• რეკლამა
  • კონტაქტი
09:19, შაბათი, 19 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, პირველი არხის ჟურნალისტებს ცხოვრების ჯოჯოხეთად ქცევით ემუქრებიან” – ვასილ მაღლაფერიძე

ალია ავტორი - ალია
21:34 08-07-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
12,497

,,პირველი არხის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ვასილ მაღლაფერიძე:

,,ნეოკანიბალიზმის შემოტევები გრძელდება და ამჯერად პირველი არხის ჟურნალისტებს ცხოვრების ჯოჯოხეთად ქცევით ემუქრებიან იმ ლეგიონის წევრები, რომლებიც ადამიანების დაგესვლაში მართლაც ძალიან დაოსტატებულები არიან. ეტყობათ, რომ სათანადო მომზადებაც გავლილი აქვთ და სულიერი მდგომარეობაც ხელს უწყობთ.

რაც შეეხება პირველი არხის ჟურნალისტებს, ჯოჯოხეთით რომ ემუქრებიან, დარწმუნებული ვარ, ისევ საკუთარ სინდისთან თანხმობაში გააგრძელებენ მუშაობას და მუქარების გამო არ შეუშინდებიან მოვლენებისთვის თავისი სახელის დარქმევას.

პირადად მე, რასაკვირველია, მათ დიდ პატივისცემას, თანადგომას და სრულ სოლიდარობას ვუცხადებ, რადგან მგონია, სიძულვილის ლეგიონისგან წამოსულ შხამს, მხოლოდ სოლიდარობით, თანადგომით და გამხნევებით ვუმკურნალებთ და არა საპასუხო მუქარით და აგრესიით (რისი არც გამოხატვა და არც განხორციელება, რთული არაა!).

ცხადია, სოლიდარობისკენ ვერავის მოვუწოდებ, ეს ნებაყოფილობითი აქტია და საკუთარი მსოფლხედვიდან გამომდინარე, ყველა თავად წყვეტს და ირჩევს, ვის მიმართ და რა დროს გამოიჩენს თანადგომას – კაცმა რომ თქვას, საბოლოო ჯამში, ნამდვილი კოლეგიალობაც და მეგობრობაც ამას ეფუძნება. ძველი ბერძნები ამბობდნენ, ბოლოს ყველა თავის მსგავსთან მივაო. ამ საქმეში ფარისევლობა არ გამოვა – ან კანიბალს უჭერ მხარს, ან მის მსხვერპლს, ანუ ვისთანაც მსგავსებას ხედავ!

P.S. დაბოლოს. რიტორიკული შეკითხვა სიძულვილის ლეგიონის წევრებს და მათ გულშემატკივრებს – ნუთუ მართლა გენატრებათ ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც თქვენი გამოთქმული აზრისთვის ან გაკეთებული სიუჟეტისთვის ცხოვრებას ჯოჯოხეთად ქცევას გიქცევენ?! პაწა დაფიქრებულიყავით, არ გაწყობდეთ იქნება და ეგება!“

თეგები: ვასილ მაღლაფერიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved