• რეკლამა
  • კონტაქტი
10:00, ოთხშაბათი, 23 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სუ და სა, ქალბატონო თეა, სუ და სა” – თამო კეშელავა მინისტრის წერილზე

ალია ავტორი - ალია
17:26 08-28-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,175

ჟურნალისტი, თამო კეშელავა, კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის წერილს ეხმაურება და წერს:

წულუკიანმა მოხსნა უზრდელობის და უმეცრების რეკორდი.
ადამიანი – ანუ, კაციო, წერს და რუსთაველზე კი დაიფიცებს მერე, მაგრამ იქნებ, ანუ–ს მნიშვნელობა არ იცის?
სასვენ ნიშნებს არ ცნობს, ან ცნობს და უადგილოდ, ან ცნობს და პატივს არ სცემს ენას ქართულს.
სა–ასეთი სიტყვა არ არსებობს ქართულში, მაგრამ მურღულია მარტო მე შემისწორებს.
სუ – საფრანგეთში ადრე ხურდა ფულს ერქვა, მაგრამ არ მგონია ამას გულისხმობდეს.
ლუზერი – ბარბარიზმია და ქართულ ენას მცირედ პატივს რომ სცემდეს, ეცოდინებოდა, რომ უხეირო, ხელმოცარული შეეძლო დაეწერა.
ადამიანის გარეგნობაზე ქილიკი რომ არ შეიძლება, ეს არ იცის.
ადამიანის სახელზე ქილიკი რომ არ შეიძლება, არც ეს იცის.
იქნებ, არც სიტყვა ქილიკი იცის და ღადაობას ვგულისხმობ, თეა, შენ ენაზე რომ გითხრა.
ცუდი ტონი კი არ არის მხოლოდ, არც მხოლოდ ამორალურია, ბულინგია ეგ და დასჯადია.
სუ და სა, ქალბატონო თეა.
სუ და სა.
ან ადმინი არა გყავს, ან ვინმე ახლობელი, ვინც ქართული იცის და თან შენზე გული შესტკივა?
არავინ გყავს, ვინც გეტყვის, რომ არ შეიძლება ადამიანები გარეგნობით შეაფასო და სახელების დამახინჯებით სცადო მათი დამცირება?
მეორე მხრივ, ვინ რა უნდა გითხრას, კულტურის მინისტრი ხარ და შენ უკეთ გეცოდინება.
სუ და სა, თეა, სუ და სა, ამ პაწუა და მეტად ღვარძლიანი წერილიდან, ღვარძლზე მეტად ამან რომ გამაოგნა, ეგაც არ მეტყველებს კარგზე, გამოდის, შენგან დამცირება, ქილიკი, ღვარძლი – არ მიკვირს.
არ გეგონოს, “სუ” მინისტრად იყო და იფიქრე, “სა” იქნები მინისტრობის მერე, იფიქრე, თეა, თავად იფიქრე, თორემ, როგორც ვხედავ, გულშემატკივარი არ შეგრჩა…
პ.ს.
კომენტარებში იგივე არ გავაკეთოთ, თხოვნა მექნება, რასაც ვედავებით

,, ჩვენზე თქვენ ნუ ინერვიულებთ, გენც… ნიანგის ცრემლები თუ გაწვებათ, კაცებზე ან რამე სხვა თემაზე აღვარღვარეთ” – წულუკიანი ოპოზიციონერ ქალებს

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო – სწორი ადგილი განათლებისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო – სწორი ადგილი განათლებისთვის

14:12 09-22-2026
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
ახალი ამბები

თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის

13:45 09-22-2026
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა

16:41 09-21-2026
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“
ახალი ამბები

თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“

14:45 09-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved