• რეკლამა
  • კონტაქტი
02:56, ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ასე ივანიშვილს მივაყენებთ კუთხეში” – ბადრი გრიგალაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:18 08-02-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,268
გირჩი – მეტი თავისუფლების წევრი, ბადრი გრიგალაშვილი: 
სააკაშვილის გამოსვლა ვნახე – ივანიშვილი გაყალბებულ შედეგებს გამოგვიცხადებს და ქუჩაში უნდა გავიდეთო.
ცხადია, ივანიშვილი ყველაფერზეა წამსვლელი, მაგრამ ახლა ამომრჩევლისთვის იმის თქმა, რომ არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება შეუძლებელია – არც ჭეშმარიტებაა და არც სასარგებლო საქმე პროცესისთვის.
გააყალბებს არჩევნებს? – კი
ეს ავტომატურად ნიშნავს თუ არა რომ სასურველ რიცხვს დაიწერს? – არა
ზოგადად, ამ ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები არასდროს ჩატარებულა, არც 2020-ში, არც 2016-ში, არც 2012-ში და არც იმის წინ.
ის რომ ნაციონალურმა მოძრაობამ 2012 წელს დათმო ხელისუფლება სულაც არ ნიშნავს, რომ გაყალბება არ უცდიათ – მაშინაც გააყალბეს. უბრალოდ, იმდენად დიდი უპირატესობით მოიგო ქართულმა ოცნებამ, რომ შეუძლებელი იყო არჩევნების გაუქმების გარეშე სასურველი რიცხვის დაწერა. (იმის გარეშე რაც ვენესუელაში მადუროს რეჟიმმა ახლა გააკეთა).
მაშინ არჩევნებზე მოვიდა 2 215 661 ადამიანი.
2016 წელს – 1 825 054.
2020 წელს – 1 992 881.
ანუ, 2012 წლის მერე არჩევნებზე ოპოზიციამ ვერცერთხელ შეძლო იმდენი ამომრჩევლის მობილიზება, რაც გაყალბების პირობებშიც ხელისუფლებისთვის შეუძლებელს გახდიდა ძალაუფლების შენარჩუნებას.
ავტორიტარიზმს უბრალო უმრავლესობა ვერ ამარცხებს. ჩვენ გვჭირდება დ ი დ ი უმრავლესობა. ასე დამარცხდა მიშაც 2012-ში.
რა თქმა უნდა, მაღალი გამოცხადებაც არაა იმის გარანტია, რომ ივანიშვილი ვენესუელის სცენარს არ გაიმეორებს და არჩევნებს არ გააუქმებს. მიშასგან განსხვავებით ის შეიძლება ამაზე წავიდეს.
თუმცა, საფრთხე ისაა, რომ ოპოზიციის მხრიდან მსგავსი მავნებლური დამოკიდებულებებით გაუქმება არ დასჭირდეს და ტრადიციული გაყალბებაც იკმაროს. ანუ, არჩევნებზე ამომრჩევლის აქტივობა არ გაუთანაბრდეს 2012 წლის ნიშნულს და არჩევნები ჩატარდეს ისე როგორც აქამდე ტარდებოდა. გაყალბებით, მაგრამ ეს ქართული საზოგადოებისთვის სავარაუდოდ კრიტიკული არ იქნება.
შესაბამისად, ჩვენი პროგრამა მინიმუმი უნდა იყოს არჩევნებზე მაქსიმალური მობილიზაცია და ხმების დაცვა.
ასე ივანიშვილს მივაყენებთ კუთხეში და ნებისმიერი მისი გადაწყვეტილები საკუთარი თავისთვის გამოტანილი განაჩენი იქნება.
არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება რეალურია.
http://https://www.alia.ge/isini-apireben-gaqhalbebas-chven-ki-amas-vapirebth-saakashvili/

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved