• რეკლამა
  • კონტაქტი
20:01, სამშაბათი, 9 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა აკავშირებს მ.ჯავახიშვილის სიტყვებს, სამკაულს, ვარცხნილობას, გარეგნობას და “რუსულ კანონს”? – პარლამენტის წარმომადგენელი სასამართლოს

ალია ავტორი - ალია
20:09 08-29-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,689

საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც „აგენტების კანონის“ საქმეზე პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა მიმდინარეობს, პარლამენტის წარმომადგენელმა ქრისტინე კუპრავამ კანონში გამოყენებული ტერმინები განმარტა. მისი აზრით, “უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი” კანონში უარყოფითი კონოტაციით არ არის გამოყენებული, ამის მაგალითად კი მან დაასახელა: “უცხო სამკაული”, “უცხო ვარცხნილობა” ან “უცხოური განათლება”.

“ყველა სარჩელს გასდევს ეს მოცემულობა – ისინი მიიჩნევენ, რომ სტიგმატიზაციას განიცდიან კანონის მოქმედებით. ცალსახად ადასტურებენ, რომ თუკი არ იქნებოდა ცნება, რომელსაც ისინი თვლიან, არის სტიგმატიზების ეფექტის მატარებელი და არ იარსებებდა რეესტრში რეგისტრაცია, ისინი ჩათვლიდნენ, რომ მათი პრობლემა გადაიჭრა. რას გვეუბნება კანონი? ტერმინი “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი” – გავყვები თითოეულ სიტყვას, რა მნიშვნელობა და რა შთაბეჭდილება შეიძლება, შეიქმნას.

სხვათა შორის, წარმომადგენელი ამბობდა, რომ მიხეილ ჯავახიშვილის სიტყვები არავისთვის არ არის უცხო, და ანუ “უცხო” – რა შთაბეჭდილება გვექმნება, დადებითი, თუ უარყოფითი? მაგალითად, ჩვენ ხშირად გავიგონებთ ხოლმე: რა უცხო სამკაულია, ან რა უცხო ვარცხნილობა, უცხოური განათლება ან უცხო გარეგნობა, ეს აპრიორი არ ნიშნავს, რომ დადებითისკენ გადავიხარეთ ან უარყოფითისკენ, თავისთავად, ამაზე არ მეტყველებს. თუკი კონსტიტუციის მუხლებს ჩავხედავთ, იქაც არის საუბარი: “უცხოელები”, “უცხო” – ეს ტერმინები კონსტიტუციისთვისაც დამახასიათებელია”, – თქვა კუპრავამ სხდომაზე.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა „აგენტების კანონის“ საქმეზე.

მოსარჩელეები არიან პრეზიდენტი, 122 არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, 38 ოპოზიციონერი დეპუტატი და ორი მედიაორგანიზაცია: „სტუდია მონიტორი“ და „საინფორმაციო ცენტრების ქსელი“.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე, ოთხივე მოსარჩელე მოითხოვს „აგენტების კანონის“ მოქმედების შეჩერებას.

http://

თეგები: უცხო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ევაკუატორი ბათუმში
ახალი ამბები

როგორ აარჩიო ევაკუატორი ბათუმში – ავარიული ევაკუაციის საკონტროლო სია

18:43 06-09-2026
თიბისიმ, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, 200 მილიონი ლარის რესურსი მოიზიდა
ახალი ამბები

თიბისიმ, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, 200 მილიონი ლარის რესურსი მოიზიდა

17:57 06-09-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების 5 პრინციპი

15:20 06-09-2026
მაისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
ახალი ამბები

მაისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის

14:11 06-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved