• რეკლამა
  • კონტაქტი
03:03, კვირა, 26 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ახლა მინდა მივმართო სწორედ ბიძინა ივანიშვილს… მე შემაშინებ?!” – ბარამიძე ივანიშვილს

ალია ავტორი - ალია
15:00 08-22-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
13,468

“ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე ბიძინა ივანიშვილის გზავნილებს ბრიფინგზე გამოეხმაურა:

“გუშინ ჩვენ ვიხილეთ ხელოვნურად და საგანგებოდ მოყვანილი, საკუთარი მომხრეების წინაშე დაჯავშნილი ბარიერის მიღმა მდგარი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ჩვენი სამშობლო თავის შპს-დ გადააქცია.

ახლა მინდა მივმართო სწორედ ბიძინა ივანიშვილს: შე მოღალატე ხიხო!

12 წელია ნაციონალური მოძრაობის გაუქმებით რომ იმუქრები, ვის გგონია რომ შეაშინებ? მიხეილ სააკაშვილს შეაშინებ? რომელსაც სიკვდილის არ შეშინებია, ჩამოვიდა საქართველოში და, როგორც პუტინის პატიმარი, ზის და ღირსებით უძღვება თავის გუნდს?

მე შემაშინებ? ნაციონალური მოძრაობის 600 000 მოხრეს და წევრს შეაშინებ, რომელმაც ეს 12 წელი გამიარა შენი ტერორის ქვეშ, როდესაც ერთადერთი რამ გქონდა მიზნად დასახული, რომ ნაციონალური მოძრაობა გაგენადგურებინა! რამდენი საქმე აღძარი, რამდენი ადამიანი გაათავისუფლეთ სამსახურიდან, რამდენს დახვდით, სცემეთ, ესროლეთ…

ვინ დააშინეთ, შე მართლა ლაჩარო და არაკაცო?! შე პუტინის მონავ, ვინ უნდა შეაშინო? ქართველი ხალხი უნდა შეაშინო, რომელსაც ერთ რამეს ჰპირდები, რომ ოპონენტებს გააქრობ? ბელორუსიად გინდა გადააქციო საქართველო? არ გამოგივა! ხმების ორ მესამედს კი არა, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხისგან ძალიან დიდ პანღურს მიიღებ, იმიტომ რომ შენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს შენი ხელისუფლება გამდიდრდა და ხალხი გაღარიბდა, იმიტომ რომ ყველა დანაპირები ტყუილი აღმოჩნდა, იმიტომ რომ ქართველი ხალხი გადააგდე, იმიტომ რომ სიღარიბის გამო, 800 000 ქართველი გავიდა ქვეყნიდან, იმიტომ რომ საქართველო ქართველებისგან დაცალე და მოღალატეებითა და ჯაშუშებით გაავსე. იმიტომ რომ შენს გაქსუებულ ჩინოვნიკებს ასობით ათასის ღირებულების საათი უკეთიათ მაჯაზე, ზუგდიდში კი ბავშვები იწვებიან, რადგან დენი არა აქვთ, შენ და შენს მონებს კი ბიტკოინის ქარხანაში უფასო დენი გაქვთ!

იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ადამიანებს პერსპექტივა არა აქვთ, იმიტომ რომ ეს ხელისუფლება კრიმინალებს შეერწყა, იმიტომ რომ გგონია, რომ ეს ქვეყანა, ჩვენი სამშობლო, დიახაც რომ ქრისტიანული, უძველესი ევროპული ცივილიზაციის, შოთა რუსთაველის, ილიას, დავით აღმაშენებლის, ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას ქვეყანა ლუკაშენკოს ქვეყანა და შენი ორღობე გგონია!

ძალიან მაგრად ცდები და გპირდები, რომ ქართველი ხალხი ერთ მუშტად შეიკვრება და არ გაპატიებს ჩადენილ დანაშაულს.

ჩვენ არ გემუქრებით, რადგან როდესაც გავიმარჯვებთ, ჩვენ არ ვაპირებთ შენზე შურისძიებას, განსხვავებით შენგან, ჩვენი მიზანი ოპონენტის განადგურება არ არის.

ჩვენი მიზანი არის და იქნება საქართველოს ფეხზე დაყენება, რადგან საქართველო გვიყვარს. მეგობრებს ზურგს კი არ შევაქცევთ, როგორც შენ ეს გააკეთე, რომ დავრჩენილიყავით რუსეთის პირისპირ, რაც არის პუტინის გეგმის შესრულება და ამიტომ ხარ მოღალატე, არამედ ჩვენ კვლავ აღვადგენთ მეგობრობას აშშ-თან, ევროკავშირთან, კვლავ დავაყენებთ საქართველოს აღმავლობისა და მშვიდობიანი კეთილდღეობის გზაზე, ჩვენ არ გვეცლება შენს სადევრად, უბრალოდ, კეთილს ინებებ და მოიტან მოპარულ მილიარდებს, რომელსაც მოვახმართ პენსიის გაზრდას, ჩვენს პედაგოგებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს, ახალგაზრდებს, მოვახმართ იმას, რომ საშუალო და წვრილი ბიზნესს დავეხმაროთ, რათა ქვეყანა კი არ დაიცალოს, სტიმულირება მოვახდინოთ შობადობის, რომ ამაყი და ჩვენი ქვეყნის გამაძლიერებელი ქართველები დაიბადონ ჩვენს ქვეყანაში.

ასე რომ არაფერი შეგეშალოს: საქმე გაქვს მიხეილ სააკაშვილთან, ნაციონალურ მოძრაობასთან და ქართულ, პატრიოტულ საზოგადოებასთან, რომელიც შენნაირ მოღალატეებს თავს არ დაუხრის და ამიტომ 26 ოქტომბერს ელოდე დიდ პანღურს ქართველი ხალხისგან – ეს არის ჩვენი პასუხი!”, – განაცხადა “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ ბრიფინგზე.

,,ოდიშინიუსი”

თეგები: გია ბარამიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად

15:39 10-24-2025
,,რა არის Agentic AI და მისი როლი ბიზნესში’’ –  თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება
ახალი ამბები

,,რა არის Agentic AI და მისი როლი ბიზნესში’’ – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება

15:09 10-24-2025
თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება, ფულის მითვისება – ფინანსურმა პოლიციამ “ბრიტანულ–ქართული აკადემიის” საქმის გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება, ფულის მითვისება – ფინანსურმა პოლიციამ “ბრიტანულ–ქართული აკადემიის” საქმის გამოძიება დაიწყო

10:00 10-24-2025
თიბისის საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი კონსპექტები – რთული იდეების მარტივი ახსნა
ახალი ამბები

თიბისის საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი კონსპექტები – რთული იდეების მარტივი ახსნა

15:48 10-23-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved