• რეკლამა
  • კონტაქტი
01:11, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ტაძრის ეზოში ქალი შერბის… ჯიბიდან ხელყუმბარას იღებს… აფეთქების ადგილას ხუთი გვამია…” – რას წერს მეგი გორიციძე

ალია ავტორი - ალია
16:32 08-16-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
364
ყოფილი პარლამენტარი, მეგი გოცირიძე:
31 წლის წინ, აფხაზეთში, სოფელ კამანში, საშინელი ტრაგედია დატრიალდა. აფხაზურმა მხარემ, რომლის შემადგენლობაშიც რუსეთის რეგულარული არმიის მებრძოლები, ჩრდილო-კავკასიელი ბოევიკები და კაზაკები შედიოდნენ, 2 ივლისს, ტამიშში დესანტის გადმოსხმის და 1993 წლის 5 ივლისს, გუმისთაზე შეტევის შემდეგ, დაიკავეს სოფელი კამანი, რომელიც ცნობილი იყო წმ. ვასილისკოს სახელობის მონასტრით. სოფელში,ძირითადად, სვანები სახლობდნენ, რომელთაც 1992 წლის აგვისტოში, ომის დაწყებისთანავე შექმნეს მცირერიცხოვანი საბრძოლო ჯგუფი, რომელსაც სათავეში ზაზა პაკელიანი ჩაუდგა. იმ პერიოდისთვის 23-ე ბრიგადა არ არსებობდა, კამანის მებრძოლთა ჯგუფი, ტანკსაწინააღმდეგო ბატალიონის მზვერავთა ასეულში ირიცხებოდა, შემდგომ კი 23-ე ბრიგადის მე-8 ბატალიონის, მე-3 ასეულად ჩამოყალიბდა.
??1993 წლის 5 ივლისის ფართომასშტაბიანი შემოტევა, კამანელებისთვის, მოულოდნელი არ ყოფილა. წინა დღეს, მტრის დესანტმა, სოფელ ახალშენსა და „ზეგანის“ მთაზე განახორციელა შეტევა. ახალშენი აიღეს, „ზეგან“-ში დესანტი დასხეს, მაგრამ ძლიერი წინააღმდეგობის გამო, დამატებითი ძალები არ დაახმარეს. ქართველებმა, ერთი ვერტმფრენი იმ დროს ჩამოაგდეს, როცა დესანტი მიწაზე ეშვებოდა. ამ დესანტიდან უკან გამობრუნებული ერთ-ერთი მებრძოლი, კამანელებმა, ტყვედ აიყვანეს და აიძულეს, ინფორმაცია მიეცა_ გაირკვა, რომ ზემო ეშერაში განლაგებული იყო გენერალ ლებედის სპეცდანიშნულების 1500 კაციანი რაზმი, რომელიც მეორე დღეს, 5 ივლისს, სამად დაიყოფოდა და მასშტაბური იერიშით აიღებდა კამანს, შემდეგ შრომას და იქ დაიკავებდა პოზიციებს. შრომა მაღლობზეა და შრომის აღების შემდეგ სოხუმის აღება ძალიან ადვილი გახდებოდა.
??ამ ვითარებაში, კამანელებისთვის სოფელში დარჩენა სიკვდილის ტოლფასი იყო, თუმცა, არც ერთ მათგანს უფიქრია გაქცევა, პირიქით, მებრძოლებს მათი მეუღლეები, დები გვერდით დაუდგნენ და ბრძოლაში მათ ტოლს არ უდებდნენ.’’ ტაძრის ეზოში ქალი შერბის, სამხედრო ფორმა აცვია. მდევარი გზას უღობავს. ქალი ხელიდან უსხლტება. ცდილობს, სამრეკლომდე მიაღწიოს. მიშველეთო_გული ყელში ებჯინება. ბოევიკების ფეხის ხმა და ქოშინი გარკვევით ესმის. სამრეკლოსთან ძალა ელევა. გრძნობს, მკლავში სწვდებიან…ოღონდაც ტყვეობა არა! ფიქრობს… ქალი ჯიბიდან ხელყუმბარას იღებს. სანამ მდევრები გონს მოსვლას მოასწრებენ, ყუმბარა ფეთქდება. აფეთქების ადგილას ხუთი გვამია: ბოევიკების და მერი პაკელიანის!’’_ასე იხსენებენ კამანელი ქალბატონის, მერი პაკელიანის გმირობის ამბავს, რომელიც თავისი მეუღლის, ალექსანდრე გამსახურდიას გვერდით, კამანის დასაცავად ბოლომდე იდგა!
??კამანისთვის ბრძოლას შეეწირა 22 წლის სვანი ვაჟკაცი, ზურაბ გურჩიანიც, რომელმაც, მშობლების დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, არ დატოვა ბრძოლის ველი: ’’ ვაჟკაც კაცს არ შეშვენის „ვაი“ და „ვუი“, პირიქით, ისე მოიქეცი, ომში კი არა, სადმე, ლხინში გეგულებოდეს ჩემი თავი. მე თუ მკითხავ, ყველაზე მთავარი საქმე ქართველი კაცისთვის, ეს არის აქ დგომა და უტეხი ხალხის დაცვა. მე ამას ქართველი კაცის ვალად ვთვლი. ისტორიკოსი კაცი ხარ და გეცოდინება, ხალხი, ვინც იარაღით ხელში იბრძოდა სამშობლოსათვის, გმირებად იქცნენ, ხოლო ისინი, ვინც ამ ომს გაექცა, ლაჩრებად მოინათლნენ. მე არ მინდოდა ლაჩარი მრქმეოდა. არც შენ გაგეხარდება, ვიცი, ლაჩარი შვილის ყოლა. ჰოდა, მოხრილად კი არა, წელში გამართული უნდა დადიოდე, რომ არ ავირჩიე ლაჩარი მრქმეოდა…’’ ფრონტის წინა ხაზიდან სწერდა მამას ზურაბ გურჩიანი…
??მტერმა არც მონასტრის წინამძღვარი, მღვდელმონაზონი ანდრია (ყურაშვილი) დაინდო; მტრის კითხვაზე_ვისია ეს მიწაო, რომელზედაც აფხაზები ელოდნენ პასუხს_ქართველებისო, ბერმა უპასუხა: ეს მიწა ღვთისააო’’, რის გამოც იგი ეკლესიის ეზოში სიცოცხლეს გამოასალმეს! მათ არც მონასტრის აღმდგენი, ეროვნებით აფხაზი, სამაგალითო მამულიშვილი, იური (გიორგი) ანუა დაინდეს_კონდახის ცემით გამოიყვანეს ტაძრიდან და სადღაც წაიყვანეს, მას შემდეგ, იგი, არავის უნახავს. ანუას ოჯახიც_მეუღლე, დღეს უკვე მონაზონი მარიამი და ქალიშვილი მანანა, ტყვეობაში ჰყავდათ. რამოდენიმე თვის შემდეგ, ოჯახის წევრებმა, მხოლოდ თბილისში შეიტყვეს, რომ იური ანუა დაუხვრეტიათ.
??კამანში იყო ხანდაზმულთა და ინვალიდთა პანსიონატის ორსართულიანი, კაპიტალური კორპუსი, რომელიც კამანელებმა გამოიყენეს, როგორც შტაბი და ყაზარმა. ამ კორპუსის კიბეებიდან უტევდა მტერი დერეფნის ბოლოში გამაგრებულ კამანელებს. თავგანწირული ბრძოლის მიუხედავად, საკუთარი სოფლის შენარჩუნება, კამანელებმა, ვერ შესძლეს…
??აფხაზებმა სოფელში გადარჩენილი ქართველები ტყვედ აიყვანეს.
??ტყვეთა შორის დაჭრილი ვლადიმერ კახიანის გარდა, კიდევ ორი მამაკაცი იყო_ვალო ჩხეტიანი და სერგო მუშკუდიანი, რომლებიც აფხაზებს ყოველ დილით გაჰყავდათ და ჩვენს დაღუპულ ბიჭებს ასაფლავებინებდნენ. უკან მობრუნებულებს, ტყვედ მყოფი ქალები ეკითხებოდნენ, ვინ ნახეთ, ვინ დაასაფლავეთო, ისინი კი დუმდნენ, ხან ატყუებდნენ, ვერ ვიცანითო, ან იქ მყოფთა ნათესავებს არ ასახელებდნენ, რადგან ზოგი მათგანის შვილები მიაბარეს მიწას!..
??კვირის ბოლოს, 11 ივლისს ჯერ ვლადიმერ კახიანი გაიყვანეს, შემდეგ_ვალო ჩხეტიანი და სერგო მუშკუდიანი…
??გადმოსვენების დღეს, თვეზე მეტი ხნის შემდეგ, კამანელებს, ეს სამი ადამიანი დაუსაფლავებელი დახვდათ… აფხაზებმა დახვრიტეს და დატოვეს. ზაზა პაკელიანის ცხედარი, კორპუსიდან ორასიოდე მეტრში, ბერძენ მოხუც ცოლ-ქმარს უნახავს და თავიანთ ეზოში დაუსაფლავებიათ, რის გამოც, აფხაზებმა ეს მოხუცი კაციც დახვრიტეს. ზაზასთან ერთად გადმოსული თამაზ ჩხეტიანის გვამი ნაპოვნი არ არის! აფხაზების თქმით, ერთ-ერთ სახლიდან, მთელი დღის განმავლობაში ისროდა ვიღაც, ბოლოს, სახლი აუფეთქებიათ…
??ასე ტრაგიკულად დასრულდა კამანის და კამანელი გმირების ისტორია.
??დიდება გმირებს!
??კამანში დაღუპული გმირები:
?მღვდელმონაზონი ანდრია (ყურაშვილი)
?იური (გიორგი) ანუა
?ზაზა პაკელიანი
?მერი პაკელიანი
?ავთო კახიანი
?ვლადიმერ კახიანი
?ელგუჯა გვიჩიანი
?ადამ(ედიკა) გვიჩიანი
?გოგი გურჩიანი
?ზურაბ გურჩიანი
?მალხაზ კახიანი
?ალექსანდრე გამსახურდია
?ვალო ჩხეტიანი
?ეგნატე კვიციანი
?ზური გიორბელიძე
?ჩხეტიანი მერაბი
?მურთაზ ჩხეტიანი
?ინდიკო ჩხეტიანი
?რევაზ კვანჭიანი
?შოთა კვანჭიანი
?გუნდიერ გულედანი
?გენადი გადრანი
?თამაზ ჩხეტიანი
?ანზორ სუბელიანი.
თეგები: მეგი გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved