• რეკლამა
  • კონტაქტი
18:49, პარასკევი, 5 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

Animal Project, რუსული კანონის გამო, ფუნქციონირებას წყვეტს

ალია ავტორი - ალია
19:38 08-30-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
373

Animal Project • პროექტი ცხოველებისთვის  რუსული კანონის გამო მალე ფუნქციონირებას შეწყვეტს.

ორგანიზაცია მიუსაფარი ცხოველების პრობლემების მოგვარების კუთხით მუშაობს – ეწევიან საინფორმაციო და ცნობიერების ასამღალებელი, ადვოკატირების და სტერილიზაცია-კასტრაციის კამპანიებს.

ორგანიზაციის ერთ-ერთ დამფუძნებელ, ნათია ჩიქოვანი, ტაბულასთან ამბობს:

“პროექტი ცხოველებისთვის მიმდინარე პროექტი აქვს ერთი ევროკავშირის დაფინანსებით და მეორე USAID-ის. 2023 წელსაც გვქონდა UNDP-ის პროექტი – შესაბამისად, ჩვენ გვიწევს დავრეგისტრირდეთ აგენტების ბაზაში, რასაც ნამდვილად არ ვაპირებთ. პრინციპის საკითხია, რადგან ვინ, ვინ და ჩვენ სახელმწიფოს გასაკეთებელ საქმეს ვაკეთებთ პირდაპირ, რაც ევალება სახელმწიფოს და არ აკეთებს. 

წარმოუდგენელია, კიდევ მე ვიყო აგენტი და ჩვენს დონორებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ვეძახოთ, როცა ერთადერთი, რასაც ატარებენ, საქართველოს ინტერესებია, რომ საქართველოში მოგვარდეს მიუსაფარი ცხოველების პრობლემა. 

ამის გარდა, ჩვენთვის იდენტიფიცირებაც რთული იქნება შემოსული თანხების. მაგალითად, რომელიმე პარტნიორ სივრცეში თუ დავდგამთ ყუთს, სადაც ვიღაც ჩააგდებს 5 ლარს, ან ვინმე ანონიმურად ჩაგვირიცხავს თანხას, ფიზიკურად ვერ მოვახერხებთ თანხის გადმომრიცხველის იდენტიფიკაციას. 

ამიტომ, ვანულებთ ჩვენს ანგარიშებს. ყველა ფინანსური ვალდებულებას, რაც გვაქვს პროექტების ფარგლებში, ამას დავასრულებთ დღეს და ხვალ. 

მიმდინარე პროექტების დასრულების შემდეგ, ორგანიზაცია გადავა თავიდან ბოლომდე მოხალისეობრივ საქმიანობაზე, რასაც ფული არ სჭირდება.”

პროექტი ცხოველებისთვის ბოლოჯერ სთხოვს მხარდამჭერებს შემოწირულობის შეგროვებას, რათა გადარჩენილი და გასაჩუქებლად შეფარებული ცხოველები რამდენიმე თვე უზრუნველყონ და ვეტერინარული კლინიკის ვალები დაფარონ.

რუსული კანონის გამო დღეს კიდევ ერთმა ფონდმა სიკეთის რევოლუცია შეწყვიტა ფუნქციონირება.

ფონდმა “სიკეთის რევოლუცია”, რუსული კანონის გამო, ფუნქციონირება შეწყვიტა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა

14:17 06-05-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა

13:30 06-04-2026
პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე
ახალი ამბები

პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე

12:55 06-04-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს

16:44 06-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved