უკრაინამ კურსკის ოლქში, ქალაქ ლგოვის მახლობლად რკინიგზის ნაწილზე იერიში მიიტანა.
ინფორმაციას ადასტურებს ლგოვის მერი ალექსეი კლევეშოვი.
“ქალაქი უკრაინის შეიარაღებული ძალების იერიშში მოყვა. შეტევის შედეგად დაზიანდა ლგოვი-კიევსკის სარკინიგზო მაგისტრალი”. – ამბობს კლევეშოვი.
ლგოვი კურსკის ოლქის მსხვილი სარკინიგზო კვანძია, რომლიდანაც მატარებლები ბრიანსკისა და ვორონეჟის ოლქების, ასევე უკრაინის მიმართულებით დადიან.
კომენტარები