• რეკლამა
  • კონტაქტი
20:33, ხუთშაბათი, 21 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სიცოცხლის შანსი მოგვცა – ასეთი ოპერაციის ჩატარება მსოფლიოს წამყვან ქირურგებს შეშურდებოდათ” – ლია აბესაძე

ალია ავტორი - ალია
16:13 08-20-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,385

“ალიას” ესაუბრება ცნობილი ქართველი კარდიოლოგის გია აბესაძის და – ლია აბესაძე, რომელსაც, სურს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს მკითხველს.

ლია აბესაძე, რომლის მეუღლესაც ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა ნიუ ჰოსპიტალსის კლინიკაში, გვიყვება:

– ორი წლის წინ, ჩემი ოჯახი დადგა უმძიმესი განსაცდელის წინაშე – მეუღლეს დაუდგინდა ავთვისებიანი სიმსივნე საჯდომ კუნთზე. თავიდან მარცხენა მხარეს  იტკივებდა მხოლოდ. შეიძლებოდა ზოგს ყურადღებაც არ მიექცია, მაგრამ მეც სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი ვარ, ექთანი ვარ, ჩემი ძმა ექიმია. სასწრაფოდ გადავუღეთ ექოსკოპია, სადაც ექიმმა იეჭვა სიმსივნეზე და ე.წ. კატეზე გაგვიშვა გადასამოწმებლად. სამწუხაროდ, დადასტურდა ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი და ჩატარდა პირველი მასშტაბური ოპერაცია, რადგან სიმსივნე დიდი ზომის იყო.

გავიდა დრო, ცხადია, მუდმივად ვამოწმებდით ჯანმრთელობის მდგომარეობას. ჩაიტარა ქიმიოთერაპია, სხივებითაც უმკურნალეს და ვზეიმობდით გამარჯვებას, მაგრამ სამწუხაროდ, ზეიმი ნაადრევი აღმოჩნდა. ორი წლის შემდეგ, განვითარდა რეციდივი, ამჯერად უკვე სიმსივნე მარჯვენა კუნთზე აღმოჩნდა. მდგომარეობას ისიც ამძიმებდა, რომ სიმსივნე, გარდა იმისა, რომ დიდი ზომის იყო, უკვე აწვებოდა შინაგან, სიცოცხლისთვის აუცილებელ ორგანოებს, ახლოს იყო თირკმელთან, პანკრეასთან

ოპერაციისას რისკი საკმაოდ მაღალი იყო. თუმცა, ოპერაციის გარეშე, შანსი საერთოდ აღარ გვრჩებოდა და აუცილებლად უნდა გაეკეთებინა ვინმეს ოპერაცია. ჯერი ონკო–ქირურგ ნოდარ ჩხიკვაძეზე შევაჩერეთ, რომელმაც ძირფესვიანად გამოიკვლია მდგომარეობა ოპერაციამდე.

აქვე ისიც უნდა ვთქვა, რომ ამდენი წელია სამედიცინო სფეროში ვტრიალებ და არასოდეს მინახავს ასეთი ყურადღებიანი ექიმი, გულისყურით რომ გისმენს და თბილად რომ მოგმართავს, ეს ერთი ამბავია და ექიმი, ასე დაგყვებოდეს პაციენტს კაბინეტიდან კაბინეტში, კვლევიდან კვლევაზე, გაკვალიანებდეს, გამხნევებდეს, მართლა არასოდეს მინახავს. როგორც წესი, ასისტენტებს ავალებენ ხოლმე ასეთი ტიპის საქმეს, ბატონი ნოდარი კი ამასაც პირადად აკეთებდა და დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი მეუღლის განკურნებაში, მისი, როგორც ადამიანის ქცევასაც არანაკლები ადგილი უკავია. ჩართო მკურნალობის დაგეგმვაში უროლოგი, კლინიკური ონკოლოგი, ანგიოქირურგი, ძალიან რთული ოპერაცია იყო დასაგეგმი, საქმე ეხებოდა ყოფნა–არყოფნას, რადგან სიმსივნე თითქმის ეხებოდა ვენას.

ყველა ამბობდა, რომ ოპერაცია კი, აუცილებელია, და ყველაზე ქმედითი გზაა, ამ შემთხვევაში, მაგრამ ასევე ძალიან სარისკოა და ზოგი ექიმი, გვირჩევდა, ქიმიოთერაპია გვეცადა. ამ შემთხვევაში, ქიმიოთერაპია ვერ დაგვეხმარებოდა დიდი ხნით და ოპერაცია თუ ვერ გაკეთდებოდა, ეს განაჩენის ტოლფასი იქნებოდა.

ბატონმა ნოდარმა დაგეგმა ოპერაცია და ბრწყინვალედ ჩაატარა, ისე გამოყო სისხლძარღვიდან სიმსივნე, სხვა ორგანოები, არც უროლოგის და არც ანგიოქირურგის ჩარევა აღარ დასჭირვებია. ურთულესი ოპერაცია შეასრულა, ალბათ, ასეთი ოპერაციის ჩატარება, მსოფლიოს წამყვანი კლინიკების ქირურგებსაც შეშურდებოდათ და ჩემი მეუღლის სიცოცხლე ჩამაბარა, დამიბრუნა. პოსტოპერაციული პერიოდი წავიდა ზუსტად ისე, როგორც მითხრა, როგორც შეეფერებოდა ამ ოპერაციის სიმძიმეს. ოპერაციიდან 5 დღეში ოჯახში დავბრუნდით.

7 ივნისს გაკეთდა ოპერაცია და მას შემდეგ ყოველდღიურ კონტაქტზეა ჩვენთან,  ყოველ დღე იცის პაციენტის მდგომარეობა, ვიტარებთ კვლევებს, ვამოწმებთ ოპერაციის შემდგომ ჯანმრთელობის მდგომარეობას, ცხადია, დიაგნოზს რა შეგვიცვლიდა, მით უფრო, როცა რეციდივი იყო, დიაგნოზი იგივეა, მაგრამ საერთოდ ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია და სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმაში. სიცოცხლის შანსი მოგვცა ბატონმა ნოდარმა და ამ შანსს აუცილებლად გამოვიყენებთ. ჩემი მეუღლე უკვე ცხოვრების ნორმალურ, ჯანსაღ რეჟიმს უბრუნდება. საბედნიეროდ, საქართველოში ნამდვილად გამორჩეული ქირურგები გვყავს, ამიტომაც არ წავედით სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში. ასევე, მინდა დიდი მადლობა ვუთხრა მთელ პერსონალს, ზრუნვისთვის, ყურადღებისთვის.

ცალკე აღნიშვნის ღირსია სისუფთავე, როგორც უკვე ვთქვი, ექთანი ვარ და პროფესიული თვალით ვუყურებ ყველა კლინიკას, სუნითაც ვხვდები უკვე, სად რა სისუფთავე შეიძლება დამხვდეს, იდეალური მდგომარეობა დამხვდა ნიუ ჰოსპიტალსში, ყველაფერი სტერილური, პაციენტზე მორგებული, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი.

დიდი მადლობა ნოდარ ჩხიკვაძის ასისტენტებს ამ ურთულესი ოპერაციისას: დავით ჩეჩელაშვილს, ანზორ ლაგვილავას, ასევე დიდი მადლობა ანესთეზიოლოგ–რეანიმატოლოგს პაატა გოგორიშვილს.

ბატონ ნოდარზე, გაუჩერებლად შემიძლია ვისაუბრო, მართლა ზებუნებრივი ნიჭის პატრონია, ყოველ ჯერზე, რამდენჯერაც ვესაუბრები, ვფიქრობ, გაიხაროს შენმა გამზრდელმა.

(R)

თეგები: ნიუ ჰოსპიტალსინოდარ ჩხიკვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე მომსახურების ახალ სტანდარტს ამკვიდრებს საქართველოში

17:54 08-21-2025
შენ არასდროს ივლი მარტო – გიორგი მამარდაშვილი x თიბისი
ახალი ამბები

შენ არასდროს ივლი მარტო – გიორგი მამარდაშვილი x თიბისი

15:14 08-21-2025
“გურმან აკადემია”- სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“გურმან აკადემია”- სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:17 08-21-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა –   სავალუტო კონვერტაციების დინამიკის შეფასება
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – სავალუტო კონვერტაციების დინამიკის შეფასება

11:12 08-21-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved