• რეკლამა
  • კონტაქტი
19:54, კვირა, 25 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კალინინგრადის დემილიტარიზაცია” – რუსები კიდევ ერთს შიშობენ” – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
17:02 08-15-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
623
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
უკრაინული შეტევა კურსკისა და ბელგოროდის ოლქებზე [შეჯამება | 14.08.2024]:
– წუხელ საჰაერო დარტყმები განხორციელდა რუსულ სამხედრო აეროდრომებზე ვორონეჟისა და ნიჟნი ნოვგოროდის ოლქებში. სამიზნეთა შორის იყო სავასლეიკასა და ბორისობლესკის ბაზები. დაბომბვა დრონების მეშვეობით განხორციელდა. დაზიანდა როგორც რამდენიმე თვითმფრინავი ისე სამმართველო ოპერატიული შტაბი. იერიშები მიმდინარეობდა უშუალოდ ვორონეჟის შემოგარენშიც. აქტიურობდა რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემაც, რომლის გადატვირთვასაც უკრაინული დრონების მასირებული შეტევა ახდენს ხოლმე. რუსეთისათვის დიდი ტერიტორია ამ მხრივ პრობლემაა – რაც უფრო დიდია შენი საჰაერო სივრცე, ყველაფრის დაფარვას ვერ ახერხებ. ამაზე თავად რუსი სამხედროები წერენ.
– რუსებმა კურსკისა და ბელგოროდის ოლქში სანგრების თხრა დაიწყეს. როგორც სატელიტური ფოტოებიდან ირკვევა სანგრები საზღვრიდან 45 კილომეტრის სიღრმეში ითხრება. აქცენტი რილსკი-კურჩატოვი-კურსკის გზის დაცვაზეა გაკეთებული. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საბრძოლო მოქმედებების ზოლი უეჭველად სანგრები იქნება, რადგან შესაძლოა ეს სანგრები ისევე გადაილახოს, როგორც 6 აგვისტოს უკრაინელთა შეტევის შედეგად საზღვრისპირას გადაილახა, ან პირიქით, ამ სანგრებამდე არც მოხდეს ფრონტის ხაზის აწევა. როგორც არ უნდა იყოს, რუსები თავდაცვითი პოზიციაში არიან ამ კონკრეტულ მიმართულებაზე და თან საზღვრიდან საკმაოდ შორს.
– უკრაინელებმა კურსკის ოლქში მრავალფუნქციური ბომბდამშენი სუ-34 ჩამოაგდეს. მისი საბაზრო ღირებულება 36 მილიონი დოლარია. უკრაინული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები გარკვეულ ფარს უქმნიან კურსკის ოლქში შესულ უკრაინელებს, თუმცა როგორც უკრაინელი ანალიტიკოსები წერენ დაახლოებით ასამდე საჰაერო იერიში ხორციელდება ყოველდღიურად კურსკის ოლქზე სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ არცთუ წარმატებითო. რეალურად უკრაინელები მეტწილად ახერხებენ ჰაერიდან თავის დაცვას, მაგრამ უფრო რთულია რუსული დრონების “ლანცეტების” მოგერიება.
– რუსებმა კურსკის ოლქში სიტუაციის გადასარჩენად კალინინგრადის (ყოფილი კონიგსბერგი) ოლქიდან ცოცხალი ძალისა და ტექნიკის გაყვანა დაიწყეს. ლიეტუვას თავდაცვის მინისტრმა ამ პროცესს “კალინინგრადის დემილიტარიზაცია” უწოდა. ზოგადად, კალინინგრადი პოლონეთისა და ლიეტუვას უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ბელარუსსა და კალინინგრადის ოლქს შორის 100 კილომეტრიანი მონაკვეთი და პოლონეთ-ლიეტუვას საზღვარია, რომელსაც სუვალკის დერეფანს უწოდებენ. რუსული პოტენციური აგრესიის შემთხვევაში ამ დერეფნის დაცვა კრიტიკული მნიშვნელობის იქნებოდა. კალინინგრადში რუსული კონტროლის დასუსტება კი ევროპული უსაფრთხოების ინტერესებშია.
– რუსებმა უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, ჩერნიჰივის მიმართულებით საზღვარზე სცადეს დივერსიული ჯგუფებით გადასვლა, თუმცა უკრაინელებმა დაჯგუფება გაანადგურეს. ზოგადად, ჩერნიჰივისა და იმ ოლქების მიმართულება, რომელიც 2022 წლის აგრესიის პირველი სამიზნე იყო, ახლა კარგადაა გამაგრებული. რუსებისაგან ახლა კურსკის მარცხიდან ყურადღების გადასატანად არაფერი იქნება გამორიცხული.
– უკრაინელები აგრძელებენ ჰუმანიტარული დახმარების გაცემას კურსკის ოლქში. ხალხი დიდი სიხარულით იღებს ამ დახმარებას. ამან კი რუსულ პროპაგანდისტულ წრეებს დიდი დარტყმა მიაყენა – საკუთარ მოსახლეობას, რომელთა ევაკუაციაც განახორციელეს, 320 ლარი მისცეს ერთჯერადად, უკრაინელები კი ამ რაოდენობის პროდუქციას თითო დარიგებაზე შეიძლება აძლევდნენ კურსკის ოლქში თავიანთ კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩენილ ხალხს.
– რუსმა პროპაგანდისტებმა დავალება მიიღეს აღარ ისაუბრონ კურსკის ოლქზე. ომიდან მესამე წელს, რომ რუსეთის ტერიტორიები ოკუპირებულია ამაზე საუბარიც კი დაუშვებელი გახდა. ცხადია საინფორმაციო აკრძალვა რეალობას ვერ შეცვლის, მაგრამ ის ფაქტი კი ჯიუტი ხდება, რომ რუსეთი ეტაპობრივად ტოტალიტარულ სახელმწიფოდ გარდაიქმნის პროცესშია. პუტინს კი მარცხთან და წარუმატებლობასთან ასოცირება არ უნდა. თუკი სიტუაცია შეიცვლება პროპაგანდისტები აუცილებლად ამოქმედდებიან ისევ.
– უკრაინელებმა დაასრულეს კურსკის ოლქში იმ სოფლებისა და ქალაქების წმენდა რომელშიც შესულები არიან. 1100-1200 კვადრატული კილომეტრის დაფარვაზეა საუბარი. ასევე მოხდა იმ გარემოზე კონტროლის დამყარებაც, რომლებიც დასახლებებს შორის მდებარეობს. მხოლოდ გზების ფლობა საშიშია ლოჯისტიკური მომარაგებისათვის. უკრაინელთა მხრიდან რეალურად ხდება არსებულ პლაცდარმზე უსაფრთხოების გაძლიერდება, საყრდენი პუნქტების შექმნა, საცეცხლე პოზიციების მოწყობა, თავდაცვითი ნაგებობების აშენება და ასე შემდეგ.
მომდევნო დღეები გამოაჩენს სცენარების განვითარების შემდგომ სურათს –
1. ამ გამყარებული პოზიციებიდან გაგრძელდება უკრაინელთა შეტევა სიღრმეში და კვლავ შეეცდებიან წაიწიონ წინ დიდი ძალებით, რომელთა ნაწილიც ჯერ კიდევ არ ჩართულან ბრძოლაში;
2. პირიქით, მოხდება არსებული პოზიციების შენარჩუნებასა და სასაზღვრო პერიმეტრის გასწვრივ ტერიტორიულ გაფართოებაზე აქცენტის გაკეთება.
პირველ შემთხვევაში აქტიური შეტევითი ფაზა იქნება, მეორე შემთხვევაში კი უფრო თავდაცვითი. ამ უკანასკნელის დროს ყურადღება რუსების რამდენიმე წერტილში დაბმაზე და მაქსიმალური სამხედრო დანაკარგების მიყენებაზე იქნება გადატანილი და არა ახალი პოზიციების დაკავებაზე. თუმცა ამ შემთხვევაშიც სასაზღვრო თავდასხმები სავარაუდოა რომ ორივე შემთხვევაში გაგრძელდება.
საინტერესო კიდევ ერთი რამაა: უკრაინული რეზერვები ხომ არ გახსნიან ფრონტის ხაზის კიდევ ერთ მიმართულებას, რუსეთის რომელიმე სხვა ოლქში ან რაიონში. ამის ეშინიათ რუსებს. რუსები კიდევ ერთს შიშობენ, ხომ არ შეეცდებიან უკრაინელები დაიძრან სამხრეთით, საზღვრის განაპირა ზოლზე და გადაჭრან იგივე ხარკოვის ოლქში მყოფი რუსული ნაწილების მომარაგება? ზოგადად, ამის შესაძლებლობა და შანსი ნაკლებია.
– კურსკის ოლქის ერთ-ერთი რაიონული ცენტრი კორენოვო, რომელსაც უკრაინელები უკვე რამდენიმე დღეა უტევენ, კვლავ მთავარი იერიშის სამიზნეა. დასახლება სუჯას ჩრდილოეთით მდებარეობს და მისი აღების შემთხვევაში უკრაინელებს მეორე რაიონული ცენტრი ექნებათ დაკავებული, ხოლო უკვე დაკავებულ პლაცდარმს ჩრდილო-დასავლეთი მიმართულებით მყარი დაცვა შეექმნება. ამიტომაა, რომ რუსები დიდი რაოდენობით ცოცხალ ძალას უყრიან თავს და აგრძელებენ ბრძოლას კორენოვოსათვის.
– რუსეთის ბელგოროდის ოლქის სასაზღვრო რაიონებიდან მოსახლეობის გაყვანა აქტიურად მიმდინარეობს. აქ სურათი ძალიან ბუნდოვანია, მაგრამ აქცენტი კეთდება ფაქტზე, რომ უკრაინული თავდასხმები ყოველდღიურ ხასიათს ატარებსო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

17:26 05-23-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა

14:42 05-23-2025
avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი
ახალი ამბები

avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი

18:13 05-22-2025
გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი
ახალი ამბები

გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი

14:42 05-22-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved