• რეკლამა
  • კონტაქტი
01:45, ოთხშაბათი, 6 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კრემლში დაბნეულობაა ორ საკითხთან მიმართებით” – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
02:05 08-17-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
13,196

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:

უკრაინული შეტევა კურსკისა და ბელგოროდის ოლქებზე [შეჯამება | 16.08.2024]:

– ბოლო 10 დღეში უკრაინელებმა დაახლოებით იმდენივე ტერიტორია დაიკავეს კურსკის ოლქში, რამდენიც რუსებმა უკრაინაში მთელი 2024 წლის განმავლობაში.

– კურსკის ოლქში ძალიან ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს კორენოვოში, რომელიც თავის მხრივ რაიონული ცენტრია. შეტაკებები არამხოლოდ ქალაქის შემოგარენში არამედ უშუალოდ დასახლებაში გრძელდება. რუსული სამხედრო ნაწილები, რომლებიც კორენოვოს მიმართულებით გადაადგილდებოდნენ წუხელ საარტილერიო დარტყმის ქვეშ მოყვნენ. თავად რუსები წერენ, რომ კორენოვოსათვის ბრძოლა კრიტიკულ ფაზაშია შესული. უკრაინელები დასახლებას დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან ერთდროულად უტევენ.

– ბოლო 48 საათია უკრაინელები კურსკის ოლქში განსაკუთრებით აქტიურად ნადირობენ რუსულ ლოჯისტიკურ მანქანებზე, რომელთაც საკვები, წყალი, ტყვია-წამალი და საწვავი მიაქვთ ფრონტის ხაზზე. ამ ყველაფრის გარეშე ნებისმიერი ტექნიკა გამოუსადეგარია და ნებისმიერი სამხედრო უუნარო და დემოტივირებული. ბრძოლას იგებენ სამხედროები, ომს კი ლოჯისტიკა.

– უკრაინულმა დარტყმებმა შედეგი გამოიღო: მდინარე სეიმზე პირველი და ყველაზე გამტარუნარიანი ხიდი ჩაირღვა გლუშკოვოსთან. თავის მხრივ, გლუშკოვო კიდევ ერთი რაიონული ცენტრია. ამ, მონაკვეთში სულ სამი ხიდი იყო. ორი უფრო მეტად გამტარუნარიანი. მეორე ხიდის დაბომბვა უკვე აქტიურად მიმდინარეობს და სავარაუდოა, რომ მისი განადგურებაც მალე მოხდება. ამის შემდეგ რუსულ დანაყოფებს ტეტკინო-გლუშკოვოს მონაკვეთზე გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ: ან უნდა დატოვონ ეს ტერიტორია და უკრაინულ კონტროლს დაუქვემდებარონ, ან ოპერატიულ ალყაში მოექცნენ და ბოლომდე ბრძოლა გაუმართონ. ამ ტერიტორიის ბედი მომდევნო დღეებზე იქნება დამოკიდებული.

– უკრაინელებმა სნაგოსტისათვის ბრძოლა მოიგეს. რუსების მცდელობა დაებრუნებინათ დასახლება ჩავარდა. უკრაინელებმა შეტევა მდინარე სეიმის მიმართულებით განავითარეს და ძალიან ახლოს არიან სანაპიროსთან.

– სუჯას სამხრეთით უკრაინელები აქტიურად უტევენ გირი-ბელიცას მონაკვეთს. რუსები დიდ ძალებს ახმარენ გირის შენარჩუნებას. უკრაინელების მიერ მისი დაკავება რუსული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავდაცვის ზღუდის გარღვევას და ცენტრალური გზის კონტროლს მოასწავებს.

– უკრაინელებმა სუჯაში ლენინის ძეგლი ჩამოაგდეს.

– იმ დასახლებებიდან, რომლიდანაც რუსებმა გაასწრეს, გაქცევამდე ყველგან ჩამოხსნეს პუტინის პორტრეტები.

– სამხედრო შემფასებლები ერთდროულად თანხმდებიან, რომ კრემლში დაბნეულობა შეინიშნება მინიმუმ ორი საკითხთან მიმართებით:

1. საიდან უნდა მოიყვანოს რუსეთმა თავისუფალი რეზერვები, რომლითაც უკრაინულ შემტევ ინიციატივას ჩაახშობენ (დონეცკიდან ძირითადი და ყველაზე ბრძოლისუნარიანი ნაწილების მოხსნა არაფრის ფასად არ უნდათ)?

2. ვინ ვის ენდობა რუსულ არმიაში და ხომ არ შეეცდებიან ერთმანეთს დააბრალონ წარუმატებლობა?

ამ მეორე კითხვაზე პასუხი ძალიან საინტერესოა: რუსეთის გენშტაბში ახლა არიან ადამიანები (მათ შორის უფროსი გერასიმოვი), ვისაც ბრალდება კურსკის ჩავარდნა. მაგრამ მათ არავითარი მოტივაცია არ აქვთ ახალ სარდლობას (რომლებიც უშიშროებიდან არიან დანიშნული) წარმატების საშუალება მისცენ და თავიანთი უუნარობა კიდევ უფრო მეტად წარმოაჩინონ.

პოლიტიკური თვალსაზრისით იმის თქმა შეიძლება, რომ პუტინის მუქარებისა და წითელი ხაზების კასკადი რეალურად უსაფუძვლო გამოდგა, ხოლო ომიდან მესამე წელს ომი რუსეთში მიმდინარეობს. ეს კი მის პოზიციასაც ასუსტებს და შიდა დაძაბულობასაც ზრდის.

– იმდენად ბევრი წვევამდელი ბარდება უკრაინელებს კურსკის ოლქში, რომ კრემლში შიშობენ ამ ყველაფერმა პრობლემები არ გამოიწვიოს. ამაზე თავად რუსი პროპაგანდისტები საუბრობენ და ამბობენ, რომ თუკი სამხედროების, მოხალისეებისა და მობილიზებულების დედები ბევრს არ ჩიოდნენ, 18 წლის წვევამდელებზე ყველა ჩივის. 1996 წელს ელცინის მიერ ჩეჩნეთში ომის შეწყვეტის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ წვევამდელების განადგურება და დატყვევება იყო.

– წუხელ აქტიურად დაიბომბა ყირიმი. აფეთქებები განხორციელდა ფეოდოსიაში, ქერჩსა და სევასტოპოლში. ხოლო ყირიმის ხიდზე მოძრაობა შეწყდა. საპატიმროში მყოფი რუსი ტერორისტი იგორ გირკინი წერს, რომ უკრაინელებმა შესაძლოა ძირითადი დარტყმა ყირიმის მიმართულებაზე განახორციელონო და კურსკი მხოლოდ სატყუარააო. გირკინი სწორედ თავისი ანლიზებისა და გენშტაბის კრიტიკის გამო დააკავეს 2023 წელს. კრემლს კრიტიკოსები არ უყვარს. შეგახსენებთ, გირკინი 2014 წლის ივლისში დონეცკის ოლქში მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდების ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილია.

გირკინის ვერსიას რომ დავუჯეროთ ტექნიკურად ყირიმში საზღვაო დესანტზე საუბარი ალბათ ნაკლებსავარაუდოა. თუკი ყირიმი მართლაცაა უკრაინელთა სამიზნე მაშინ მასთან მიღწევა ზაპორიჟიას ოლქის გადაჭრით უნდა მოხდეს, რაც წინა წელს არ გამოვიდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლა – მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები

20:19 05-05-2026
სტადირების „ბირთვი” და რადიოლოგიური “რუკა” – რადიოლოგიის როლი ონკოლოგიაში
ახალი ამბები

სტადირების „ბირთვი” და რადიოლოგიური “რუკა” – რადიოლოგიის როლი ონკოლოგიაში

16:29 05-05-2026
“ზოგი ოპერაციის დღესვე სამსახურში მიდის” – რა რისკებთანაა დაკავშირებული ვარიკოზი და როგორ მკურნალობენ მას?
ახალი ამბები

“ზოგი ოპერაციის დღესვე სამსახურში მიდის” – რა რისკებთანაა დაკავშირებული ვარიკოზი და როგორ მკურნალობენ მას?

15:25 05-05-2026
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან  საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
ახალი ამბები

თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში

14:43 05-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved