• რეკლამა
  • კონტაქტი
23:11, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შემოიჭრნენ ყვირილით: “რუსები მოდიან… ჩვენი დრო მოვიდა” – რას წერს გია ხარჩილავა

ალია ავტორი - ალია
13:26 08-14-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30,759

წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა:

აგვისტოა… 2008 წელი.
ქართულმა ჯარმა უკან დაიხია. რუსი გენერალი ულტიმატუმით უკვე ზუგდიდშია. ჩვენი შტაბი 24სთ.რეჟიმში მუშაობს. მთავარი ამოცანაა-საზოგადოებრივი მართლწესრიგის დაცვა, კოლაბორაციონიზმის გამოვლენა და არდაშვება, საწვავის და პროდუქტების დეფიციტის პრევენცია, ფასებზე კონტროლი და ა.შ…
მოდის ძალოვანი სტრუქრურის წარმომადგენელი და გვაფრთხილებს: ყველაფერი დამთავრდა,რუსები ამ საღამოს წალენჯიხაში შემოვლენ და ჯობია თავი გაარიდოთო…. მე და გია მებონიამ თანამშრომლები შევკრიბეთ მოედანზე, ვუთხარით სიმართლე, გადავუხადეთ მადლობა და ვთხოვეთ უკვე სახლებში წასულიყვნენ…
ჩვენ – მე და გია – კი ვრჩებოდით ადგილზე… ქალაქში, შენობაში – ასე გადავწყვიტეთ…
და აქ შედგა სამოქალაქო სიმტკიცის აქტი – მთელმა კოლექტივმა სოლიდარობა გამოგვიცხადა და (კანცელარიის ყველაზე უხმაურო თანამშრომლებმაც) ერთსულოვნად დარჩენა გადაწყვიტეს.
მაშინ ვთხოვეთ-მოედნის მეორე მხარეს მაინც გადასულიყვნენ… აქ არიან ქალაქელი მეგობრებიც, რომლებიც მთელი ეს პერიოდი გვერდით გვედგნენ.
ამ დროს რუსები არა, მაგრამ მოედანზე შემოიჭრა 10 მდე ეგზალტირებული წალენჯიხელი, მაშინდელი ოპოზიციის წარმომადგენელი, ხმაურით:”რუსები მოდიან”,”ჩვენი დრო მოვიდა”,’და ა.შ…
“ამხანაგებს”, როგორც იტყვიან,’თვალები შუბლზე აჯდათ ‘და ალბათ, წუთი წუთზე მოითხოვდნენ ხელისუფლების გადაბარებას… უცებ ვერც გავიაზრეთ, რა ხდებოდა…
აქ, შუა ქალაქში, თურმე, სიხარულით მოელოდნენ რუსების შემოსვლას…
ჩვენი პასუხიც აგრესიული გახდა და სწრაფადვე აილაგმა ეს უმსგავსობა.
იმ საღამოს ოკუპანტებმა დაიკავეს წალენჯიხაში 3 სტრატეგიული წერტილი და განთავსდნენ ფახულანში,ჭალეში( ენგურჰესი) და ჯგალში (კანთი) ;ქალაქში არ შემოსულან.
არ მომხდარა ოკუპანტებთან თანამშრომლობის არცერთი შემთხვევა;… არ მომხდარა არცერთი კრიმინალური ინციდენტი;… არ მომატებულა ფასები…. და არავინ გაქცეულა
შემდეგ, 4 წლის მერე, ქვეყანაში ფაქტიურად რევოლუციური ცვლილებების ტალღას ხელისუფლებაში შემოყვნენ სწორედ ის ” ამხანაგები” ძალიან მაღალ თანამდებობებზე….
დიდაქტიკური შეკითხვა: ჯერ წინაა ბატალიები და ეს პატივისცემული პოლიტიკური “ამხანაგები” ვის მიაგებენ პატივს – სერგო -ფილიპეს,გმირ-იუნკერებს თუ????
!!!!!!!
დღეს fb ეს სტატუსი ამოწია, გავაზიარე, რადგან კოლაბორაციონიზმი უკვე ხილულად, უსირცხვილოდ მძვინვარებს და ის “ამხანაგებიც” – товаришчи ხელმომთბარად და კომფორტულად ხრავენ… ყველაფერმა თავისი სახე მიიღო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved