• რეკლამა
  • კონტაქტი
12:17, ოთხშაბათი, 4 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ლანჩხუთის მერის წარმომადგენელი “მთავარ არხს” სასამართლოში უჩივის

ალია ავტორი - ალია
13:42 08-01-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
217

ლანჩხუთის მერის წარმომადგენელი სოფელ აცანაში იზა მათითაიშვილი“მთავარ არხთან“ სასამართლო დავას იწყებს, საქმე ეხება რეპორტაჟს, რომელიც რამდენიმე დღის წინ ტელევიზიის ეთერში გავიდა, იზა მათითაიშვილის თქმით, ტელეკომპანიამ და ერთ-ერთმა ადგილობრივმა ის დაადანაშაულა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, თითქოს მოქალაქეებს, რომლებიც სახელმწიფო პროგრამის “საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამაში” არიან ჩართულები, საკუთარ ოჯახში იძულების წესით ამუშავებს, რაც სიცრუე და მისი როგორც საჯარო მოხელის დისკრედიტაციის მცდელობაა.

„ეგრეთწოდებული კრიტიკული მედიის, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გავლენების ქვეშ მყოფი „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა შაბათს საინფორმაციო გამოშვებაში ჩემს შესახებ წარმოუდგენელი სიცრუე გაავრცელა, კერძოდ ჟურნალისტი და ერთ-ერთი ადგილობრივი მოსახლე სიუჟეტში ყვებიან , რომ თითქოს უფლებამოსილებას ბოროტად ვიყენებ, საკუთარ ოჯახში იძულების წესით ვამუშავებ მოქალაქეებს, რომლებიც სახელმწიფო პროგრამის” საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამაში” არიან ჩართულები.
ეს არის წარმოუდგენელი სიცრუე, დეზინფორმაცია და შეურაცხყოფა ჩემი ოჯახის, მოსახლეობაში ჩემი როგორც საჯარო მოხელის, სახელის და ავტორიტეტის დისკრედიტაციის მცდელობა!

წლებია საჯარო სამსახურში დაუღალავად ვმუშაობ, ვემსახურები ჩემს ქვეყანას და ჩემს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ მოსახლეობას, ვამაყობ ჩემი სამსახურით და იმ გუნდით,რომელთან ერთადაც არაერთ პროექტს ვახორციელებთ ჩვენს სოფლებში.

არავის არ მივცემ უფლებას პოლიტიკური ქულების ჩაწერის მიზნით მოახდინოს დისკრეტიდაცია ჩემი როგორც საჯარო მოხელის, რა თქმა უნდა არ ვაპირებ აღნიშნული დეზინფორმაციის უპასუხოდ დატოვებას და ვაპირებ სამართლებრივად დავამტკიცო ჩემი სიმართლე, დარწმუნებული ვარ ყველაფერი გაირკვევა და ფარდა აეხდება იმას, რაც ახლა ჩემს ირგვლივ ხდება,“- წერს სოციალურ ქსელში იზა მათითაიშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
ახალი ამბები

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას

16:53 11-03-2026
PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა
ახალი ამბები

PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა

15:26 11-03-2026
გაიაქტიურე სილქფესტის რჩეული პირობები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის რჩეული პირობები სპეციალურ ფასად!

11:16 11-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:33 11-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved