• რეკლამა
  • კონტაქტი
01:45, ორშაბათი, 26 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მინიშნებაა, რომ კომუნიკაციების კომისია წინასაარჩევნოდ რუსული კანონის კრიტიკის ჩახშობის აქტორი იქნება – GDI “მთავარი არხის” დაჯარიმებაზე

ალია ავტორი - ალია
13:42 08-16-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
106

“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” [GDI] განცხადებაში, კომუნიკაციების კომისიის მიერ, “მთავარი არხის” დაჯარიმებასთან დაკავშირებით, წერია:

“2024 წლის 15 აგვისტოს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ “მთავარი არხი” არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსების საფუძვლით  2500 ლარით დააჯარიმა.

საქმე ეხება მთავარი არხის ეთერში განთავსებულ  ორ ვიდეორგოლს. პირველ ვიდეორგოლში ნახსენებია, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია ნაკლებად პოპულარული იყო ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში, თუმცა სამოქალაქო სექტორის კვლევით დამტკიცდა, რომ ეს ყველა რეგიონზე არ ვრცელდება და სტერეოტიპების დარღვევას ეთნიკურად აზერბაიჯანული მედია ებრძვის. ვიდეორგოლის ბოლოს აღნიშნულია: „რამდენადაც მარტივია მაგალითების პოვნა რა სიკეთე მოუტანა დასავლურმა ცოდნამ და დახმარებამ სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში, იმდენად მარტივია დანახვა რა საფრთხე დაემუქრა საზოგადოების ყველა ნაწილს „რუსული კანონის“ ამოქმედებით.“ რაც შეეხება მეორე ვიდეორგოლს, მასში ნიაზ დიასამიძის სიმღერის ფონზე ნაჩვენებია კადრები რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციებიდან, რის შემდეგაც ჩანს ლოგო: “კი – ევროპას, არა- რუსულ კანონს”.

კომისიის განმარტებით, აღნიშნულ ვიდეორგოლებში ნეგატიურ კონტექსტშია წარმოჩენილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი და მოხსენიებულია, როგორც “რუსული კანონი”. კომისიის მოხსენებითი ბარათის თანახმად, “ცნობილია, რომ კანონის ინიციატორი და მიმღები იყო მმართველი პარტია და შესაბამისად ვიდეორგოლის მიზანია „ქართული ოცნების” არჩევის ხელშეშლა მომავალ არჩევნებში.“  ამდენად, კომისიის აზრით პრობლემურია კანონის “რუსულად” მოხსენიება, მაშინ როდესაც მისი იურიდიული დასახელება განსხვავებულია. ამავდროულად, კანონის “რუსულად” მოხსენიებით იგი ნეგატიურად წარმოაჩენს მმართველ პარტიას, რომელმაც კანონს დაუჭირა მხარი.

მთავარი არხის განმარტებით, სადავო ვიდეორგოლები განთავსებული იყო არა პოლიტიკური, არამედ სოციალური რეკლამის სტატუსით, რომლის მიზანიც იყო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხზე, განსაკუთრებით კი ევროინტეგრაციაზე ყურადღების გამახვილება. მათი მოსაზრებით ვიდეორგოლები ვერ ჩაითვლება პოლიტიკურად ვინაიდან მასში არაა  ნაჩვენები/ნახსენები არც ერთი პოლიტიკური პარტია. “მთავარი არხის” წარმომადგენლემა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ კანონი თავად მას, მაუწყებელსაც ეხება და შესაბამისად მაუწყებელს სრული უფლება აქვს დააფიქსიროს საკუთარი სარედაქციო პოზიცია/აზრი ამ კანონთან დაკავშირებით, მათ შორის მას უწოდოს “რუსული”, ხოლო დაუშვებელია კომუნიკაციების კომისია ჩაერიოს გამოხატვის შინაარსში.

აღსანიშნავია, რომ სხდომაში მონაწილეობა მიიღეს GDI-ს წარმომადგენლებმაც, რომლებმაც განმარტეს, რომ ვიდეორგოლები არ ექცევა კანონმდებლობით გათვალისწინებული პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის ცნებაში და ის წარმოადგენს სოციალურ რეკლამას. მიგვაჩნია, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მედიებისათვის ცენზურის დაწესება “რუსული კანონის” ხსენებისათვის, არის ავტორიტარული რეჟიმის კიდევ ერთი გამოვლინება იმ მთავარი გზავნილით, რომ მაუწყებლებმა აღარ გააკრიტიკონ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, მათ შორის რუსული კანონის მიღება, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ერთი მხრივ უშუალოდ მაუწყებლებს ეხება, მეორე მხრივ კი მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.  გარდა ამისა, ჩვენი აზრით, კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილება არის მინიშნება იმისა, რომ კომუნიკაციების კომისია წინასაარჩევნოდ მმართველი პარტიის ინტერესების გატარებასა და რუსული კანონის ირგვლივ არსებული კრიტიკის ჩახშობის პროცესში ერთ-ერთი მთავარი აქტორი იქნება.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ბოლო დროის განმავლობაში, წინასაარჩევნოდ, განსაკუთრებით აქტიურად იყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტებს მაუწყებლების წინააღმდეგ, რაც აშკარას ხდის კრიტიკული მედიის მიმართ დაწყებულ სრულმასშტაბიან შეტევას ავტორიტარული ხელისუფლების კიდევ ერთი ინსტიტუტის მხრიდან.

ამასთან, კომისიამ 2024 წლის 25 ივლისს, ტელეკომპანია „მთავარი არხი“ ეთერში პოლიტიკური შინაარსის რეკლამის კანონდარღვევით განთავსებისთვის წერილობით გააფრთხილა. აღნიშნულ საქმეში, კომისიამ პოლიტიკურ/წინასაარჩევნო რეკლამად მიიჩნია ვიდეორგოლი, რომელშიც ნაჩვენები და დასახელებული იყვნენ პარლამენტის ის წევრები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რუსულ კანონს. საყურადღებოა, რომ ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა აშშ-ის ჰელსინკის კომისია, რომლის განცხადებით, „”ქართული ოცნება” იყენებს კიდევ ერთ ტაქტიკას რუსეთის ავტორიტარული სტრატეგიიდან, რათა ცენზურას დაუქვემდებაროს ოპოზიცია და ქართველ ხალხს წაართვას დემოკრატიული მომავალი, რომლისთვისაც ისინი იბრძვიან.“

მიგვაჩნია, რომ კომუნიკაციების კომისიის მსგავსი აქტიურობა და ცენზურის შემცველი გადაწყვეტილებები, მიზნად ისახავს სამაუწყებლო სივრცეში კანონის “რუსულ კანონად” მოხსენიების ცენზურას, რათა  მედიასივრცეში გაქრეს რუსული კანონის ირგვლივ არსებული დისკუსია და ზოგადად ხელისუფლების კრიტიკა, ამჯერად კომუნიკაციების კომისიის გამოყენების გზით. აღნიშნული ტენდენცია კიდევ უფრო საფრთხისშემცველია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ არსებული ისეთი გამოწვევების ფონზე, როგორიც არის რუსული კანონის ამოქმედება, ჟურნალისტებზე ფიზიკური/სიტყვიერი თავდასხმები, SLAPP სარჩელების მზარდი ტენდენცია, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დისკრედიტაციული განცხადებები და სხვა.”

შეგახსენებთ, 15 აგვისტო კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ “მთავარი არხი” 2 500 ლარით დააჯარიმა. საუბარია 2 სოციალურ კლიპზე, რომელიც ტელეკომპანიის ეთერში გადიოდა. ვიდეოების შინაარსი რუსულ კანონს უკავშირდებოდა, რაც კომისიამ არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ რეკლამად ჩათვალა, რომლის მიზანიც, მათი აზრით, “ქართული ოცნების” დისკრედიტაცია იყო. “მთავარ არხს” კლიპის ეთერიდან ამოღება და ფულადი ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

17:26 05-23-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა

14:42 05-23-2025
avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი
ახალი ამბები

avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი

18:13 05-22-2025
გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი
ახალი ამბები

გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი

14:42 05-22-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved