• რეკლამა
  • კონტაქტი
14:48, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველო რუსეთის სამხედრო მომარაგების ჯაჭვში – “დრონები, ჯიპიესები, მეხსირებების ბარათები, პროცესორები” – “აი ფაქტი”

ალია ავტორი - ალია
17:37 08-01-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,673

არის თუ არა საქართველო შავი ხვრელი პუტინისთვის სანქციების გვერდის ასავლელად – “აი ფაქტის” ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, რუსეთში, საქართველოს გავლით, სანქცირებული ტვირთები უპრობლემოდ შედის, მათ შორის, დრონები, კომპიუტერების პროცესორები, მეხსიერების ბარათები და ჯიპიესები იგზავნება. 

“აი ფაქტის” მასალა სრულად:

Სანქციების ჩრდილქვეშ, Რუსეთი სამხედრო მარაგის შევსებას მაინც ახერხებს. Მართალია, რუსეთში ორმაგი დანიშნულების ნივთების შეტანა, ჯერ კიდევ 2022 წელს აიკრძალა, თუმცა შეზღუდვებს ყველა ქვეყანა არ დაემორჩილა. 

ჩვენმა შვიდთვიანმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ გამოააშკარავა რუსეთის სანქცირებული პროდუქტით მომარაგების სქემა, რომელშიც ჩართულია საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი. 

Მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლების სამსახური გამკაცრებულ კონტროლზე და საერთაშორისო სანქციების პატიოსნად აღსრულებაზე საუბრობს, ოფიციალური სტატისტიკა სხვა რამეზე მეტყველებს. 

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2023-2024 წლებში საქართველოდან რუსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ცენტრალურ აზიაში ექსპორტით გავიდა 10.7 მილიონი აშშ დოლარის ორმაგი დანიშნულების ნივთი. 

ამ მიმართულებით თვალშისაცემად არის გაზრდილი სატელიტური ჯი-პი-ესების, ვიდეოკამერების, პროცესორების თუ “ჩიპების” ექსპორტი. ასეთ ნივთებს რუსი სამხედროები იარაღის ასაწყობად იყენებენ.

Ჩვენი ერთ-ერთი ექსპერიმენტით დასტურდება ისიც, რომ საქართველო-აზერბაიჯანი-რუსეთის მარშრუტს გადის ვიდეოგადაღების დრონებიც. თანამედროვე ომში, უწყინარი, ხედების გადასაღები დრონიც კი საბრძოლო რესურსია. სამხედროები ჭურვებს და ანტი-სატანკო სისტემებსაც “კამიკაძე-დრონებზე” ამაგრებენ.

ორმაგი დანიშნულების ნივთს იპოვით თქვენი სამზარეულოს, ან აბაზანის ტექნიკაშიც. მაგალითად, ასეთია სარეცხი მანქანის, ან მაცივრის “ტვინი”. ოფიციალური Სტატისტიკა აჩვენებს, რომ მკვეთრად არის გაზრდილი ამ საყოფაცხოვრებო ტექნიკის ექსპორტიც. Მიმართულება იგივეა – მეზობელი სომხეთი, აზერბაიჯანი და ცენტრალური აზია. 

ვიპოვეთ თუ ვინ დგას ამ სტატისტიკის მიღმა. “იმპორტ ჯენიუსის” საერთაშორისო ვაჭრობის ბაზაში არის ოთხი ქართული კომპანია, რომელიც რუსეთში სანქცირებული ტვირთის გაგზავნაში მონაწილეობს – “ელექტრომექ-ბტ”, “ლაზიკა-იმპორტი”, “ფეის პლიუსი” და “ასტერი გრუპი”. 

ჩვენი მოპოვებული ფაქტებით დასტურდება, რომ საქართველო რუსეთის სამხედრო მომარაგების ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლია. ამ ფონზე, შემოსავლების სამსახური ჩვენს შეკითხვებს სრულყოფილად არ პასუხობს და არც პირისპირ ინტერვიუზე გვთანხმდებიან. 

  “აი, ფაქტი” ამ სქემებს შვიდი თვის განმავლობაში იძიებდა. Შევისწავლეთ საგარეო ვაჭრობის ქართული, ამერიკული და საერთაშორისო ბაზები, ჩავატარეთ ორი ექსპერიმენტი და რუსეთში აკრძალული ტვირთის გატანაზე ორ გადამზიდავს მოველაპარაკეთ, ვესაუბრეთ სამხედრო პირებს, თავდაცვის და კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებს, ვიპოვეთ პრობლემიდან გამოსავალიც – ეროვნული სანქცია, რომელიც, მაგალითად, ლიეტუვის მთავრობამ დააწესა და ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში ორმაგი დანიშნულების ნივთების ექსპორტი აკრძალა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved