• რეკლამა
  • კონტაქტი
08:11, კვირა, 23 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სეზონურ სამუშაოს, სამეგრელოში ქალები მალავენ” – ბელქანია

ალია ავტორი - ალია
19:45 08-15-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,630
წალენჯიხის მერის მოადგილე, ისტორიკოსი, თამარ ბელქანია:
სეზონურ სამუშაოს, სამეგრელოში ქალები მალავენ. არა იმიტომ რომ ვინმეს თხილის გაფერთხვა-მოგროვება-გასუფთავება ეუხერხულება.
არა. აქ საქმეს არც არავინ წუნობს და არცაა ასარჩევად. არის აგვისტო-ოქტომბერი და კონკურენციაც დიდია. ანაზღაურებაც დღეში 60-70ლ უკვე ტარიფია.
ქალები დღე და ღამე მუშაობენ რომ ოჯახი არჩინონ. საქმე ისაა, რომ როგორც კი მათ ანგარიშზე თუნდაც ერთი დღის ნამუშევარი დაირიცხება მათ სახელმწიფო ე.წ სოციალურ დახმარებას 300 ლარს მომენტალურად უჩერებს. შესაბამისად ქალები ანაზღაურებას ქეშად იღებენ. თუმცაღა ზოგი ქარხანა ქეშს და შავ ბუღალტერიას ერიდება და ამ დროს ქალიც იძულებულია სხვის ანგარიშზე დაარიცხინოს დამსაქმებელს ხელფასი.
ხოლო, ეს “სოციალური დახმარება” რამისაა
ხელბორკილად იქცეს.
ამ ე.წ დახმარების მეორე მხარეა, რომ სახელმწიფო ფიქრობ, რომ 300 ლ არის საარსებო მინიმუმი, და ნებისმიერი მცდელობა ადამიანის სიდუხჭირეს დააღწიოს თავი ფიზიკური თუ გონებრივი შრომით იქვე პრევენციული პროგრამა მისთვის იხურება. მოკლედ რომ გითხრათ, სოციალური პოლიტიკა ხელისუფლების არის კაბალური, არაადეკვატური და არაპროპორციული სამომხმარებლო კალათის. ამის ფონზე კი მარტო წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სოციალურ დახმარებაზე რეგისტრირებული 2000კაცია და აქედან 1500 დასაქმებული მერიასა და მის შესაბამის უწყებებში რეალურად მხოლოდ ამ პროგრამით სახელმწიფო მარტო წალენჯიხაში 450 ,000 ლარს ხარჯავს. ახლა ეს გადაიყვანეთ 64 მუნიციპალიტეტის მაგალითზე და მიიღებთ იმ კოლოსალური თანხას, რომელსაც რეალურად წყალში ყრის.
გასაგებია, რომ ეს სხვა ქვეყნების მოდელია, თუმცაღა მაგ. შვედეთში 800-900 ევროა, რაც მათი ეკონომიკისთვის ასე თუ ისე ადეკვატურია. ხოლო აქ 300 ლ უბრალოდ განაჩენია.შესაბამისად ხელისუფლების ე.წ სოციალური პროგრამა, რომელიც რეალურად არ მუშაობს შესაცვლელია. მას გააჩნია უფრო მეტი უარყოფითი მხარე ვიდრე დადებითი.
დღეს რეგიონებში, ადამიანებს სხვა ტიპის დახმარება ესაჭიროებათ და არა ის რაც მათ ზღუდავს და კანონის დარღვევის ფორმებზე აფიქრებს.
სამეგრელო უმდიდრესი რეგიონია, მარტო მოცვი სეზონზე ორჯერ მოდის. ჟოლო- მარწყვი. ისტორიულად მარტო წალენჯიხაში 40 ათასი ტონა უმაღლესი ხარისხის ჩაი იწარმოებოდა, რითაც სწორედ წალენჯიხა იყო უმდიდრესი! ( დღეს კი მთელს საქართველოში 10 ათას ტონაზე ნაკლები იწარმოება) არის თხილი, დაფნა, ციტრუსი, არაჩვეულებრივი თაფლი, ყურძენი, ყველის ნაირსახეობა დაწყებული თხის, კამეჩის, ძროხის, უმდიდრესი ჩირეული, გამორჩეული საწებლები, აჯიკა, ხილის პიკანტური არაყი…
ტურიზმის დივიდენტი ნულია.
ენგურჰესიდან (ენერგორესურსები) ადგილობრივ ბიუჯეტში მიზერი.
და ეს რეგიონი სიღარიბის ზღვარს მიღმაა! უდიდესი პოტენციის მქონე.
მოსახლეობის 47 % სოციალურად დაუცველია. რეალურად ყოველ მეორე ადამიანზეა საუბარი!
როგორ უნდა დაალაგო ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა რომ ამ მოცემულობით ეს შედეგი მიიღო! ნოყიერი მიწა, ტენიანი ჰავა, სასმელი წყალი, ზღვა, მთა და მათხოვარი სხვისი შემყურე ქვეყანა.
აი, ესაა ჩვენი რეალობა.
და თუ ჯანმრთელობაც არ გიწყობთ ხელს რეალურად განწირული ხართ.
ეს სისტემა უნდა შეიცვალოს!
ჩვენ გვაქვს ბუნებრივი და ადამიანური რესურსი იმისათვის ვიყოთ სოფლის მეურნეობის საკითხში თვითკმარი ქვეყანა!
მაგრამ ხელისუფლება მხოლოდ თბილისს და საზღვაო ქალაქებს ხედავს. სოფელი მისთვის სხვისი ბოსტანია
შეიძლება მხატვრული ნაწარმოებია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved