• რეკლამა
  • კონტაქტი
22:39, ხუთშაბათი, 22 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მთელი მთავრობა უტვინო და ნახევრად ბნელი მარიონეტებითაა დაკომპლექტებული”– იუნა შაფათავა

ალია ავტორი - ალია
15:02 08-28-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
19,683

ამერიკაში მცხოვრები მსახიობი, იუნა შაფათავა:

გუშინ საღამოს შემომეკითხა საქართველოს წინა წლების მასალები.
ისე გამოდის, რომ ნულოვანი ტოლერანტობის დროს, 2004-2012 წლებში, სასტიკი რეპრესიების დროს რაც ხალხი უმოწყალოდ დაისაჯა, ოცნებამ არა თუ პასუხი არ აგებინა, არამედ უარესი შედეგიც დაგვიდგა- ბევრი, ძალიან ბევრი ნაწამები, შეურაცხყოფილი, მოკლული ოჯახი დარჩა შეურაცხყოფილი, დამცირებული…
როგორ ველოდი, რომ იმ მკვლელებს და ჯალათებს, ბოდიშს მოახდევინებდით საჯაროდ, ხალხთან – თვითონ არასოდეს მოიხდიან, მათ მირალური პრინციპები არ გააჩნიათ.
უარესიც- კულტურის წარმომადგებლები, ხელივნების, მეცნიერების წარმოადგენლები- თქვენც არ მოითხოვეთ სამართლის აღსრულება, არ მოიხადეთ ვალი ხალხთან, იმ ადამიანებთან, ვინც თქვენ ასეთებად გაქციათ.
ვერაფერს მოვთხოვთ ე.წ. ‘ბომონდს’- გაუნათლებელ, დროებით ‘აღზევებულ’
ადამიანებს, თავი რომ
ელიტად მიაჩნიათ.. მაგრამ სად გაქრა ის ინტელექტი და ინტელუგენტობა, რომელიც ქვეყნის ხერხემალს ქმნის- თუმცაღა, საუცხოო ‘კრიტერიუმით’
შერჩეულ
მთავრობაში, რა მოლოდინი უნდა გქონდეს, როცა მთელი მთავრობა, უტვინო და ნახევრად ბნელი მარიონეტებით არის დაკომპლექტებული.
ერთი ბოროტი ბნელიტა მეორემ შეცვალა, სადაც გუშინდელი ბნელიტა კვლავ ზენიტშია…
შეიძლება, მოგწონდეს ან არ მოგწონდეს დღევანდელი დღე, მაგრამ, თუ დანაშაული დაუსჯელია და გუშინ ნაწყენ ხალხს ბოდიშს არ მოუხდი, არ დაგივიწყებს მის უგულებელყოფას და დაგობრუნებს, შეურაცხყოფილი ღირსების წყენას.
რასაც ჩვენ ვხედავთ და ვერ გავამტყუნებთ-
მაგრამ საუბედუროდ, გუშინ ვინც რეპრესიას აწარმოებდა, იმას დაუდგნენ გვერდში.
რამდენის თქმა მინდა და აზრს ვერ ვხედავ.
გუშინ იმდენი ვიდეო ვნახე და მასალა-
რამდენი ბერია ჰყავს დღეს საქართველოს, ‘გმირად’ დასახელებული და ‘გმირის’ როლებში, მაშინ, როცა ნამდვილი გმირები არ ჩანან არსად ან დიდი ხანია, მიასამარეს, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, ამ
ბერიებმა.
სამშობლო მიტინგზე დგომა არაა. სამშობლო ეს ყოველდღიური ყოფაა და ყოვწლდღიური ადამიანობა.
რასაც საქართველოში ვხედავთ, ეს მახინჯი რეალობაა და ასე არ უნდა იყოს.
მაგრამ
არის. ამიტომ
ვერ მივდივართ წინ. სანამ წარსულს სისხლს არ მოწენდ, არ შეხორცდება.
შეუხირცებელზე კი ჩირქი ჩნდება და განგრენა.
ზუსტად განგრენის სტადიაზეა სულ საქართველო, ყველა სფეროში და წესრიგი, კანონი, სამართლიანობაც ასეთივე, რომელსაც ერთი მარტივი სიტყვა – ხრწნა ჰქვია, კორუფციის პირდაპირი თარგმანი.
ვიხრწნებით და ყროლში ყოფნა ნეტავ, რატომ გხიბლავთ ასე.
მე მრცხვენია. რადგან ცვლილება მინდოდა, ამ 48 წლის ასაკში, დაახლოებით 31 წელი მაინც და თუ არ გამომდის, ე.ი სამშობლო
ან არ მიყვარს, ან რაღაცას არასწორად ვაკეთებ, ან, რაც უფრო სავარაუდოა- ხრწნის მოყვარულთა % მეტად აჭარბებს საღად მოაზროვნე ადამიანებს.
გახსოვთ, რამდენს მაგინებდით?
შეგიძლიათ გააგრძელოთ. მე სიმართლეს სულ ვიტყვი, არაკომფორტულია, მაგრამ უფრო არაკომფორტულია, იმ
ხრწნაში მივიღო მონაწილეობა.
და სულ მრცხვენია, ჩემი თავის, არასაკმარისი ანტი -ანთებითი რომ ვარ ჩემი ქვეყნისთვის.
იცით, დიდი ხანია, პოლიტიკაზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ ჩემი წინაპარი ხელოვანი ადამიანების კვალად, უფლება არ მაქვს, სიჩუმის და თავს ვალდებულად ვთვლი, ზოგჯერ გამოვთქვა ეს ჩემი გულისტკენა.
და ვმუშაობ, ცვლილებებზე. არ ჩანს, სახელის მოხვეჭა არ მაინტერესებს.
შედეგია მნიშვნელოვანი.
***
როდესაც პაოლო იაშვილმა მწერალთა კავშირში თავი მოიკლა, ლავრენტი ბერიამ ტიციანი დაიბარა და უთხრა: პაოლო მაინც მკვდარია, აღარაფერი დაუშავდება, შენ კი ცოლ-შვილი გყავს, რა მოხდება, დაწერე, რომ გერმანიის აგენტი იყოო.
ტიციანმა სასტიკი უარი უთხრა.
ბერია გაოცდა: როგორ, ცოლს თუ არა, შენს შვილს – ნიტას მაინც არ იბრალებ და ასე უპატრონოდ ტოვებ? ან კიდევ, რამდენი რამე გაქვსდასაწერ-გასაკეთებელიო?
ტიციანმა უპასუხა: რა აზრი ექნება ან ჩემს პოეზიას, ან შემოქმედებას, ახლა თუ ამას ხელი მოვაწერეო.
შინ დაბრუნებულმა კი 16 წლის ნიტას უთხრა: შეიძლება მე აღარ ვიყო, მაგრამ ერთი რამ იცოდე – არასდროს შეგრცხვება და არასდროს და არსად გაწითლდები, როდესაც ჩემს სახელს ახსენებენო.?
ორ თვეს ატარეს ტიციანი დაკითხვებზე, 1937 წლის 8 ოქტომბერს კი დაიჭირეს და 10 წლით, მიმოწერის უფლების გარეშე, გადასახლება მიუსაჯეს.
კარგა ხანს სჯეროდათ ნინოს და ნიტას, რომ ტიციანი ცოცხალი იყო.
ნინომ რუსულ ფილოლოგიურზეც კი ჩააბარა, რუსული კარგად რომ შეესწავლა და გადასახლებაში ქმრის ახლოს ყოფილიყო, მაგრამ წლების შემდეგ, 1958 წელს გაირკვა, რომ ტიციანი დაჭერიდან მესამე დღესვე დახვრიტეს.
შეიძლება იყოს 2 people გამოსახულება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

16:43 01-22-2026
2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
ახალი ამბები

2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

14:24 01-22-2026
თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება

14:04 01-22-2026
ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ
ახალი ამბები

ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ

14:50 01-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved