• რეკლამა
  • კონტაქტი
07:49, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ირანი საშიშია, გაგვსრესს… ივანიშვილის ადგილას რგოლად დახვეულ ნაჭერს გამოვიყენებდი შალვა პაპუაშვილის დასადუმებლად” – ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
14:35 07-31-2024
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28,883

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:

ირანის ისლამური რესპუბლიკა უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოა ჩვენს რეგიონშიც და მთელს მსოფლიოშიც. მასთან ზომიერ პარტნიორულ ურთიერთობას გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს საქართველოსთვის.
საქართველო არის ქვეყანა, რომელიც თითქმის არაფერს აწარმოებს, მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული. ირანიდან იმპორტირებული პროდუქციის წილი სოლიდური არ არის, მაგრამ ზოგიერთი მიმართულებით ხელს უმართავს ქართველ მომხმარებელს. ქართულ-ირანულ ეკონომიკურ ურთიერთობებს სერიოზული პოტენციალი აქვს.
ირანის როლი საგულისხმოა რეგიონში თურქეთისა და აზერბაიჯანის ურყევი, უძლიერესი კავშირის დასაბალანსებლად. ასევე, შიიტურ სამყაროში არაღიარების პოლიტიკის დაცვისთვის.
ნორმალურ ვითარებაში საქართველო, როგორც ევროკავშირის მომავალი წევრი, უდიდეს რესურსს ფლობს, რათა ევროპასა და ირანს შორის დიალოგს შეუწყოს ხელი.
ერთი სიტყვით, არავინ ამბობს, რომ საქართველოს ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკა ან ისლამურ სამყაროსთან ურთიერთობის სტრატეგია არ უნდა ჰქონდეს. მეტიც, დეპუტატი რომ ვიყო, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ახლო აღმოსავლეთის ქვეკომიტეტის დაფუძნების ინიციატივით გამოვიდოდი…
მაგრამ ❗️❗️❗️
ჩვენ ხომ ვიცით, რომ ირაკლი კობახიძის მოტივაცია არ არის საქართველოს ახლო აღმოსავლური პოლიტიკის ან ისლამურ სამყაროსთან ურთიერთობის სტრატეგიის ჩამოყალიბება. ვიცით!
მას მხოლოდ ის სურს, რომ კიდევ ერთი კედელი აღმართოს საქართველოსა და დასავლეთს (აშშ, ევროკავშირი) შორის. ირანი მტრობს ყველაფერს დასავლურს…
კობახიძე ივანიშვილის დავალებით კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მთავრობას ცალ ფეხზე ჰკიდია დემოკრატიული თანამეგობრობის წევრობა და ადვილად, წარბშეუხრელად, ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე შეუძლია ავტორიტარული ქვეყნების, ტერორისტული წარმონაქმნების კლუბში ჩაწერა, სასტიკ დიქტატურებთან ამაზრზენი კეკლუცობა.
კიდევ ერთხელ ვლინდება, როგორი ფარისევლები არიან “ქართული ოცნების” ლიდერები! ოლაფ შოლცსა და ჟოზეფ ბორელს გლობალური ომის პარტიის ბურჯებად აცხადებენ და რამდენიმე თვეში ერთხელ სტუმრობენ ქვეყანას, რომელმაც მთელ მსოფლიოში უამრავი ცეცხლის კერა გააჩაღა, სადმე თოფს თუ ისვრიან, ყველგან მათი კვალის აღმოჩენა შეიძლება…
ირანი საშიში ქვეყანაა, გაგვსრესს თუ მასთან ურთიერთობის დროს ზურგს არ გაგვიმაგრებს ევროკავშირი ან რომელიმე პარტნიორი.

მოკლედ, მეგობრებო, ფაქტი ერთია:

საქართველოს დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც არ შესწევს ძალა მშვიდი, საქმიანი, პარტნიორული ურთიერთობები ჰქონდეს ბერლინთან, პარიზთან, ვარშავასთან… ; სამაგიეროდ, ჩვენი მინისტრთა კაბინეტი წარმატებით თანამშრომლობს აღმოსავლურ დესპოტიებთან, მათ დაქვემდებარებულ ტერორისტულ მილიციებთან, რომელთაც რუსეთის ხათრით არაერთხელ მიუფურთხებიათ საქართველოს მთლიანობისთვის.
P.S. ივანიშვილის ადგილას რგოლად დახვეულ ნაჭერს გამოვიყენებდი შალვა პაპუაშვილის დასადუმებლად. კაცს გაექცა, მუხრუჭი აღარ აქვს … თავად ირანელებიც არ უარყოფენ რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობას, თანამედროვე ტექნიკით რუსეთის მომარაგებას უკრაინის ომის მიმდინარეობისას. ერთი სტატია თუ აქვს ვინმეს წაკითხული რუსეთ-უკრაინის ომის სამხედრო კომპონენტზე, ყველას სმენია შაჰიდი დრონების შესახებ.
პაპუაშვილი კი მორიგ ჯერზე, ურცხვად გვიმტკიცებს, რომ სამხედრო პროდუქციას კი არა, კიტრებს აწვდის ირანი რუსეთს. უბრალო უკრაინელების სისხლით შეფერილ ტყუილებზე გადავიდა ეს კაცი…

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved