უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე რეფორმატორების გუნდის შეკრების შესახებ აცხადებს და აქვეყნებს სპეციალურ ფორმას კონკურსში მონაწილეებისთვის.
„მოგესალმებათ უკრაინის რეფორმების საბჭოს ნაციონალური კომიტეტი! თუ გსურთ შემოუერთდეთ რეფორმატორების ჩვენს მეგობრულ, აქტიურ და ძლიერ გუნდს, შეავსეთ ეს ფორმა“
კანდიდატისთვის აუცილებელი მოთხოვნაა ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა, სპეციალობით 5-წლიანი მუშაობის გამოცდილება და ყოფილი დამქირავებლების რეკომენდაცია.
მათ, ვისაც უნდა გახდეს „რეფორმატორი“, ვიდეოს ჩაწერაც მოუწევს.
თავად სააკაშვილი მომავალ კანდიდატებს ჰპირდება საინტერესო სამუშაოს საბაზრო დონის ანაზღაურებით, თანამედროვე ოფისს კიევის ცენტრში და პროფესიულად სწრაფი ზრდის შესაძლებლობას.
მოთხოვნადი პროფესიები: იურისტი, PR-სპეციალისი, ქოფირაიტერი, მენეჯერი, ბუღალტერი და სხვ.
კანდიდატებთან გასაუბრება 19 მაისს გაიმართება.
კომენტარები