• რეკლამა
  • კონტაქტი
17:08, ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამიტომ დავირქვით ეს სახელი” – ევროპული საქართველოდან წამოსული წევრები ახალ პარტიას ქმნიან

ალია ავტორი - ალია
14:25 08-14-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,912

ევროპული საქართველოდან წამოსული წევრები ახალ პარტიას ქმნიან, რომელსაც “ფედერალისტები” ერქმევა. პარტიის პრეზენტაცია 15 აგვისტოს გაიმართება.

“ის, რომ ადამიანების, ბავშვების სიცოცხლეს ამ ქვეყანაში ფასი არ აქვს, სისტემური პრობლემაა. მიგვაჩნია რომ ამ პრობლემის გასაღებია ფედერალიზმი.

ფედერალიზმი ევროპული ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ბუნებრივი წყობაა.

ცენტრალიზებული, თავკომბალა სახელმწიფო რუსეთის მიერაა თავსმოხვეული და სანამ ამ ძალმომრეობითი სისტემისგან თავს არ დავიხსნით და რადიკალურ დეცენტრალიზაციას არ მოვახდენთ, შინ – ევროპაში, დასავლურ ცივილიზაციაში ვერ დავბრუნდებით.

ფედერალიზმი მხოლოდ ტერიტორიული მოწყობა არ არის, ის ძალაუფლების გაწონასწორების და შეკავების საუკეთესო სისტემაა – ასეთ სისტემაში თავს ვერავინ გავა.

დეცენტრალიზებულ სისტემაში პოლიტიკოსებს, უმცირეს დონეზეც კი, წონას ანიჭებენ საქართველოს მოქალაქეები, მათი სამსახური სჭირდებათ პოლიტიკოსებს ასარჩევად და არა ბელადებისთვის და ოლიგარქებისთვის მიძღვნილი ქათინაურები.

ერთი სიტყვით – ჩვენი ეროვნული და ინდივიდუალური პრობლემების გასაღებია ფედერალიზმი, ასე დავბრუნდებით შინ ევროპაში და ამიტომ დავირქვით”, – აცხადებს ახალი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი.

პირველ აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ევროპულ საქართველოს მისი თავმჯდომარე გიგა ბოკერია ტოვებს, მასთან ერთად კი პარტიის წევრების გარკვეული ნაწილიც. პარტიიდან წამოვიდა თამარ ჩერგოლეიშვილიც.

ბოკერიას თქმით, პარტიის შიდა პრაიმერიზმა გუნდში დაპირისპირება გამოიწვია. მისი განმარტებით, პარტიის ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა როგორც პრაიმერიზის შედეგები, ისე მისი, როგორც თავმჯდომარის, პოზიცია პრაიმერიზში მონაწილე გუნდებთან დაკავშირებით.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია
ახალი ამბები

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია

16:57 03-12-2026
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved