ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი პრეზიდენტის მიერ ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას ეხმიანება “პრაიმტაიმთან”:
“არცერთი წუთით არ ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებას. გულდაწყვეტილი და გაოგნებული ვარ. უგულავაც და ოქრუაშვილიც არიან ჩვეულებრივი კრიმინალები და მათ პოლიტპატიმრობასთან საერთო არაფერი გააჩნიათ.
კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს, თუნცა მეორე მხრივ პრეზიდენტის მესმის კიდეც, რადგან ეს კრიმინალები კიდევ ქვეყნის არევას გეგმავდნენ და შეიძლება საჭირო იყო ასეთი გადაწყვეტილება.
როგორც ჩანს, ჩემი შვილის მკვლელების შეწყალება იყო საჭირო, რომ მათ კიდევ ახალი უბედურება არ დაეტრიალებინათ ქვეყანაში”
კომენტარები