• რეკლამა
  • კონტაქტი
14:22, პარასკევი, 13 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ოცნების” ეს დაპირება სამართლებრივი კუთხით არის სისულელე, ხოლო პოლიტიკური კუთხით უბრალოდ ბლეფი“ – ირაკლი მელაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:22 08-23-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
370

პარალმენტის ყოფილი წევრი, ირაკლი მელაშვილი:

,,როგორც „ქართული ოცნების“ განცხადებებიდან გვესმის, პარტიას საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება იმისთვის ჭირდება, რომ გაასამართლოს „ნაციონალური მოძრაობა“ და აკრძალოს მისი საქმიანობა. საქართველოს კანონმდებლობა ამ საკითხს არეგულირებს საქართველოს ორგანული კანონით „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“. ამ კანონის მიხედვით პარტიების აკრძალვის ერთადერთ კანონიერი მექანიზმი არსებიბს, ესაა საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

საქართველოს ორგანული კანონი “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ”

„თავი IV პარტიის საქმიანობის შეწყვეტა
მუხლი 35
პარტიის აკრძალვა შეიძლება მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.“

პარლამენტს პარტიების აკრძალვის პროცესში არანაირი, არც პროცედურული და არც სამართლებრივი ფუნქცია არ გააჩნია. ამიტომ ეს განცხადება, თითქოს „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჭირდება იმისთვის, რომ ქვეყენაში „ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემა გადაჭრას, სამართლებრივი კუთხით არის სისულელე, ხოლო პოლიტიკური კუთხით უბრალოდ ბლეფი.

ისე შთაბეჭდილება რჩება, თითქოს „ ქართულ ოცნებას“ ამ განცხადებებით სურს მოსახლეობას გადააბრალოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ „ პრობლემის“ გადაუჭრელობა – ეს საქმე აქამდე იმიტომ ვერ გავაკეთეთ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ გვქონდაო. როგორც ჩანს, მომავალი არჩევნების შემდეგ აქეთ დაგვაყვედრიან, ვერ გადავჭერით “ნაცების” პრობლემა, იმიტომ, რომ საკმაო რაოდენობით ხმები ვერ მივიღეთო! ძალიან ერთუჯრედიანებზე ან აბსოლუტურად სინდის-ნამუს გაცლილ „გამპრავებლებზე“ გათვლილი ტყუილია.

P.S. თავად ამ საკითხის მთავარ წინასაარჩევნო თემად გამოტანა, რა მიზნებს ემსახურება ამაზე მილიონჯერ დაიწერა და ითქვა.

ვინც აქამდე ვერ გაიგო, ყველა არჩევნების წინ რატომ ჭირდება მმართველ პარტიას მიშას და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური „გაცოცხლება“, „არიქა ნაცები ბრუნდებიან“ ამ საკითხის მაქსიმალური აქტუალიზაცია და ამომრჩევლისთვის მიშას სახით დიდი ბუას დახატვა, იმ ხალხს რაც არ უნდა უხსნა, მაინც ხბოს აღფთოვანებით განაგრძობენ ამ სანახაობის ყურებას და ხელისუფლებისთვის ტაშის კვრას.

ინფორმაციისათვის, მსგავსი და უფრო უარესი რეჟიმების გასამართლების მექანიზმი ცივილიზებულ სამყაროში, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში (პოლომეთი, რუმიენთი) კარგა ხანია არსებობს.
ეს არის ე.წ. „სიმართლის დამდგენი კომისიიის“ შექმნა, მისი დაკომპლექტება მაღალი რეპუტაციის მქონე სამართლის ადგილობრივი თუ საერთაშორისო ექსპერტებით და მისთვის რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამოძიების ფუნქციების გადაცემა. ეს მექანიზმი 2012 წელსვე შევთავაზე მთავრობას და „ქართულ ოცნებას“. დარწმუენბული ვიყავი, რომ ამ საკითხის სამართლებრივი კუთხით გადაჭრა, ძალიან ჭირდებოდა ამ ქვეყნის აწმყოსაც და მომავალსაც, რათა დაუსჯელობის სინდრომი ამ ქვეყანაში ერთხელ და საბოლოოდ აღმოგვეფხრა, ოღონდ ვიმეორებ სამართლებრივი კუთხით გადაჭრა და არა ხელისუფლების მიერ წარსულში ჩადენილი დანაშაულებების კომპრომატებად, ოპონენტებზე პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმად გამოყენება.

დარწმუნებული ვარ, მაშინ ეს სამართლებრივი პროცესი რომ წამოგვეწყო, “სიმართლის დამდეგნი კომისია” შეგვექმნა საზოგადოებისგან მაღალი ლეგიტიმაციის და მხარდაჭერის პირობებში და სამართლებრივად შეგვეფასებინა ის უკანონობები, რაც ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს, ახლა ამ საკითხებზე საერთოდ აღარ გვექნებოდა საუბარი. არანაირი საკონსტიტუციო უმრავლესობა არც ასეთი კომისიის შექმნას ჭირდებოდა. უკვე 2014 წლისთვის ვერდიქტიც გამოტანილი იქნებოდა და ეს თემაც აქტუალობას საერთოდ დაკარგავდა. მაგრამ მაშინ ეს “ქართულ ოცნებას” და ძალოვანებს არ ჭირდებოდათ. ერთადერთი ანა დოლიძე იბრძოდა კანადიდან ამისთვის, მეილს მეილზე იწერებოდა:)))) მაგრამ რათ გინდა? ახლა ჩემში ეჭვს არ იწვევს, “ქართულმა ოცნების” ხელისუფლებამ სწორედ იმის გამოთქვა თქვა უარი ნაცების დროს მომხდარი უკანონობების სამართლებრივ შეფასების მექანიზმის შექმნაზე , რომ ყველა არჩევნებზე „არიქა ნაცები მობრუნდებიან“ თემით „ებოლებინა“ მოსახლეობა. რეალობაში კი “ქართული ოცნების” ხელისუფლების ამოცანა იყო მიშას და „ენმ-ის“სახით იოლად გასალახი „გრუშა“ (მოკრივეებისთვის დარტყმებზე სავარჯიშო ნახერხით გატენილი ჩამოსაკიდი ტომარა) და მოსახლეობის თვალში კომპრომეტირებული ძალა დაეტოვებინა მთავარ ოპონენტად.”

თეგები: ირაკლი მელაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით

11:39 11-12-2026
ახალი ამბები

“შუა დერეფანი და საქართველო” – თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა

18:51 11-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved