• რეკლამა
  • კონტაქტი
18:02, შაბათი, 3 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კონსტიტუციაში გაჩნდება ჩანაწერი, რომელიც განსაზღვრავს, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანობა არის ჩვენი სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენი – კობახიძე

ალია ავტორი - ალია
19:31 08-31-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
261

მყარი ჩანაწერი გაჩნდება კონსტიტუციაში, რომლითაც განისაზღვრება ახლებურად მართლმადიდებლობის სტატუსი და ეს აისახება მართლმადიდებელ ეკლესიაზე,როგორც უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტზე ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებსაქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით,  კონსტიტუციაში გაჩნდება ჩანაწერი, რომელიც განსაზღვრავს,  რომ მართლმადიდებლობა არის ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენი.

„ჩვენ თავიდანვე დავაანონსეთ კონსულტაციები, რომელიც უკავშირდება კონსტიტუციურ ჩანაწერს, მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით და ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას, ამ საკითხზე და ძალიან მყარი ჩანაწერი გაჩნდება კონსტიტუციაში, რომლითაც განისაზღვრება ახლებურად მართლმადიდებლობის სტატუსი და ეს აისახება მართლმადიდებელ ეკლესიაზე, როგორც უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტზე ჩვენი ქვეყნისთვის. კერძოდ, გაჩნდება ჩანაწერი, რომელიც განსაზღვრავს იმას, რომ, მართლმადიდებლობა, მართლმადიდებელი ქრისტიანობა არის ჩვენი სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენი“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ჩანაწერის დაზუსტება, რომელიც უკავშირდება მართლმადიდებელი ეკლესიის როლს.

„ასევე მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ჩანაწერის დაზუსტება, რომელიც უკავშირდება მართლმადიდებელი ეკლესიის როლს. დღევანდელი რედაქციის თანახმად, საუბარია იმაზე, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ასრულებდა მნიშვნელოვან როლს საქართველოს ისტორიაში და ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ ზუსტად უნდა აისახოს ის სინამდვილე, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში, არა მარტო ისტორიაში, არამედ, ჩვენს დღევანდელობაშიც, თანამედროვეობაში მართლმადიდებელი ეკლესია ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს და ის არის ჩვენი თვითმყოფადობის საყრდენი. ეს მნიშვნელოვანი შესწორება შევა საქართველოს კონსტიტუციაში და კიდევ ერთხელ, ჩვენ ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს ეკლესიის და  საპატრიარქოს წარმომადგენლებს, მღვდელმთავრებს, იმისათვის, რომ შედგა ძალიან საინტერესო დისკუსია და იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდა შედეგიანი დისკუსია ამ საკითხთან დაკავშირებით.

კონსულტაციების დეტალებზე მე არ ვისაუბრებ, ეს ალბათ არის უფრო მეტად თავად საპატრიარქოს პრეროგატივა. ესნაკლებად საინტერესოც არის, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ მთლიანობაში გვაქვს საერთო შეთანხმება მიღწეული, ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის, რომელიც უკავშირდება შესაბამისი კონსტიტუციური შესწორების შეტანას“, – განაცხადა პრემიერმა.

თეგები: ირაკლი კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit

15:31 10-02-2026
ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!
ახალი ამბები

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!

12:09 10-02-2026
ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“
ახალი ამბები

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“

19:44 10-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved