაოდენობის ნარჩენის შეგროვება შეუძლია მოწყობილობას. დიდი ტევადობის მტვერსასრუტები საშუალებას გაძლევთ უფრო დიდხანს იმუშაოთ შეუჩერებლად, რაც განსაკუთრებით მოსახერხებელია დიდი ბაღების შემთხვევაში.

– მცირე ბაღებისთვის: 30-40 ლიტრი

– საშუალო ზომის ბაღებისთვის: 40-50 ლიტრი

– დიდი ბაღებისთვის: 50 ლიტრი ან მეტი

პრაქტიკული რჩევა: გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო დიდია ტევადობა, მით უფრო მძიმე იქნება მოწყობილობა სავსე მდგომარეობაში. შეეცადეთ იპოვოთ ბალანსი ტევადობასა და მოხერხებულობას შორის.

ხმაურის კონტროლი

ხმაურის დონე მნიშვნელოვანი ფაქტორია, განსაკუთრებით თუ ცხოვრობთ მჭიდროდ დასახლებულ უბანში ან თუ თავად ხართ მგრძნობიარე ხმაურის მიმართ. ხმაურის დონე იზომება დეციბელებში (დბ) და რაც უფრო დაბალია ეს მაჩვენებელი, მით უფრო ჩუმია მოწყობილობა.

– დაბალი ხმაურის დონე: 60-70 დბ

– საშუალო ხმაურის დონე: 70-80 დბ

– მაღალი ხმაურის დონე: 80 დბ–ზე მეტი

პრაქტიკული რჩევა: თუ გეგმავთ მოწყობილობის გამოყენებას ადრე დილით ან გვიან საღამოს, აირჩიეთ მოდელი დაბალი ხმაურის დონით, რათა არ შეაწუხოთ მეზობლები.

დამატებითი ფუნქციები

გარდა ძირითადი მახასიათებლებისა, ყურადღება მიაქციეთ დამატებით ფუნქციებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდოს მოწყობილობის მოქნილობა და ეფექტურობა:

1. ცვლადი სიჩქარე: საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ ჰაერის ნაკადის სიძლიერე სხვადასხვა ტიპის ზედაპირებზე მუშაობისას;
2. მულჩირების ფუნქცია: ფოთლების დაქუცმაცებით ქმნის ბუნებრივ სასუქს თქვენი ბაღისთვის;
3. სხვადასხვა ტიპის საცმები: გამოსადეგია სხვადასხვა ზედაპირზე მუშაობისთვის, კუთხეებისა და დიდი ფართობების დასამუშავებლად;

ახლა, როცა ბაღის მტვერსასრუტების მრავალფეროვნებას უკვე გაეცანით და იცით, რა უნდა გაითვალისწინოთ იდეალური მოდელის შერჩევისას, დროა ,,ინგკოს” ეწვიოთ. სწორედ აქაა შესაძლებელი იმ  ხელსაწყოებისა და ინსტრუმენტების შეძენა, რომელიც თქვენი ბაღის საჭიროებებს ერგება.

(R)

თეგები: ინგკო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

თიბისის წინასასკოლო შეთავაზებებით 60 000 მომხმარებელმა ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის წინასასკოლო შეთავაზებებით 60 000 მომხმარებელმა ისარგებლა

15:24 09-17-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა  – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება

15:57 09-16-2025
თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო

13:45 09-16-2025
PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

16:13 09-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved