• რეკლამა
  • კონტაქტი
16:49, ორშაბათი, 13 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

” 31 სახლი გაძარცვეს” – საბერძნეთში 9 ქართველი დააკავეს –

ალია ავტორი - ალია
17:46 05-15-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
66

საბერძნეთის პოლიციამ ათენში 9 ქართველი დააკავა, 8 მამაკაცი და ერთი ქალი. მათ ბრალი ედებათ კრიმინალური დაჯგუფების შექმნასა და წლების განმავლობაში ათენში საცხოვრებელი სახლების ძარცვაში. პოლიციის ინფორმაციით, ნივთმტკიცებულების სახით ამოღებული ნაძარცვის საერთო ღირებულება 150 ათას ევროს აღწევს. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

როგორც იუწყებიან, ბერძენი სამართალდამცველები 3 წლის განმავლობაში უთვალთვალებდნენ კრიმინალურ დაჯგუფებას. მათი ინფორმაციით, დამნაშავეებმა 31 სახლი გაძარცვეს ათენის ტერიტორიაზე. ოფიციალური ცნობით, სახლების შესახებ ინფორმაციას ისინი, ძირითადად, მომვლელი ქალებისგან იღებდნენ. სავარაუდოდ, დაკავებული ერთი ქალიც მომვლელად მუშაობდა ოჯახში.

გამოძიების ცნობით, დაჯგუფებას ჰქონდა სპეციალური გასაღები, რომლითაც ყველა კარის საკეტს ადვილად აღებდნენ. ჩხრეკის დროს ამოღებულია ძვირფაასეულობა, საათები, მობილური ტელეფონები, ტექნიკა, კომპიუტერები და სხვადასხვა აქსესუარი. ნაძარცვის საერთო ღირებულება, გავრცელებული ინფორმაციით, 150 000 ევრომდეა. ნაღდი ფულის სახით პოლიციამ 6500-მდე ევრო ამოიღო. საუბარია, აგრეთვე, 3 მოპარულ მანქანაზე.

პოლიციის თანახმად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი 3 წლის წინ შეიქმნა და მის წევრებს ფუნქციები ჰქონდათ განაწილებული.

დაკავებული 9 ქართველი ამჟამად პროკურატურაში იმყოფება და სასამართლო პროცესის დაწყებას ელოდება.

წყარო: star.gr

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო

16:31 07-13-2026
ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved